imedi /  26 მარტი 2020, 15:29 / სანდო წყარო

კახეთში, კლინიკა „ლაგოდეხის არქიმედეში“ ახალი ბოქსირებული განყოფებილება იხსნება

კახეთში ახალი ბოქსირებული განყოფებილება იხსნება. imedinews-ის ინფორმაციით, თელავის და საგარეჯოს შემდეგ, ამ წუთებში „ლაგოდეხის არქიმედეს“ კლინიკას ამზადებენ, სადაც აუცილებელი სამედიცინო აპარატურა განთავსდება. დაწესებულებაში მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და უმკურნალებენ.

საავადმყოფოს ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი აქვს, სადაც 40 ადგილია გამოყოფილი. ყველა პალატა ბოქსირებული იქნება.

ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 21:39

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, როდის ჩაუტარდებათ ტესტირება უსიმპტომო ადამიანებს

უსიმპტომო ადამიანებს ტესტირება ჩაუტარდებათ ეპიდემიოლოგებისა და პირველ რიგში ჯანდაცვის რგოლის მხრიდან მიტანილი ეჭვის საფუძველზე. ეს იქნება ძირითადად იქნება მათ ანამნეზის დეტალური შეკრების შემდეგ მიღებული გადაწვეტილება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუ ჯანდაცვის წარმომადგენლები ჩათვლიან, რომ მათ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ, ეს აუცილებლად ასე მოხდება.

მაიკ პენსი

09 აპრილი 2020, 21:30

COVID19

მაიკ პენსის აპარატი ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს CNN-ის ეთერში გამოსვლას უზღუდავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის აპარატი ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს ტელეკომპანია CNN-ის ეთერში გამოსვლასა და კორონავკირუსის თემაზე საუბარს უზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, ვიცე-პრეზიდენტის აპარატი მოითხოვს, რომ ტელეკომპანიამ კორონავირუსის საკითხზე თეთრ სახლში გამართული ყოველდღიური ბრიფინგები სრულად გააშუქოს.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 21:12

COVID19

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შევძელით ვირუსის შეკავება და შემდეგი სცენარისთვისაც მზად ვართ

ჩვენ შევძელით ვირუსის შეკავება და რა თქმა უნდა შემდეგი სცენარისთვისაც მზად ვართ. ეს შევძელით იმიტომ, რომ ამის წინა პირობები არსებობდა, გუნდი იყო სწორად აწყობილი, იყო სწორი აქცენტები გაკეთებული. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ , ბიძინა ივანიშვილმა გუნდის მშენებლობა დაიწყო, სწორად გათვალა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს აუცილებლად დასჭირდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაალ მიქელაძე

09 აპრილი 2020, 21:11

COVID19

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, რომლის მედპერსონალის ნაწილიც თვითიზოლაციაშია, შესაძლოა, ორშაბათს გაიხსნას

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი სავარაუდოდ, ორშაბათს გაიხსნება - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ზაალ მიქელაძის თქმით, მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია, ორშაბათამდე გაირკვევა, რა რესურსი აქვს კლინიკას და შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას. ეპიდემიოლოგები მესამე დღეა ქობულეთის რამდენიმე სოფელში მუშაობენ, გრძელდება კონტაქტების მოძიება.

09 აპრილი 2020, 21:04

COVID19

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 610 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 610 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 1 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 979 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

09 აპრილი 2020, 21:00

COVID19

ბათუმში კორონავირუსი დედასა და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სინპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 20:59

COVID19

ვის დაეხმარებიან ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCoV ფონდში გადარიცხული თანხით

ჩემთვის ეს 100 მილიონი ნიშნავს ზუსტად ამ ოჯახების დახმარებას. ის, ვინც ვთქვათ, საჯარო ტრანსპორტის მძღოლი იყო და დღეს სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ეს ადამიანები ამ თანხიდან უშუალო დახმარებას მიიღებენ. ასევე ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა მცირე სავაჭრო პუნქტი ან ინდივიდუალური საწარმო და ყოველდღიური შემოსავლით ოჯახს არჩენდა. როდესაც მცირე ბიზნესებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც რამდენიმე ადამიანს ასაქმებდა სოფლად თუ ქალაქში, დახმარებას ასევე მიიღებენ- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

09 აპრილი 2020, 20:53

სპორტი

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო. ფიბას გადაწყვეტილებით, კონტინენტის პირველობა ევროპის ოთხ ქალაქში, მათ შორის თბილისში, 2022 წლის 1-დან 18 სექტემბრამდე გაიმართება. ტურნირის გადადების მთავარი მიზეზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გადატანა იყო.

დომინიკ რააბი

09 აპრილი 2020, 20:48

COVID19

დომინიკ რააბი: ნუ მივცემთ კორონავირუსს მეორე შანსს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს კარანტინის რეჟიმის გატარებას, ვინაიდან ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, თუ როდის მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნა.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 20:46

COVID19

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ფონდში აუცილებლად განახორციელებდა ძალიან დიდ დონაციას

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს არის დიდსულოვანი ნაბიჯი და დიდი ქველმოქმედება, მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის ხალხს და ქვეყანას ეხმარება.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 20:45

COVID19

არჩილ თალაკვაძემ 2-მილიარდიანი კრიზისული ბიუჯეტის პრიორიტეტები განმარტა

დღეს ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ამოცანა და გამოწვევა - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ და იმ პაციენტების მკურნალობა და გადარჩენა, ვინც შესაძლოა დაინფიცირდეს და მეორე, ეკონომიკური გამოწვევები და პრობლემები, რომელიც კორონავირუსს მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

09 აპრილი 2020, 20:31

COVID19

ორსულებს, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც, კლინიკებში უმკურნალებენ

კლინიკები ვალდებულნი არიან, მათთან აღრიცხვაზე მყოფ ყველა ორსულთან დაამყარონ კომუნიკაცია (ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა ნებისმიერი ხელმისაწვდომი დისტანციური საშუალებით) და მიაწოდონ რეკომენდაციები COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის წესების შესახებ.

ენდრიუ კუომო

09 აპრილი 2020, 20:23

COVID19

ენდრიუ კუომო: 11 სექტემბრის ტერაქტის დროს 2 753 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კორონავირუსით კი 7 000 - ეს ძალიან მტკივნეულია

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, ძალიან მტკივნეული და სულისშემკვრელია იმის ხილვა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით. ენდრიუ კუომოს თქმით, ნიუ-იორკის შტატში 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს.

ლუგარის ლაბორატორია

09 აპრილი 2020, 20:20

COVID19

აშშ-ის საელჩო: ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში განთავსებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), რომელიც უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიაა.

09 აპრილი 2020, 20:13

COVID19

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ olympicchannel.com-ი წერს. 56 წლის მძლეოსანი ქალაქ პოტენცას საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

09 აპრილი 2020, 20:08

ტექნოლოგიები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ახდენს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს - ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ გაიდლაინებშია გამოქვეყნებული, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკვლეულია, რომ რადიოსიხშირული ველების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს.

თენგიზ ცერცვაძე

09 აპრილი 2020, 19:59

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად დასრულდება საგანგებო მდგომარეობა

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით გაგრძელდეს, შესაძლოა, 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საგანგემო მდგომარეობით გათვალიწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ და მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

დიმიტრი ხუნდაძე

09 აპრილი 2020, 19:52

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენთვის ზე მაღალი მნიშვნელობის დღესასწაულზე თავშეკავებით გავუფრთხილდებით რწმენას, სულის სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც

რწმენა ხიფათის წინაშე რომ არ დადგეს, სწორედ ამიტომ წესები ეკლესიაშიც უნდა დავიცვათ. ჩვენ ერთმანეთს ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ ჩვენთვის, ზე მაღალი მნიშვნელობის დღესასწაულზე როგორმე თავი შევიკავოთ. ამით გავუფრთხილდებით რწმენასა, სულის სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 19:46

COVID19

გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატების ერთობლივ ღია წერილს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. „მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში საქართველოს გვერდით დგომისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება“, - წერს გიორგი გახარია.

დიმიტრი ხუნდაძე

09 აპრილი 2020, 19:44

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს მამის ორმოცზე მე და ჩემი შვილი საფლავზე მარტო წავედით

„ჩემთვის მძიმე იყო საკუთარი მშობლის საფლავზე მხოლოდ შვილთან ერთად მისვლა. მაგრამ ეს არის სავალდებულო წესი, რომ ჩვენ ერთმანეთი გავუფრთხილდეთ. ამიტომ რაღაცაზე დროებით უარი ვთქვათ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მთავარი რეკომენდაცია, მთავარი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში - ფიზიკური დისტანცირება, გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.