imedi /  26 მარტი 2020, 15:31 / სანდო წყარო

ლალი ტურძელაძე: თბილისში ბოლნისიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი გადმოჰყავთ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ამ წუთებში ბოლნისიდან თბილისში ფეხმძიმე ქალი გადმოჰყავთ,

„ბოლნისიდან საგანგებო სიტუაციების სამმართველომ დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ბოლნისიდან მოჰყავთ ორსული, არის დადებითი კორონავირუსზე, ველოდებით პაციენტს, რომ ვნახოთ მისი მდგომარეობა. მას აღენიშნება ცხელება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტურძელაძემ.

მისი განმარტებით, კორონავირუსი ორსულს სწრაფი ტესტებით დაუდგინდა და მას ლუგარის ლაბორატორიაში გადაამოწმებენ. პაციენტის დაინფიცირების ისტორია ჯერჯერობით უცნობია. ქალს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსებენ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

06 მაისი 2021, 21:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 847 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 847 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 777 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:03

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: წარმოუდგენელია, ადამიანის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დასატოვებლად გასაღები და არ გამოდიოდეს ციხიდან

ნონსენსია, როდესაც ადამიანი თავს ასაღებს პოლიტიკოსად, აქვს ამბიცია პარტიის თავმჯდომარეობაზე, მის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება და არ გამოდიოდეს. დასავლეთში ამას ხმამაღლა და ვერ იტყვიან , თუმცა ფაქტია ყველასთვის იწვევს გაკვირვებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2021, 21:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მინიმუმ იმ შედეგის გამეორებას აპირებს, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა

თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მინიმუმ იმ შედეგის გამეორებას აპირებს, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, უმრავლესობის მოლოდინია, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი გაუმჯობესდება.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პოლიტიკური გარემო შედგეს საქართველოს პარლამენტში

ჩვენ გერმანელ კოლეგებს აქვთ დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, მაშ შორის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პოლიტიკური გარემო შედგეს საქართველოს პარლამენტში

06 მაისი 2021, 20:37

მსოფლიო

რიო დე ჟანეიროში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ნარკოდაჯგუფების 24 წევრი გაანადგურეს

რიო დე ჟანეიროში პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ნარკოდაჯგუფების 24 წევრი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ მუდმივად ხელშესახები შედეგები გვექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მუდმივად ხელშესახები შედეგები გვექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მთელი რიგი რეფორმების გატარება საჭიროებს პარტნიორების პირდაპირ ჩართულობას.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მყარი და ძლიერია

„გერმანია ასრულებს განსაკუთრებულ როლს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში. შესაბამისად, გერმანიის მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ინტეგრაციის თვალსაზრისით. ზუსტად ამ თემებზე გვაქვს ჩვენ საუბარი ჩვენს გერმანელ კოლეგებთან და ვხედავთ რომ ძალიან მყარი და ძლიერია მათი მხარდაჭერა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

06 მაისი 2021, 19:56

რეგიონი

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის მორიგი სხდომა ამბროლაურში გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ქალაქ ამბროლაურში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

06 მაისი 2021, 19:40

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სამინისტრომ 11 000 ლარის თაიგულები და გვირგვინები შეიძინა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 19:39

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული. უკვე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და ორგანიზებულად მივყვებით გეგმას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვთ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

06 მაისი 2021, 19:18

საზოგადოება

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის მიერ ერთობლივი პრინტ კონკურსი ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი, საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 19:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე თბილისის მოქმედი მერია და ოთხი წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული იყო

კახა კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საქმის გაგრძელება, რომელიც კახი კალაძემ დაიწყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

06 მაისი 2021, 18:53

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს

ევროკავშირი მზად არის, კოვიდვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

06 მაისი 2021, 18:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავდამცავი გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი ვაშაძე

06 მაისი 2021, 18:28

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

06 მაისი 2021, 18:26

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი: ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა.

06 მაისი 2021, 18:25

კულტურა

„თიბისი“ კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2021 სტარტს 7 მაისს აიღებს.ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და წელს სამ კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 18:23

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვფიქრობ, კახი ხალაძე უალტერნატივო იქნება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ

ვფიქრობ, კახი ხალაძე იქნება უალტერნატივო, თუმცა როდესაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გეცნობებათ, - ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი მათ მიმართ საზოგადოების სიმპათია და მხარდაჭერა იქნება.

06 მაისი 2021, 18:18

რეგიონი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაშლოვანში ინფო-ტური გამართა

ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Gitoa, საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ GTA, საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე 57%-იან ზღვარს ვერაფრით გადალახავს

„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.