imedi /  26 მარტი 2020, 16:14 / სანდო წყარო

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): „მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი“ - არ არის სწორი, ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს, თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?!, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) ეპარქიის სამწყსოსადმი მიმართვაში წერს.

მიმართვის ტექსტს ეპარქია Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ძვირფასო სულიერნო შვილნო! ჩვენ ვემზადებით ბრწინვალე აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად; ეს მზადება გულისხმობს ინტენსიურ მარხვას და ლოცვას, სინანულს თვისთა ცოდვათა გამო და განწმედას; ქრისტიანისთვის ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ღვაწლი, რაც ჩვენში აძლიერებს განსაკუთრებული სულიერი სიხარულის განცდას და გვეხმარება, რომ ვძლიოთ საკუთარ თავს და გავიმარჯვოთ წუთისოფელზე.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ჩვენ თვალწინ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ვირუსული პანდემიით (COVID 19), ნათლად გვიჩვენებს, რომ ვიდრე ამქვეყნად ვცხოვრობთ, კაცობრიობას მუდამ მართებს სიფხიზლე და სიფრთხილე მოსალოდნელ საფრთხეებთან მიმართებით; სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, განსაცდელი გარდაუვალი მოვლენაა და მასთან გონივრული დაპირისპირება შესაძლებელს ხდის ადამიანის სულისა და ხორცისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებას და, გარკვეულწილად, მათ თავიდან არიდებასაც კი!

დღეს არსებული საგანგებო მდგომარეობა ჩვენგან ითხოვს მაღალ სულიერ წესრიგს და დაფიქრებას იმაზე, თუ რამდენად ვართ თანხმობაში ღმერთთან და მის სწავლებასთან, მის წმიდა შეგონებებთან, რამდენად აისახება ქრისტიანული ღირებულებები ჩვენს ქმედებებში ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობისას.

აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ გარდა ამქვეყნიურ მოვლენათა შორის არსებული პირდაპირი და თვალსაჩინო მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა, არსებობს ასევე საღმრთო განგებულება, რისი ახსნაც აღემატება ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ ძალებს; სულიერ ცხოვრებაში დაგროვილი გამოცდილება გვკარნახობს, რომ განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში, სულიერი თვალით უნდა შევხედოთ არსებულ მდგომარეობას და კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს, საკუთარ სინდისს, გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას ღვთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს მიმართ!!!

ვხედავთ, რომ ახალი ინფექციური დაავადების გავრცელება დიდ განსაცდელს უქმნის მთელ მსოფლიოს, მათ შორის, ისედაც მცირერიცხოვან ჩვენს ხალხს, ჩვენს სამშობლოს; დიდი გამოცდის წინაშე აყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მისი თითოეული წევრის რწმენას, მით უფრო, რომ მორწმუნეთაგან არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებული საფრთხეების შეფასების დროს; მთელ რიგ შემთხვევებში კი პანდემია აღქმულია ეკლესიასთან ბრძოლის საშუალებად; ეს და არა ერთი მსგავსი განცხადება ემსახურება საღი აზრის განდევნას ეკლესიიდან და ხელს უწყობს მის წიაღში ურთიერთ აგრესიით განმსჭვალული ჯგუფების წარმოქმნას.

მე ვხედავ, რომ შექმნილი მდგომარეობის ცალმხრივად განხილვა აპოკალიფსის ჭრილში (რასაც, ასევე, აქვს ადგილი!) გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის პატიოსან და გულწრფელ რწმენას ღვთის მიმართ და მის სულიერ ორიენტაციას; ასევე, უნდა ითქვას, რომ ის ზიანს აყენებს თვით საეკლესიო ინსტიტუციასაც!

სამწუხაროდ, არავინ იცის ამ ვირუსის (COVID 19) ბუნება, ის ჯერ კიდევ გამოუკვლეველია, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მისი ინტენსიური შესწავლა სპეციალისტთა მიერ.

დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ, თუ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე და მასშტაბურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ, რომელიც უნდა აისახოს ადამიანის სულისა და ხორცის სიჯანსაღისთვის ზრუნვაში.

2020 წლის 20 მარტის წმიდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ არსებული მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება: ერთ-ერთი ჩვენი ეპარქია ქვემო ქართლში უკვე სრულად მოექცა კარანტინის რეჟიმში, ხოლო მთელ ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ზოგიერთი ამას გადაჭარბებულ ზომადაც კი მიიჩნევს, მაგრამ უმჯობესია და სრულიად გონივრულიც კია დამატებითი სიფრთხილე, ვიდრე დაგვიანებული ზომები; ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და, შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების (გად)ატანა.

მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?!

მე ვკითხულობ, რა უფრო სათნოა ღვთისთვის - დასნებოვნება და იძულებით კარანტინში ყოფნა, და შესაძლოა მსხვერპლიც კი, თუ თავის თავის შეზღუდვა (თვითშეზღუდვა) თანამოძმეთა და თანამოქალაქეთა საკეთილდღეოდ და საჯანმრთელოდ?! ესაც ხომ ევქარისტიის, ქრისტესთან თანაზიარების ერთგვარი გამოვლინებაა რადგან მას საფუძვლად უდევს საკუთარი თანამოძმის, მეორე ადამიანის სიყვარული ქრისტეში?!

ძვირფასო სულიერნო შვილნო, მამობრივი შეგონებით გთხოვთ, განერიდეთ მავნე თვითდაჯერებულობას, რათა მაღალი ქრისტიანული შეგნებით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დავეხმაროთ ერთმანეთს იმ პირობების შექმნასა და აღსრულებაში, რაც ქრისტიანული კაცთმოყვარებით არის ნაკარნახები და არა ქრისტეს მიმართ ღალატით.

2020 წლის 20 მარტის წმიდა სინოდის დადგენილებით შეფასდა მიმდინარე მოვლენები და რეკომენდაციები მიეცა მრევლს, რაც სავალდებულოა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, თუმცა მდგომარეობა ყოველდღე იცვლება და, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ეპარქიები საქართველოსა და უცხოეთში მოქმედებენ ადგილობრივ გარემოებათა მიხედვით და მრევლისთვის ადგენენ ქცევის დროებით წესებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგმართავთ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს, ჩვენს სამწყსოს:

1. მრევლის ყველა წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დადგენილ მოთხოვნებს; მათ შორის:

- განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, მოერიდოს ზედმეტად სახლიდან გასვლას;
- ადამიანებთან ურთიერთობისას დაიცვას ე.წ. სოციალური დისტანცია მათ შორის ეკლესიაში ყოფნისას (ტაძარში და ტაძრის ეზოში).

2. ტაძრად მისული მრევლი ლოცვას მოისმენს ტაძრის ეზოში, სადაც არის გახმოვანება; კარგი ამინდის შემთხვევაში, შესაძლოა (სადაც ამის საშუალება იქნება), ღია ცის ქვეშ ჩატარდეს მსახურება, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მცირე ზომის ეკლესიებია და სივრცე ძნელად ნიავდება.

3. საღმრთო ლიტურგიისას ტაძარში იქნებიან სასულიერო პირები, მგალობლები, იპოდიაკვნები (ე.წ. სტიქაროსნები), ტაძრის მსახურნი და შშმ პირები;

4. ე.წ. რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს ვურჩევთ დარჩნენ სახლებში, ხატის წინ დაანთონ კანდელი (სანთელი) და ტაძარში მიმდინარე საღმრთო ლიტურგიის თანადროულად (პარალელურად) აღავლინონ ლოცვები თავის საცხოვრებელ გარემოში.

5. მოხუცებს, ავადმყოფებს, უძლურებაში მყოფთ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მოძღვარი მოიწვიონ სახლში.

6. სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, რეალურ დროში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უშუალოდ მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები

მოგმართავთ თხოვნით, ვილოცოთ ყველგან და ყოველთვის; დაე, ჩვენს სულს დაეუფლოს მუდმივი ლოცვითი მდგომარეობა; წმიდა წერილში ვხვდებით ასეთ ეპიზოდს:
ერთი ადამიანი მოდის იესოსთან და ეუბნება: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვობის სული სჭირს..., ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს..., თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე. იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია. ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას“. ამის შემდეგ იესუ განკურნავს ყრმას. (მკ. 9. 17-29).

დღეს ის დრო გვიდგას, რომ უფალს შევავედროთ ჩვენი სისუსტენი და ვუთხრათ, უშველე უფალო, ჩემს ურწმუნობას, უმკურნალე ჩემს წყლულებს, მომანიჭე კურნება ცოდვათა ჩემთაგან! სამყარო გაჩერდა, წყალი დაიწმინდა, ზეცა გამოჩნდა; გამოვიყენოთ ეს განსაცდელი უფალთან დასაბრუნებლად. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. შესაბამისად, უცვლელია მისი არსი იმის მიუხედავად, თუ სად ვილოცებთ. „ტაძარი უფლისა წმიდა არს“; ადამიანები ღმერთთან ეძებენ გადარჩენას; ამ იმედს და რწმენას მიჰყავს ისინი ტაძარში, მაგრამ როცა მიზეზთა გამო დროებით ვერ ახერხებ იქ მისვლას, არ დაბრკოლდე, ილოცე სახლში, საავადმყოფოში, საპყრობილეში, ილოცე ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში. მთელი სამყარო ღვთის ტაძარია!

ძვირფასო დანო და ძმანო! დღეს, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში გამოიცდება ჩვენი რწმენა და ერთგულება წმიდა სამოციქულო სწავლებისადმი.

და ბოლოს,
როცა ადამიანთა ხორციელ სნეულებებსა და მათ დაძლევაზე ვსაუბრობთ, არავითარ შემთხვევაში არ ეგების, არცკი შეიძლება მედიცინისა და ღვთისმეტყველების, მკურნალობისა და ღვთისმსახურების დაპირისპირება, ანუ მათი კონფრონტაციულ რეჟიმში განხილვა და წარმოჩენა. თქმა იმისა, რომ „რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო“, ან კიდევ, „მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი“, არ არის სწორი! ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი.

ამასვე ადასტურებს ძველი აღთქმაც: უფალმა შექმნა მკურნალიცა და წამალიც და მისცა მათ ძალა კურნებისა. გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ... („სიბრძნე ზირაქისა“, თავი 38, 1-4).

მკურნალნი არიან ასევე ახალი აღთქმის წმიდანთა შორისაც, რომელნიც არა მხოლოდ სულიერი, არამედ სხეულებრივი წყლულებისა და უძლურებისგან გაკურნებაში ეხმარებოდნენ და დღესაც ეხმარებიან ადამიანებს. გავიხსენოთ, წმიდა სერაფიმ საროველი, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა მორწმუნეთ, რომ სათანადოდ დაეფასებინათ მკურნალის ხელოვნება, რადგან მას სწადია სნეულთა გამოჯანმრთელება!

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველანი სოლიდარულნი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ: ერი და ბერი, საერონი და სასულიერონი, სახელმწიფო მოხელენი და რიგითი მოქალაქენი.

შექმნილმა კრიზისმა ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს.
ვილოცოთ მოუკლებელად!

ქრისტესმიერი სიყვარულით,

+გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი“, - ნათქვამია მიმართვაში.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

კრის უიტი

07 მაისი 2021, 01:54

COVID19

ინგლისის მთავარი ექიმი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ოდესმე აღმოიფხვრას

ინგლისის მთავარი ექიმის, კრის უიტის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ოდესმე აღმოიფხვრას.

07 მაისი 2021, 01:17

COVID19

IHME: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება

აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) ანალიზის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება.

07 მაისი 2021, 00:49

საზოგადოება

7 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონს 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

07 მაისი 2021, 00:39

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 155 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 155 მილიონს გადააჭარბა.

ენტონი ბლინკენი

07 მაისი 2021, 00:31

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს, მაგრამ თუ რუსეთი უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ

რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს, მაგრამ თუ რუსეთი უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

06 მაისი 2021, 23:45

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: არსებობს პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობისთვის

მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველი დეპუტატები ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 23:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა. 20 ივნისის მძიმე და რთული დღე უნდა გადავფურცლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ლევან იზორია

06 მაისი 2021, 23:30

პოლიტიკა

ლევან იზორია: ჩვენი ამოცანაა ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში

სულ რაღაც ერთ კვირაში მაზარ-ი- შარიფში ჩვენი კონტიგენტი დატოვებს მისიას და გაემგზავრება საქართველოში. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა გასწიეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

ილია II

06 მაისი 2021, 22:53

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აცხადებს პატრიარქი.

06 მაისი 2021, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 219 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 160 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:26

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.

06 მაისი 2021, 22:18

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 304 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

06 მაისი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია

შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.

მამა გიორგი ჩაჩავა

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

მამა გიორგი ჩაჩავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით მამა გიორგი ჩაჩავა აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანია და ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც განსხვავებული ძალის მქონე დასაყრდენ პოლიტიკურ აქტორს რეგიონში

საქართველო ევროკავშირისთვის და განსაკუთრებით გერმანიისთვის, რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით სრულიად ახალი და განსხვავებული მოთამაშე ხდება. საქართველო მთავარი დასაყრდენი ძალაა დემოკრატიის გაძლიერებისთვის რეგიონში, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.