imedi /  26 მარტი 2020, 16:30 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე: ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია შევარდნაძის მთავრობის დროს დაიწყო

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლუგარის ცენტრის მშენებლობისთვის მადლობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადაუხადა.

ამ თემაზე დასმულ კითხვას პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.

„ვინ, სად რა ლენტი გაჭრა - ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია კარგად ვიცი. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს, პირველ ხელშეკრულებაზე არის შევარდნაძის და კლინტონის ხელმოწერა, მეორეზე - საქართველოსა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრების. ეს მოხდა 2002 წელს.

შემდეგ, რა თქმა უნდა, იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2002 წელს. სხვათა შორის, კახა ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ასევე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2020, 20:13

COVID19

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ olympicchannel.com-ი წერს. 56 წლის მძლეოსანი ქალაქ პოტენცას საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

09 აპრილი 2020, 20:08

ტექნოლოგიები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ახდენს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს - ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ გაიდლაინებშია გამოქვეყნებული, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკვლეულია, რომ რადიოსიხშირული ველების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს.

თენგიზ ცერცვაძე

09 აპრილი 2020, 19:59

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად დასრულდება საგანგებო მდგომარეობა

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით გაგრძელდეს, შესაძლოა, 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საგანგემო მდგომარეობით გათვალიწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ და მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

დიმიტრი ხუნდაძე

09 აპრილი 2020, 19:52

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენთვის ზე მაღალი მნიშვნელობის დღესასწაულზე თავშეკავებით გავუფრთხილდებით რწმენას, სულის სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც

რწმენა ხიფათის წინაშე რომ არ დადგეს, სწორედ ამიტომ წესები ეკლესიაშიც უნდა დავიცვათ. ჩვენ ერთმანეთს ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ ჩვენთვის, ზე მაღალი მნიშვნელობის დღესასწაულზე როგორმე თავი შევიკავოთ. ამით გავუფრთხილდებით რწმენასა, სულის სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 19:46

COVID19

გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატების ერთობლივ ღია წერილს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. „მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში საქართველოს გვერდით დგომისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება“, - წერს გიორგი გახარია.

დიმიტრი ხუნდაძე

09 აპრილი 2020, 19:44

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს მამის ორმოცზე მე და ჩემი შვილი საფლავზე მარტო წავედით

„ჩემთვის მძიმე იყო საკუთარი მშობლის საფლავზე მხოლოდ შვილთან ერთად მისვლა. მაგრამ ეს არის სავალდებულო წესი, რომ ჩვენ ერთმანეთი გავუფრთხილდეთ. ამიტომ რაღაცაზე დროებით უარი ვთქვათ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მთავარი რეკომენდაცია, მთავარი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში - ფიზიკური დისტანცირება, გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

09 აპრილი 2020, 19:41

COVID19

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯანმოს ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა

ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Agence France-Presse-სთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

09 აპრილი 2020, 19:33

COVID19

ორ ამერიკელს კორონავირუსის გავრცელების მუქარის გამო ბრალდება წაუყენეს

ტესტირების შედეგად მას კოვიდ-19 არ დაუდგინდა, თუმცა ჩადენილი დანაშაულისთვის 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 39 წლის პერესმა კი Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ სან-ანტონიოს მარკეტებში კორონავირუსის გასავრცელებლად უცნობი პირი დაიქირავა. როგორც მოგვიანებით ბრალდებულმა განაცხადა, ამ პოსტით მას სურდა ადამიანებისთვის სახლში დარჩენა აიძულებინა.

მარინა ეზუგბაია

09 აპრილი 2020, 19:28

COVID19

მარინა ეზუგბაია: დღეს დამატებული ოთხივე შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

დღეს დილის შემდეგ დაემატა ოთხი შემთხვევა ოთხივეს წყარო ცნობილია, ეს არის იმპორტირებული შემთხვევები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით ჯერჯერობით ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ აქვს დეტალური ინფორმაცია

09 აპრილი 2020, 19:27

COVID19

StopCoV ფონდში 124 200 000 ლარია მობილიზებული

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 124 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული. როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცახდებენ, ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

09 აპრილი 2020, 19:26

COVID19

ჯანმომ კორონავირუსზე საბავშვო წიგნი გამოუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 6-11 წლის ბავშვებისთვის წიგნი გამოუშვა, რომელშიც კორონავირუსსა და მისგან დაცვის მეთოდებზეა მოთხრობილი. ამის შესახებ CNN-ი წერს. გამოცემაზე 50-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მათ შორის, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი და წითელი ჯვარიც მუშაობდა. პროექტში ჩართული იყო 1700-მდე ბავშვი, მშობელი და პედაგოგი, რომლებიც წიგნის ავტორებს პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. „შენ ჩემი გმირი ხარ. როგორ ებრძვიან ბავშვები კოვიდ 19-ს“- ასე ჰქვია საბავშვო წიგნს, რომლის მთავარი გმირიც გოგონა სარაა.

09 აპრილი 2020, 19:17

COVID19

Air France-ის პილოტს, რომელსაც ჩინეთიდან საფრანგეთში 16 მილიონი პირბადე უნდა ჩაეტანა, კორონავირუსი დაუდგინდა

ფრანგული ავიაკომპანია Air France-ის სპეციალური რეისის ერთ-ერთ პილოტს, რომელსაც ჩინეთიდან საფრანგეთში 16 მილიონი პირბადე უნდა ჩაეტანა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. დადგენილი წესების თანახმად, ჩინეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ყველა პირმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიაროს. აღნიშნული სპეცრეისის სამივე პილოტმა ასევე გაიარა ტესტირება და ერთ-ერთს ინფიცირება დაუდგინეს, რის შედეგადაც იგი კარანტინში გადაიყვანეს.

კორონავირუსი

09 აპრილი 2020, 19:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408 მოქალაქე რჩება.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

09 აპრილი 2020, 19:09

ტაბლოიდი

რეპერი Chynna ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა

ცნობილი რეპერი და მოდელი ჩინა როჯერსი (Chynna) ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Vibe იტყობინება. 25 წლის რეპერის ოჯახს გარდაცვალების მიზეზზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. Chynna-ს სამოდელო დებიუტი 14 წლის ასაკში შედგა, 15 წლისამ კი რეპერი A$AP Yams-ი გაიცნო და მასთან ერთად მუსიკალური კარიერა დაიწყო.

პედრო სანჩესი

09 აპრილი 2020, 19:06

COVID19

ესპანეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობას მაისამდე გაახანგრძლივებს

ესპანეთის მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას მაისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 19:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არავინ ინერვიულოს, არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით

ძალიან მცირე დრო გვჭირდება, ჩვენ იმისთვის, რომ ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. ასევე მივიღოთ თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო სისტემას შეეხება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელმაც ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ცვლილებების მისაღებად მოცემულ ვადებში ჩატევა.

ჯეიმს აპატურაი

09 აპრილი 2020, 18:58

საზოგადოება

ჯეიმს აპატურაი: საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა პანდემიასთან ბრძოლაშიც

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთიანობის დღეს ულოცავს.როგორც ჯეიმს აპატურაი Facebook-ზე წერს, საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს.

სალომე ზურაბიშვილი

09 აპრილი 2020, 18:57

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ გადავრჩით

ჩვენმა საზოგადოებამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ, ყველა მოქალაქემ, ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმის, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა.

გიორგი ვოლსკი

09 აპრილი 2020, 18:52

COVID19

გიორგი ვოლსკი: 100 მილიონი არ არის გამონაკლისი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილს არაფერი დაუყვედრებია ​ქვეყნისთვის

შექმნილი ვითარების ანალიზის მთავარი ფორმულა შეიძლება ასე გამოვიყვანოთ - არსებობს გარკვეული მოვლენა, გარკვეული საგანი, გარკვეული ვითარება და ამის გარშემო არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. თვითონ ამის არსი, რაც გაკეთდა ან რაც არის გაკეთებული არ იცვლება. არსი არის ის, რომ ფონდში გადარიცხა 100 მილიონი ლარი, არსი არის ის, რომ 100 მილიონი არ არის გამონაკლისი და გასაკვირველი ამბავი ჩვენთვის, იმიტომ რომ ქვეყანას სხვადასხვა დროს ჰქონდა მძიმე მდგომარეობები და 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კაცს არ დაუყვედრებია არაფერი. იმიტომ, რომ თავად ასეთი არსის ადამიანია - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის ფაქტს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა “POSTV” - ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

გია ჟორჟოლიანი

09 აპრილი 2020, 18:52

საზოგადოება

გია ჟორჟოლიანი: არ შეიძლება საერთო საქმეზე პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ადამიანს

როგორც ცნობილი გახდა, ფონდმა „ქართუმ“ 100 მილიონი ლარი გადარიცხა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიმდინარე კრიზისთან გამკლავების საქმეში- ამის შესახებ "სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.