imedi /  26 მარტი 2020, 17:05 / სანდო წყარო

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო მასალა რიგდება

უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე კახეთში. დღეს სწორედ კახეთში 75 ათასზე მეტ ასეთ მასალას გადავცემთ იმ სოფლებს, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე სამცხე-ჯავახეთს - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საინფორმაციო მასალა ვრცელდება ეთნიკური უმცირესობებით სახალებულ მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს, პირველ რიგში, მათთვის გასაგებ ენაზე რასთან გვაქვს საქმე, რა რეკომენდაციები არსებობს დღეს, რასაც ავრცელებს საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. რას გულისმობს ქვემო ქართლის, კერძოდ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინე რეჟიმი. რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა, პირველ რიგში მათი, მათი ოჯახების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად და იმისთვის, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას.

ჩვენი სახელმწიფო ცდილობს ეფექტურად გაუმკლავდეს. ჩვენ განვაგრძობთ საინფორმაციო უზრუნველყოფას. ამ საქმიანობაში გვერდით გვიდგანან ჩვენი პარტნიორები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, კერძოდ, გაეროს ასოციაციას, აშშ-ის განვითარების სააგენტოს, ასევე სხვა პარტნიორებს. ჩვენ ამ ინფორმაციას ცოცხალ რეჟიმში რეკომენდაციების ფეხდაფეხ, აუცილებლად მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, რასაც გასცემს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, ასევე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2020, 20:53

სპორტი

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო. ფიბას გადაწყვეტილებით, კონტინენტის პირველობა ევროპის ოთხ ქალაქში, მათ შორის თბილისში, 2022 წლის 1-დან 18 სექტემბრამდე გაიმართება. ტურნირის გადადების მთავარი მიზეზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გადატანა იყო.

დომინიკ რააბი

09 აპრილი 2020, 20:48

COVID19

დომინიკ რააბი: ნუ მივცემთ კორონავირუსს მეორე შანსს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს კარანტინის რეჟიმის გატარებას, ვინაიდან ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, თუ როდის მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნა.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 20:46

COVID19

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გააკეთებდა ძალიან დიდ დონაციას ამ ფონდში

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს არის დიდსულოვანი ნაბიჯი და დიდი ქველმოქმედება, მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის ხალხს და ქვეყანას ეხმარება.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 20:45

COVID19

არჩილ თალაკვაძემ 2-მილიარდიანი კრიზისული ბიუჯეტის პრიორიტეტები განმარტა

დღეს ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ამოცანა და გამოწვევა - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ და იმ პაციენტების მკურნალობა და გადარჩენა, ვინც შესაძლოა დაინფიცირდეს და მეორე, ეკონომიკური გამოწვევები და პრობლემები, რომელიც კორონავირუსს მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

09 აპრილი 2020, 20:31

COVID19

ორსულებს, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც, კლინიკებში უმკურნალებენ

კლინიკები ვალდებულნი არიან, მათთან აღრიცხვაზე მყოფ ყველა ორსულთან დაამყარონ კომუნიკაცია (ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა ნებისმიერი ხელმისაწვდომი დისტანციური საშუალებით) და მიაწოდონ რეკომენდაციები COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის წესების შესახებ.

ენდრიუ კუომო

09 აპრილი 2020, 20:23

COVID19

ენდრიუ კუომო: 11 სექტემბრის ტერაქტის დროს 2 753 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კორონავირუსით კი 7 000 - ეს ძალიან მტკივნეულია

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, ძალიან მტკივნეული და სულისშემკვრელია იმის ხილვა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით. ენდრიუ კუომოს თქმით, ნიუ-იორკის შტატში 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს.

ლუგარის ლაბორატორია

09 აპრილი 2020, 20:20

COVID19

აშშ-ის საელჩო: ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში განთავსებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), რომელიც უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიაა.

09 აპრილი 2020, 20:13

COVID19

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ olympicchannel.com-ი წერს. 56 წლის მძლეოსანი ქალაქ პოტენცას საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

09 აპრილი 2020, 20:08

ტექნოლოგიები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ახდენს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს - ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ გაიდლაინებშია გამოქვეყნებული, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკვლეულია, რომ რადიოსიხშირული ველების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს.

თენგიზ ცერცვაძე

09 აპრილი 2020, 19:59

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად დასრულდება საგანგებო მდგომარეობა

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით გაგრძელდეს, შესაძლოა, 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საგანგემო მდგომარეობით გათვალიწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ და მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

დიმიტრი ხუნდაძე

09 აპრილი 2020, 19:52

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენთვის ზე მაღალი მნიშვნელობის დღესასწაულზე თავშეკავებით გავუფრთხილდებით რწმენას, სულის სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც

რწმენა ხიფათის წინაშე რომ არ დადგეს, სწორედ ამიტომ წესები ეკლესიაშიც უნდა დავიცვათ. ჩვენ ერთმანეთს ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ ჩვენთვის, ზე მაღალი მნიშვნელობის დღესასწაულზე როგორმე თავი შევიკავოთ. ამით გავუფრთხილდებით რწმენასა, სულის სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 19:46

COVID19

გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატების ერთობლივ ღია წერილს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. „მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში საქართველოს გვერდით დგომისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება“, - წერს გიორგი გახარია.

დიმიტრი ხუნდაძე

09 აპრილი 2020, 19:44

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს მამის ორმოცზე მე და ჩემი შვილი საფლავზე მარტო წავედით

„ჩემთვის მძიმე იყო საკუთარი მშობლის საფლავზე მხოლოდ შვილთან ერთად მისვლა. მაგრამ ეს არის სავალდებულო წესი, რომ ჩვენ ერთმანეთი გავუფრთხილდეთ. ამიტომ რაღაცაზე დროებით უარი ვთქვათ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მთავარი რეკომენდაცია, მთავარი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში - ფიზიკური დისტანცირება, გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

09 აპრილი 2020, 19:41

COVID19

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯანმოს ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა

ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Agence France-Presse-სთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

09 აპრილი 2020, 19:33

COVID19

ორ ამერიკელს კორონავირუსის გავრცელების მუქარის გამო ბრალდება წაუყენეს

ტესტირების შედეგად მას კოვიდ-19 არ დაუდგინდა, თუმცა ჩადენილი დანაშაულისთვის 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 39 წლის პერესმა კი Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ სან-ანტონიოს მარკეტებში კორონავირუსის გასავრცელებლად უცნობი პირი დაიქირავა. როგორც მოგვიანებით ბრალდებულმა განაცხადა, ამ პოსტით მას სურდა ადამიანებისთვის სახლში დარჩენა აიძულებინა.

მარინა ეზუგბაია

09 აპრილი 2020, 19:28

COVID19

მარინა ეზუგბაია: დღეს დამატებული ოთხივე შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

დღეს დილის შემდეგ დაემატა ოთხი შემთხვევა ოთხივეს წყარო ცნობილია, ეს არის იმპორტირებული შემთხვევები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით ჯერჯერობით ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ აქვს დეტალური ინფორმაცია

09 აპრილი 2020, 19:27

COVID19

StopCoV ფონდში 124 200 000 ლარია მობილიზებული

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 124 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული. როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცახდებენ, ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

09 აპრილი 2020, 19:26

COVID19

ჯანმომ კორონავირუსზე საბავშვო წიგნი გამოუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 6-11 წლის ბავშვებისთვის წიგნი გამოუშვა, რომელშიც კორონავირუსსა და მისგან დაცვის მეთოდებზეა მოთხრობილი. ამის შესახებ CNN-ი წერს. გამოცემაზე 50-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მათ შორის, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი და წითელი ჯვარიც მუშაობდა. პროექტში ჩართული იყო 1700-მდე ბავშვი, მშობელი და პედაგოგი, რომლებიც წიგნის ავტორებს პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. „შენ ჩემი გმირი ხარ. როგორ ებრძვიან ბავშვები კოვიდ 19-ს“- ასე ჰქვია საბავშვო წიგნს, რომლის მთავარი გმირიც გოგონა სარაა.

09 აპრილი 2020, 19:17

COVID19

Air France-ის პილოტს, რომელსაც ჩინეთიდან საფრანგეთში 16 მილიონი პირბადე უნდა ჩაეტანა, კორონავირუსი დაუდგინდა

ფრანგული ავიაკომპანია Air France-ის სპეციალური რეისის ერთ-ერთ პილოტს, რომელსაც ჩინეთიდან საფრანგეთში 16 მილიონი პირბადე უნდა ჩაეტანა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. დადგენილი წესების თანახმად, ჩინეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ყველა პირმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიაროს. აღნიშნული სპეცრეისის სამივე პილოტმა ასევე გაიარა ტესტირება და ერთ-ერთს ინფიცირება დაუდგინეს, რის შედეგადაც იგი კარანტინში გადაიყვანეს.

კორონავირუსი

09 აპრილი 2020, 19:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408 მოქალაქე რჩება.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.