Imedi.ge /  26 მარტი 2020, 17:42 / სანდო წყარო

„ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

კეს ბაკერი

კეს ბაკერი

ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბის „ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტი, კეს ბაკერი კორონავირუსით გარდაიცვალა. 76 წლის ბაკერი ფილტვების ანთების გამო 21 მარტს საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა.

ბაკერი 2003-2004, 2008-2009 და 2016-2017 წლებში იყო არნემის გუნდის პრეზიდენტი, მანამდე კი ქალაქის პოლიციის უფროსად მუშაობდა.

ამ გუნდში ბოლო წლებში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. გურამ კაშია “ვიტესის” კაპიტანი იყო და მასთან ერთად ამ გუნდში ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურიაც თამაშობდა.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 01:07

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

10 აპრილი 2020, 01:00

COVID19

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ვიდეო

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ამის ამსახველ ვიდეოს skynews ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 00:58

COVID19

ზესტაფონისა და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სადეზინფექციო სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის დასუფთავების სამსახურებმა ერთობლივად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განახორციელეს. დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

კნუტები აკვარიუმი

10 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში კნუტებმაც გაისეირნეს. ვიდეო 🐈🐈🐈

აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად მას ადგილობრივი თავშესაფრის ბინადარი კნუტები ესტუმრნენ. ნემომ, დორიმ, გუპიმ, მარლინნა და ბაბლზმა ოკეანეს ბინადრები გაიცნეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მედუზებმა მიიპყრეს. კნუტება მათთან თამაშიც სცადეს, მაგრამ აკვარიუმის შუშამ ამის საშუალება არ მისცათ. ამის მიუხედავად, თავშესაფრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ კნუტებმა დრო მშვენივრად გაატარეს.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:52

COVID19

კახა კალაძე: კორონავირუსთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებთ

დღეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის კორონავირსთან ბრძოლა, სადაც როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობები, პარტია ყველა გადართულია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავამარცხოთ და მოვიგოთ ეს ბრძოლა. როდესაც ეს ყველაფერი დალაგდება და დასტაბილურდება რა თქმა უნდა დავიწყებთ მზადებას არჩევნების მიმართულებითაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:51

COVID19

კახა კალაძე: თუ დამატებითი ღონისძიებების გატარება აუცილებელი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია. საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა „ღია ეთერში“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება ​ეპიდემიოლოგებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ითვალისწინებს და თუ დადგება დღის წესრიგში ზომების გამკაცრება, საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება.

10 აპრილი 2020, 00:45

COVID19

თერჯოლაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ლაბორატორიაში 39 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ერთი დადებითი პასუხი მიიღეს. საუბარია შუახნის ქალზე, რომელიც თერჯოლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ეს თერჯოლაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა. მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი.

ირაკლი კობახიძე

10 აპრილი 2020, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „შიშობს", „ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობამ არჩევნებზე სამნიშნა რიცხვი არ შეადგინოს

ირაკლი კობახიძეს ცოტათი „აშინებს" ტენდენცია, „ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობამ სამნიშნა რიცხვი არ შეადგინოს, თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია ამ რიცხვს ერთი გამოაკლდეს და 99 ადგილი ივარაუდოს. კითხვას, როგორია მმართველი გუნდის პროგნოზი საპარლამენტო არჩევნებზე და როგორია პარტიის რეიტინგი, კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" უპასუხა.

10 აპრილი 2020, 00:38

COVID19

ევროკავშირი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:34

COVID19

კახა კალაძე: არ მინდა საზოგადოება პანიკაში ჩავაგდო, უბრალოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ, რომ არსებული ვითარება აისახება ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე

მე არ ვპანიკობ და არც საზოგადოება მინდა პანიკაში ჩავაგდო, უბრალოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ვითარება აისახება ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე და ის 100 მილიონი, რომელიც ფონდში ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა, დაგვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და იმ ოჯახებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ- ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახა კალაძე

10 აპრილი 2020, 00:29

COVID19

კახა კალაძე: აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების უფლება რეკომენდაციების სრულად დაცვის შემთხვევაში ექნებათ

აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების უფლება რეკომენდაციების სრულად დაცვის შემთხვევაში ექნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახი კალაძე

10 აპრილი 2020, 00:20

COVID19

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას და ხალხს ჯერ კიდევ იმ დროიდან ეხმარებოდა, როდესაც მას საზოგადოება არც კი იცნობდა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რთულ დროს და ვითარებაში, მისი მხრიდან გაკეთებული გაკეთებული ერთმნიშვნელოვანი ქველმოქმედება- მის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობდა ბიძინა ივანიშვილს, ის ქვეყანასა და ხალხს ეხმარებოდა.

გიორგი ოთხმეზური

10 აპრილი 2020, 00:05

საზოგადოება

გიორგი ოთხმეზური: ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, ეს 100 მილიონი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება მის ქველმოქმედებას, ეს გაცხადებული ჰქონდა და ასეც რომ არ ყოფილიყო, ყველა ელოდა, მისგან ქველმოქმედებას, თუმცა ეს 100 მილიონი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ჯალათი ხელისუფლება მოაშორა მართვის სადავეებს, თუმცა მისივე თქმით, სამწუხაროდ, ისინი პოლიტიკაში ისევ არიან.

ირაკლი კობახიძე

10 აპრილი 2020, 00:04

COVID19

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები დღევანდელ ვითარებას კიდევ ერთხელ იყენებენ, რომ ეკლესიის მიმართ საკუთარი მტრული დამოკიდებულება გამოავლინონ

ჩვენი ოპონენტები დღევანდელ ვითარებას კიდევ ერთხელ იყენებენ იმისათვის, რომ საკუთარი მტრული დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ გამოავლინონ. ეკლესია არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მიზანმიმართულად ებრძვიან ეკლესიას, რაც არის ბუნებრივია დაუშვებელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 23:58

COVID19

ირაკლი კობახიძე: საკმაოდ დიდი თანხების მობილიზებაა საჭირო, რათა ჩვენს ეკონომიკას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს

ხელისუფლებამ ჯანდაცვის კუთხით რეაგირება დაიწყო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა გვექნებოდა- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებას გამოწვევები აქვს 2 მიმართულებით. ესენია ჯანდაცვა და ეკონომიკა.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საფრთხე იმისა, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა არ დამტკიცდეს, არ არსებობს

„ვიდრე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა ჩვენ, ოპოზიციასთან ერთად შევიკრიბეთ და განვიხილეთ თუ რომელი სცენარის პირობებში როგორ გაგრძელდებოდა საკონსტიტუციო განხილვა. ეს სცენარები ჩვენ წინასწარ გვაქვს მომზადებული. ყველაზე მჭიდრო ვადები დავთვალეთ, რა ვადებშიც არის შესაძლებელი საკონსტიტუციო პროექტის მიღება, ეს ყველაფერი გავლილ გვაქვს. შესაბამისად არანაირი პრობლემა და საფრთხე არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა დამტკიცებული არ იქნას“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 23:43

COVID19

ირაკლი კობახიძე: უნდა ვიმსჯელოთ იმის შესახებ, შეწყდება საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილს, თუ მოგვიწევს მაგალითად, კიდევ 1 ერთი თვით გაგრძელება

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით, მართალია, დისტანციურ რეჟიმში, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმშიო გრძელდება შეხვედრა იმისთვის, რათა დავაკვირდეთ და განვიხილოთ ის ტენდენცია, რაც საქართველოში ვირუსის გავრცელების კუთხით გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების ტენ​დენციაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება მომდევნო დღეებში.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 23:43

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პრობლემა გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიციაა

ჩვენ ქვეყანას ცოტა უნიათი მტრები ჰყავს და დიდი ყურადღების დათმობა ამ ადამიანებისთვის, არც არის სწორი, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ისინი მტრობენ ქვეყანას, მათ აქვთ ასეთი დღის წესრიგი, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე სწორი იქნება, თუ ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ მათ ასეთ განცხადებებს.

გია ხუროშვილი

09 აპრილი 2020, 23:37

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული გია ხუროშვილი საკუთარ სიმპტომებსა და მკურნალობაზე წერს

კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა. აღარ დავიწყებ სიმპტომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს, - ამის შესახებ საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი Facebook-ში წერს.

09 აპრილი 2020, 23:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 15 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსს 15 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ მოყვანილი მონაცემები. კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის განმავლობაში აშშ-ში 15 774 ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად, 430 000 ადამიანი კი კორონავირუსით დაინფიცირდა.