imedi /  26 მარტი 2020, 18:10 / სანდო წყარო

მთავრობა მოქალაქეებს შეახსენებს, რომ დაწესებული შეზღუდვების შეუსრულებლობისას კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებები გატარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. აღინიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მთავრობა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ერთი თვით - 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.

ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ერთი ფეხმძიმე პაციენტია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 13:00

საზოგადოება

კახა ბექაური: დროებითი მმართველის დანიშვნა მომხმარებლების უფლებების დასაცავადაა საჭირო და არა კომპანიებზე კონტროლის გასაძლიერებლად

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე იმ სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს უპასუხა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის და არასამათავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან ვრცელდება. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებებს კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი არა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დამატებითი კონტროლის დაწესება არამედ მომხმარებლების უფლებების დაცვაა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 12:58

საზოგადოება

კახა ბექაური: საქართველოს კომუნიკაციების კომისია აკმაყოფილებს მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის სტანდარტს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეთავაზებული მექანიზმი არის თეორიულად არსებულ ყველა მექანიზმს შორის ყველაზე ეფექტური და ნაკლებ შემზღუდავი.

10 ივლისი 2020, 12:49

საზოგადოება

კახა ბექაური: აღსრულების ეფექტური მექანიზმი სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. კომისიის თავმჯდომარემ ცვლილების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

10 ივლისი 2020, 12:47

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების ცენტრი არასრულწლოვნების იზოლაციაში მოთავსების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი არასრულწლოვნების იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მოთავსების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გავრცელებულ არაერთგვაროვან ინფორმაციასთნ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

10 ივლისი 2020, 12:45

საზოგადოება

სამგორის რაიონს მომავალ წელს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება

ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობას ექნება კეთილმოწყობილი შიდა და გარე სივრცეები, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და სკოლამდელი აღზრდის ყველა სხვა სტანდარტი. 12-ჯგუფიანი ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 100-მდე ადამიანი.

10 ივლისი 2020, 12:44

ეკონომიკა

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეოთხედ ჩატარდა

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო.

ირაკლი სესიაშვილი

10 ივლისი 2020, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სუს-ი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია

„იქ სადაც არის საერთო ეროვნული ინტერესი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას და ამაზეა დაფუძნებული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ცხადია და სასურველია, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ არ მოვახდინოთ ამ უწყების პოლიტიზაცია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი“

10 ივლისი 2020, 12:38

კულტურა

სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი“ მეკოსთვის ონლაინ კონცერტს ჩაატარებს

ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ,,ბასიანი“ დღეს 24 წლის მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი გაიმართება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ კონცერტის ინიციატორი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ათონის დარბაზია.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი 2020, 12:27

პოლიტიკა

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი რჩება“- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 12:17

რეგიონი

ნინო წილოსანი: სახელმწიფო მუდმივად უწევს მონიტორინგს და რეალურად წინ დგამს ნაბიჯებს გარემოს დაცვის მიმართულებით

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ინიციატივით, მორიგი მონიტორინგის მიზნით, კაზრეთს ეწვივნენ, სადაც RMG Copper-სა და RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიები დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა გამყრელიძე

10 ივლისი 2020, 12:16

პოლიტიკა

მამუკა გამყრელიძე: ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მაშინ დავდექით, როცა პარტიასთან ურთიერთობა არავის უნდოდა

ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დავდექით მაშინ, როცა პარტიასთან ურთიერთობა არავის უნდოდა, - ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა მამუკა გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არ მივიდა. დღევანდელ შეხვედრას აღარც თაკო ჩარკვიანი ესწრება. „ახალი საქართველოდან“ კი აუდიენციას ედნარ მგელაძე ესწრება.

მაია ცქიტიშვილი

10 ივლისი 2020, 12:13

COVID19

მაია ცქიტიშვილი: პოლონეთი მზად არის, საქართველოს საზღვარი გაუხსნას, თუმცა იქ მაღალი ავადობაა

მიუხედავად იმის, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას - - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

10 ივლისი 2020, 12:11

საზოგადოება

სოფელ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 100 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. სკვერში განთავსდა საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და ღობით შემოისაზღვრა.

მაია ცქიტიშვილი

10 ივლისი 2020, 12:00

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მოსახლეობის პროტესტის გამო, სამუშაოები რუსთავის მაგისტრალის მხოლოდ ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული

„მიუხედავად იმისა, რომ რეალურად გზის გაყვანა მათ საფრთხეს არ უქმნიდათ, მათი მხრიდან პროტესტი იყო. ჩვენ ვერ ვაიძულებთ მოსახლეობას და მხოლოდ მათთან კომუნიკაციით და შეთანხმებითაა შესაძლებელი ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა. რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, რუსთავი-თბილისი-ფონიჭალის მაგისტრალზე სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

10 ივლისი 2020, 11:56

რეგიონი

ასურეთში აღდგენილ გერმანულ ეკლესიაში საგამოფენო სივრცე მოეწყობა

„ასურეთში აღდგენილ გერმანულ ეკლესიაში საგამოფენო სივრცე მოეწყობა. აქ, თავისი მარშრუტის ფარგლებში, ძალიან ბევრი გერმანელი ჩამოდის, მაგრამ ჩვენი ამოცანა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იქნება ამ მარშრუტის პოპულარიზაცია იმისთვის, რომ რეგიონებში უფრო მეტი ტურისტი ვიხილოთ“.

ავსტრალია

10 ივლისი 2020, 11:53

მსოფლიო

CNN: როდესაც ავსტრალიის ნაწილი ლოქდაუნს უბრუნდება, რისი იმედი უნდა ჰქონდეს დანარჩენ მსოფლიოს

როდესაც ავსტრალიის ნაწილი ლოქდაუნს უბრუნდება, რისი იმედი უნდა ჰქონდეს დანარჩენ მსოფლიოს, - ამ სათაურით სტატიას CNN აქვეყნებს და კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას მიმოიხილავს. „ქვეყნები და ტერიტორიები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მოწინავე პოზიციებზე არიან, მეორე და მესამე ტალღების ნიშნებს ებრძვიან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პანდემიის უზარმაზარ სირთულეზე. ამ კვირაში ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქი, მელბურნი, კვლავ ლოქდაუნში მოექცა, რადგან ქვეყანამ 100 წლის განმავლობაში პირველად დახურა საზღვარი ვიქტორიის შტატსა და ახალ სამხრეთ უელსის შტატს შორის. იმავდროულად, ჰონგ-კონგში, სადაც რამდენიმე კვირაა შიდა გავრცელება არ დაფიქსირებულა, მესამე ტალღის ნიშნების შეკავებისთვის იბრძვიან.

ნინო ლომჯარია

10 ივლისი 2020, 11:52

COVID19

სახალხო დამცველის აპარატმა საკარანტინო სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში 112 რესპონდენტი გამოკითხა

სახალხო დამცველმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ მიმართული საკარანტინო ღონისძიებებით გამოწვეული თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგი განახორციელა, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საკარანტინო სივრცეების მონიტორინგი განახორციელა. დეტალურად გამოკითხა საკარანტინო სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში მყოფი 112 რესპონდენტი.

ჯეიმს ჯონგი

10 ივლისი 2020, 11:46

ეკონომიკა

ჩინელი ინვესტორი: ვგეგმავთ, რომ ჩვენი წარმოება სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „HIP Holding” - ის თავმჯდომარე ჯეიმს ჰონგი, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეხვდა. ჩინელი ინვესტორის თქმით, მათ აქვთ პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავენ, რაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებითაა განპირობებული. როგორც მან აღნიშნა საქართველო გეოგრაფიული მდებარეობითა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებით ევროკავშირსა და ჩინეთთან გამორჩეულია.

ჰუბერტ ქნირში

10 ივლისი 2020, 11:44

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და ნდობა

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში განვითარებას, უფრო მეტ დემოკრატიულ, მეტად საბაზრო-ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ განვითარებას. ხელს ვუწყობდით შევარდნაძის პერიოდშიც, ხელს ვუწყობდით სააკაშვილის მთავრობის პერიოდშიც და, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და, რა თქმა უნდა, არის ნდობა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მარინა ეზუგბაია

10 ივლისი 2020, 11:34

COVID19

მარინა ეზუგბაია: 28-ვე ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია

„კლინიკა მინიმალური სიმპტომითაა გამოხატული, გართულება არც ერთთან არ შეინიშნება. დავაკვირდებით დინამიკაში“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.