imedi /  26 მარტი 2020, 18:15 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა არ იცის ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს. ყველამ ვაკეთოთ კარგი საქმე, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, მაგრამ ჩუმად და წესების დაცვით, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„პოლიტიკური საფუძველი არ უნდა ჰქონდეს ასეთ ფაქტებს, დღე ჩვენ ყველა ერთნი ვართ: პოზიციაც, ოპოზიციაც. ინფექციამ, კორონავირუსმა არ იცის ვინ არის პოზიცია და ვინ არ ოპოზიცია, ვინ ვისი მამა, ვინ ვისი შვილია - ყველას თანაბრად ეხება. კარგია რომ რაღაცამ დღეს ქვეყანა გააერთიანა და ამას ნუ გამოვიყენებთ სხვა დანიშნულებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რადიო „ათინათმა“ ფონდ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ვიდეო გაავრცელა. შეკრება ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. მისმა ორგანიზატორებმა მოსახლეობას პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაურიგეს.

აქციას ათობით მოქალაქე დაესწრო, რამაც საგანგებო რეჟიმის ფარგლებში მოქმედი წესები დაარღვია.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

13 აპრილი 2021, 20:49

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული „ვიზეარისა“ და ყაზახური „ფლაიარისტანის“ რეგულარული ფრენები შესრულდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 18 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ შეასრულებს. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. „ვიზეარი“ ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ვიოლა ფონ კრამონი

13 აპრილი 2021, 20:48

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: თუ ხელისუფლება თანახმაა დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე, ეს უნდა გააკეთოს

პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დააფიქსირონ უპირობო თანხმობა დოკუმენტის ხელმოწერაზე. თუ, მაგალითად, მმართველი პარტია თანახმაა ხელმოწერაზე, ეს ძალიან კარგია და მოაწერონ ხელი. ეს უნდა გააკეთონ იმის მიუხედავად, არის თუ არა თანახმა მეორე მხარე. შენ არ უნდა იფიქრო იმაზე, სხვა რას გააკეთებს. თუ სხვა არ მოაწერს დოკუმენტს ხელს, მაშინ იქნება მხოლოდ შენი ხელმოწერა და ეს ფაქტი ყველასთავის ისედაც ბევრისმთქმელი იქნება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

13 აპრილი 2021, 20:41

რეგიონი

ვითარება რიონის ხეობაში. დეტალურად

პოლიციას ისევ გადაკეტილი აქვს გუმათიდან ნამოხვანისკენ მიმავალი გზა, ისევე, როგორც აქციის მონაწილეებს გუმათში, აქტივისტებთან მისასვლელი ბილიკი. ამის მიუხედავად, აქტივისტებმა ნამოხვანისკენ გადაადგილება მაინც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამიტომ აქციის მონაწილეებმა კომპანია „ენკასკენ“ გადაინაცვლეს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

13 აპრილი 2021, 20:40

ეკონომიკა

ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა

ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 20:39

ეკონომიკა

18 აპრილიდან Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს განაახლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 20:38

სამართალი

გიორგი კონდახაშვილი: ნიკა რჩება პოლიტიკურ პატიმრობაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ბრძოლა გრძელდება

„მოსამართლეს ჰქონდა მიღებული დირექტივა და საერთოდ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე გააჟღერა ეს გადაწყვეტილება, რა დირექტივაც ჰქონდა მიღებული. ნიკა რჩება პოლიტიკურ პატიმრობაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

13 აპრილი 2021, 20:34

მსოფლიო

ნატო: კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე

ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისის შეხვედრაზე განაცხადა.

რაულ ლომთაძე

13 აპრილი 2021, 20:32

საზოგადოება

ე.წ. კანონიერი ქურდის, რომან ლომთაძის ძმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას ადასტურებს

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში, რუსეთში მცხოვრები, ქურდულ სამყაროში „მუსუსას“ მეტსახელით ცნობილი, რომან ლომთაძის ძმა, რაულ ლომთაძეც მონაწილეობს. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი დღეს თავად რაულ ლომთაძეს გაესაუბრა, რომელმაც აქციაში მონაწილეობა მართლაც დაადასტურა და პირად ინტერესებს დაუკავშირა.

არჩილ მაღალაშვილი

13 აპრილი 2021, 20:25

საზოგადოება

არჩილ მაღალაშვილი: რიონის ხეობაში არანაირი ურანის საბადო არ არის

რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი არანაირი ურანის საბადო არ არის, - ამის შესახებ გეოლოგმა, საბადოების სპეციალისტმა არჩილ მაღალაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. „სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა ძალიან ბევრი არაპროფესიონალური მოსაზრება, მათ შორის გასულ წელს, აბასთუმანთან დაკავშირებითაც იყო ასეთივე აზრი გავრცელებული, რომ იქაც ურანის საბადო გვაქვსო.

13 აპრილი 2021, 20:23

მსოფლიო

Reuters: აშშ ავღანეთიდან ჯარებს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გამოიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შსახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი გივი მიქანაძე

13 აპრილი 2021, 20:19

რეგიონი

რას ფიქრობენ უმრავლესობის წევრები ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის დაწესებული კარანტინის შესახებ

„ურთულესია ვითარება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს განხილვა უნდა გაგრძელდეს და უახლოეს პერიოდში რაღაც უკეთესი მექანიზმი მოვიგონოთ იმისთვის, რომ დაცულებიც ვიყოთ და ამასთანავე საზოგადოებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე

13 აპრილი 2021, 20:14

საზოგადოება

ალექსანდრე თვალჭრელიძე: ნამახვანჰესის ტერიტორიაზე არცერთი სასარგებლო წიაღისეულის გამოვლინებაც კი არ არსებობს

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს, რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს.

13 აპრილი 2021, 20:00

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 115 ათასს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 447 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 476 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 19:58

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 457 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 680 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 457 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 872 785 შემთხვევა დადასტურდა, 37 758 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 430 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

13 აპრილი 2021, 19:50

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

13 აპრილი 2021, 19:50

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ ერევნიდან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ

„პოსტკონფლიქტური სიტუაცია ძალიან მყიფეა. ზავი დაცულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, რაც კონფლიქტის შემდეგ უნდა გადაწყდეს. უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ ერევნიდან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. პირიქით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ისმის აგრესიული, აზერბაიჯანოფობიური, თურქოფობიური განცხადებები“ - ამბობს ალიევი.

13 აპრილი 2021, 19:37

მსოფლიო

რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა

რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში სამხედრო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარი

13 აპრილი 2021, 19:36

რეგიონი

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების თაობაზე და ამ კუთხით არსებული სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ბრენდა სონგი და მაკოლეი კალკინი

13 აპრილი 2021, 19:29

ტაბლოიდი

ფილმის „მარტო სახლში“ ვარსკვლავი, მაკოლეი კალკინი მამა გახდა

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი ჯერ კიდევ 5 აპრილს, ლოს-ანჯელესში დაიბადა, თუმცა ოფიციალური განცხადება მშობლებმა მხოლოდ ახლა გააკეთეს. 40 წლის კალკინმა და 33 წლის სონგმა ბიჭს დაკოტა დაარქვეს.

ელენე ღუბიანური

13 აპრილი 2021, 19:23

რეგიონი

„ენკას“ წარმომადგენელი უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი კომპანია კერძო ტერიტორიაზეა შეჭრილი

„ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენი კომპანია შეჭრილია კერძო ტერიტორიაზე, ძალიან ნათელი სურათია, რომელიც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2019 წელს კომპანიამ გამოისყიდა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა მთავრობასთან პროექტის განხორციელების ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ნამახვანიდან“, პროექტის განხორციელების მიზნებისათვის“.