imedi /  27 მარტი 2020, 07:58 / სანდო წყარო

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს 199 ქვეყანა ებრძვის

კორონავირუსი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 531 ათასს გადააჭარბა. ვირუსი 199 ქვეყანაშია გავრცელებული. 120 000-ი ადამიანი განიკურნა.

მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ დრომდე იტალიაშია, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 712 ადამიანი დაიღუპა. სულ გარდაცვლილთა რიცხვი 8 ათას 200-ს აღემატება.

სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზე ესპანეთია. გარდაცვალების 712 ახალი შემთხვევის შემდეგ, ფატალური შემთხვევების საერთო მონაცემმა 4 ათას 365-ს მიაღწია. ერთ დღეში ვირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბელგიაში.

გასულ 24 საათში აქ ახალი კორონავირუსი ათას 298 ადამიანს დაუდგინეს, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 235-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 220 პაციენტი. გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა სომხეთში. მეზობელ სახელმწიფოში დაავადების 300-მდე შემთხვევაა უკვე გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 12:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან გავიდეთ გარეთ, ქუჩაში

„თქვენ იხილეთ უამრავი გამოხმაურება, საჯარო განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა. რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ეს მოწოდებები ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღეს ამ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც აქ საკითხი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 12:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: „ნატო 2030“-ის სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს

მინისტერიალზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო „ნატო 2030“-ის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ამ ორგანიზაციის სამომავლო პერსპექტივებს. ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, და გაკეთებულია მინიშნება, რომ ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ნინო ლომჯარია

03 დეკემბერი 2020, 12:04

საზოგადოება

სახალხო დამცველი შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისებას და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მიმდინარე წელს ამ დღის თემაა - „ვაშენოთ უკეთ: ინკლუზიური, მისაწვდომი და მდგრადი კოვიდ 19-ის შემდგომი მსოფლიო“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

ობელისკი კალიფორნია

03 დეკემბერი 2020, 12:02

ტაბლოიდი

აშშ-ში კიდევ ერთი უცნაური ობელისკი აღმოაჩინეს

ამჯერად ქანდაკება კალიფორნიაში, ქალაქ ატასკადეროში აღმოაჩინეს. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ობელისკის სიმაღლე 3 მეტრია, სიგანე კი 36 სანტიმეტრი. უცნობია, როგორ და როდის მოხვდა ობიექტი მთის მწვერვალზე, თუმცა ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სამშაბათს მთაზე ობელისკი არ უნახავთ.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:59

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენი პენსიონერები პენსიის ზრდას არჩევნებიდან არჩევნებამდე აღარ დაელოდებიან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ხარჯებზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლირად კანონმდებლობით არის გამყარებული.

03 დეკემბერი 2020, 11:48

მსოფლიო

იაპონიაში 2035 წლისთვის შიდა ბაზრიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღება სურთ

2035 წლისთვის იაპონიის მთავრობა შიდა საავტომობილო ბაზრის რეგულირების წესების გამკაცრებას, კერძოდ კი, გაყიდვიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბიუჯეტის განხილვებში უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხარის მონაწილეობა, რომელსაც ეს საქართველოს მოქალაქემ დაავალა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ბიუჯეტის განხილვაში ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობას უკიდურესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა.

03 დეკემბერი 2020, 11:40

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,055 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,055 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 105 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

03 დეკემბერი 2020, 11:36

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 274 შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 73 წლის კოვიდინფიცირებული კაცი, რუხის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

03 დეკემბერი 2020, 11:32

საზოგადოება

Microsoft: საქართველოს განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს

Microsoft-მა თავის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე სტატია და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტატიაში აღნიშნულია, თუ როგორი წარმატებით იყენებს სამინისტრო Microsoft 365-ის საგანმანათლებლო პროდუქტებს სასწავლო პროცესში. Microsoft Teams-ის ინტერფეისისა და ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულებამ პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და სამ თვეში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 300,000-მდე გაზარდა.

03 დეკემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ნოემბრის Comcom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას ნოემბრის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის შემაჯამებელი აქტივობებია შესული. როგორც კომუნიკაციების კომისია იუწყება, რა დარღვევები გამოვლინდა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას და რომელ მაუწყებლებს შეუდგინა კომუნიკაციების კომისიამ სამართადარღვევის ოქმი, ასევე, როგორი ტენდენციით ხასიათდება და როგორი იყო სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში - სატელეკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს დეტალური ინფორმაციის მიიღება სწორედ ComCom დაიჯესტით შეუძლიათ.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:26

საზოგადოება

გიორგი გახარია: ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაიცეს

ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაეცეს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

გიორგი გახარია: არავინ და არასდროს შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ კანონისა და ეპიდემიოლოგების მოთხოვნები უნდა შესრულდეს

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას. თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების, ექიმების მხრიდან, რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:24

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები გაჟღერდა, გვაქვს სრული მხარდაჭერა

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეული ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას. მათ პრაქტიკული გეგმებითა და ნაბიჯებით დაუჭირეს მხარი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან და გვაქვს სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

03 დეკემბერი 2020, 11:23

COVID19

კახეთში კორონავირუსის 104 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,431- მდე გაიზარდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი-60, თელავი-16, ყვარელი-5, ლაგოდეხი-3, დედოფლისწყარო-4 და საგარეჯო-16.

03 დეკემბერი 2020, 11:19

COVID19

ქუთაისში 50 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

„კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა - 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა. „კლინიკა ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადაიყვანეს.

ადამ კინზინგერი

03 დეკემბერი 2020, 11:18

მსოფლიო

ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:15

COVID19

გიორგი გახარია: ორთვიანი შეზღუდვები უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა თებერვლიდან სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ

ჩვენ გამო​ვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:14

COVID19

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათაშორისი კომისია იზრუნებს

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:10

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა

„ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა.