imedi /  27 მარტი 2020, 14:23 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: „ბიო ოსმასთან“ ხელშეკრულება დადებული გვქონდა, თუმცა ის უკვე ანულირებულია

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს კომპანიას „ბიო ოსმასთან“ ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, თუმცა დღეის მდგომარეობით, ის ანულირებულია და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ბიო ოსმა“ არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია და მან გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის გაყიდული იყო. მისივე თქმით, ის ტესტები, რომლებიც მარნეულში გაიგზავნა, PCR ტექნოლოგიაზეა დამყარებული და ძალიან მაღალი სანდოობა აქვს.

„საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული ჰქონდა, თუმცა დღეს ის ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც იმავე სტრატეგიით ვმუშაობთ. გამოიგზავნება პირველი სატესტო 2 ათასი ტესტი და იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა ჩვენი მხრიდანაც იქნება დამტკიცებული, მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების და ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ასევე, ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით. აქედან გამომდინარე, მუდმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას, რომ არ მოხდეს არააკრედიტირებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

24 ნოემბერი 2020, 15:53

ეკონომიკა

საქართველოდან 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

24 ნოემბერი 2020, 15:53

სამართალი

სახალხო დამცველი: 2020 წელს, 9 თვეში ფემიციდის 19 ფაქტი დაფიქსირდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ გამართა. ონლაინკონფერენცია მიზნად იმ ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის პრაქტიკების განხილვას ისახავდა, რომლებიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის არსებობს.

მეუფე იაკობი

24 ნოემბერი 2020, 15:45

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს

არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 15:41

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია - ProductTank Tbilisi – პარასკევს, 27 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

კარლ ჰარცელი

24 ნოემბერი 2020, 15:18

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ მას მოლაპარაკებების შესახებ პატარა სიახლე აქვს. "სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, თუ როგორ გამოვნახოთ გამოსავალი. იმისათვის, რომ წინ წავწიოთ, ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცი მოლაპარაკების მესამე რაუნდი როდის გაიმართება, ეს განსაზღვრული არ არის, ამაზე ვმუშაობთ," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

24 ნოემბერი 2020, 15:14

COVID19

„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო

გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის გარდა კოვიდპაციენტების სტაციონარულ მართვაში ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც ჩაერთო. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ სამივე კოვიდკლინიკაში, 247 სტაციონარული პაციენტის მართვაა შესაძლებელი (გორში - 111, ხაშურში - 86, ქარელში - 50).

24 ნოემბერი 2020, 15:11

COVID19

საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხსა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გიორგი პერტაია

24 ნოემბერი 2020, 15:08

ეკონომიკა

გიორგი პერტაიამ ესტონელ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა გააცნო

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ბიზნეს სემინარში ,,საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: ინვესტიციები და სავაჭრო შესაძლებლობები“. გიორგი პერტაიამ უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ესტონელები საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან აქტიურები არიან და ინვესტიციებს წლებია ახორციელებენ.

24 ნოემბერი 2020, 15:05

საზოგადოება

გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე ეწყობა. რის შემდეგაც, დაახლოებით, 4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

24 ნოემბერი 2020, 15:00

საზოგადოება

საქართველოს რამდენიმე ქალაქის სკოლებში სწავლა პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გორის, გარდაბნის, ფოთისა და მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ნოემბერი 2020, 14:54

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საბედნიეროდ, მსოფლიოში კორონავირუსის ხელახლა დაინფიცირების შემთხვევები მასობრივად არ ფიქსირდება

„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით არა მარტო ანტისხეულები, უჯრედული იმუნიტეტის სიმყარეც კი ნახეს, როდესაც პაციენტების დიდი ნაწილი მინიმუმ 6-8 თვე იქნება დაცული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაცული ვერ ვიქნებით დაცულები ამის გარანტია იქნება განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ლინკოლნ მიტჩელი

24 ნოემბერი 2020, 14:49

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: ტრამპის პრეზიდენტობის პირველ თვეებში, სააკაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების მიქცევა სცადა მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერით, მაგრამ ვერც იქ მიიღო რეალური გამოხმაურება

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის არსი მდგომარეობდა საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ძლიერი ორმხრივი კავშირების მიმართულებებით.

სერგო ჩიხლაძე

24 ნოემბერი 2020, 14:43

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: მოლაპარაკებები თავისთავად გულისხმობს კომპრომისს

მოლაპარაკების მესამე რაუნდს სავარაუდოდ ამ კვირაში ველოდებით, დიდი იმედი მაქვს რომ ის შედგება - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ლელოში" გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე

24 ნოემბერი 2020, 14:38

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ახლა მთავარი საზრუნავი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა

„საუბარია პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვადამდელ არჩევნებთან და მისი ჩატარების წესებთან დაკავშირებით. ასევე ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაზე. ახლა მთავარი საზრუნავი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს ნორმალურ კალაპოტში“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ზაალ უდუმაშვილი

24 ნოემბერი 2020, 14:35

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: არცერთი წინადადება არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან, როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან

სხვა გზა ფიზიკურად არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა, - მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს. არცერთი წინადადება არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან თუ როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიგი უგულავა

24 ნოემბერი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიგი უგულავა: არ ვაპირებთ სიყალბეში მონაწილეობას - კრიზისიდან გამოსვლის გზა წაყრუება და „გაპრავება" არ არის

„ჩვენი პასუხია - არა! არ ვაპირებთ სიყალბეში მონაწილეობას, მყარად მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა წაყრუება არ არის, ასე უბრალოდ პარლამენტში შესვლა და „გაპრავება" არ არის, არამედ ერთი სწორი გამოსავალია - მანკიერი წრე, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

24 ნოემბერი 2020, 14:27

საზოგადოება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 24 ნოემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

24 ნოემბერი 2020, 14:26

ეკონომიკა

საქართველოდან 57,2 მილიონი აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 10 848 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 57,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 993 ტონით (38%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18,4 მილიონი აშშ დოლარით (48%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.

24 ნოემბერი 2020, 14:26

COVID19

ამირან გამყრელიძე: შევუკვეთეთ COVID-19-ის ვაქცინა, რომლითაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანი აიცრება

ჩვენ შევუკვეთეთ COVID-19-ის ვაქცინა, რომლითაც მოსახლეობის 20% აიცრება. ეს არის დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, - ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 14:20

ეკონომიკა

საქართველოდან 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს.