imedi /  27 მარტი 2020, 23:06 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ლუგარის ცენტრის ამუშავება 2013 წლამდე ვერ მოხერხდა, რადგან 2011 წელს ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს წაართვეს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ლუგარის ცენტრიქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეოინტერვიუში განაცხადა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის შემადგენელი, მისი ლაბორატორიული ნაწილი.

მისი განცხადებით, ლუგარის ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი ლაბორატორია, ის არის ნაწილი ქვეყნის ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემის, სადაც შედის 22 ლაბორატორია, სხვადასხვა მასშტაბისა და სხვადასხვა ზომის.

„12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ და 10 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური ისტორია, როგორ შეიქმნა ეს ლაბორატორია – ჯერ კიდევ 80-იანი წლების შუა ნახევარში ორმა ცნობილმა სენატრომა ლუგარმა და ნანმა, როცა საბჭოთა კავშირში გარდაქმნის პერიოდი მიმდინარეობდა, მათ წამოაყენეს იდეა.

ისინი ბევრს მუშაობდნენ განიარაღების საკითხებზე და წამოაყანეს იდეა, რომ მსოფლიო გათავისუფლებულიყო ნუკლეანური, ბიოლოგიური იარაღისგან. შემდეგ ამ ინიციატივამ მიიღო ლუგარის და ნანის ინიციატივის სახელწოდება, რომელიც კონგრესში ინიცირებული იქნა 90-იანი წლების დასაწყისში. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საშიშროებას წარმოადგენდა „უპატრონოდ მიტოვებული ნარჩენები“. ნუკლეანური, ბირთვული, ქიმიური და ასევე ბიოლოგიური პროდუქტები, რომელიც ტერორისტების ხელში შეიძლება გამხდარიყო იარაღი და ასეც მოხდა. 2001 წელს 9/11-ის შემდეგ ერთ-ერთი ლაბორატორიიდან კონკრეტულ მისამართებზე დაიგზავნა ადამიანებთან წერილები, რომლებშიც გაჟონილი იყო ციმბირის წყლული და რამდენიმე ადამიანი შეეწირა ამ დაავადებას. 2001 წლის შემდეგ ამერიკაში განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. საფრთხის შემცირების პროგრამა, რომელიც პენტაგონის ქვეშ მუშაობდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 1997 წელს საქართველომ და აშშ-მ დიდ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელსაც აწერია, ერთის მხრივ, პრეზიდენტი შევარდნაძე და მეორე მხრივ, პრეზიდენტი კლინტონი, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ტიპის პროგრამების განვითარებას მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოშიც, რადგან ხელს აწერდა ორი პრეზიდენტი.

„ეს გახლავთ ქოლგა, საფუძველი ამ დიდი პროგრამის განვითარებისა. ეს ხელშეკრულება ეხებოდა სწორედ ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობას მსოფლიოში. ეს ხელშეკრულება გახლავთ 1997 წლის ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებული იყო საქართველოს პარლამენტის და ამერიკის სენატის მიერ. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა სწორედ იმ საკითხზე, რომ საქართველოში დაწყებულიყო საფრთხის შემცირების დიდი სააგენტოს შექმნა, ნანის და ლუგარის ინიციატივის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის სამინისტროში, პენტაგონში. ამ სააგენტოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გახლდათ ძალიან საინტერესო ადამიანი და მერე საქართველოს დიდი მეგობარი ენდი ვებერი, რომელიც შემდეგ გახდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ობამას მთავრობაში. ამ ადამიანის პირადი დამსახურებაა ძალიან დიდი, რომ შეიქმნა ქვეყანაში ეს ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა და აშენდა ლუგარის ლაბორატორია. ეს ადამიანი იყო, არის და რჩება საქართველოს დიდ მეგობრად. მაშინ ის იყო პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მე მაშინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ თანამდებობაზე. ის პაატა იმნაძემ მოიყვანა ჩემთან იდეით, რომ საქართველოს შეეძლო ამ პროგრამის მიღება და საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა შეიძლებოდა გამხდარიყო რეციპიენტი ამ პროგრამისა. მათ შორის, რუსეთსაც შესთავაზეს მსგავსი მხარდაჭერა. მაშინ იმ დიდ მასშტაბებზე არ იყო საუბარი, რაზეც ეს პროგრამა განვითარდა, ამაში აშშ-ის ინვესტიცია 300-350 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში ფასდება და ეს არ არის მარტო ინფრასტრუქტურა, ეს არის ადამიანური რესურსები, კვლევები და ა.შ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თავიდან საუბარი იყო, რომ ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია უნდა აშენებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეზოში ასათიანის ქუჩაზე.

„პაატა იმნაძე და მე, ენდი ვებერთან ვიხილავდით ამ საკითხებს. შემდგომ კი საქმის ვითარება გავაცანი მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს ავთო ჯორბენაძეს. შემდეგ ის გახდა სახელმწიფო მინისტრი, მე გავხდი ჯანდაცვის მინისტრი და დავიწყეთ ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა, საქართველოს ეს სჭირდებოდა. ენდი ვებერი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ვიხილავდით ამ საკითხებს. საქმე მივიდა იქამდე, რომ რადგან პენტაგონის ქოლგის ქვეშ მიდიოდა ეს პროგრამა, 2002 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მოაწერეს ხელი უკვე მეორე ხელშეკრულებას, უშუალოდ ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის დაწყებისა საქართველოში.

შემდეგ ძალინ აქტიურად იმუშავა ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მადლობა ირაკლი მენაღარიშვილს, მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა, რომ სწრაფად მომხდარიყო პარლამენტში მისი რატიფიცირება. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში ჩვენმა მაშინდელმა ელჩმა ლევან მიქელაძემ და პროგრამის წარმატებით დაწყების ინიცირებაში გაერო-ში ჩვენმა მაშინდელმა ელჩმა რევაზ ადამიამ და კიდევ ბევრმა ადამიანმა. ძალიან დიდი იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მაშინდელი დირექტორის პაატა იმნაძის როლი და არც თუ მცირე ჩემი როლი, მეც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ საქმეში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 2002 წელს ხელი მოეწერა დიდ ხელშეკრულებას, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ცენტრს.

„ბევრს ეშლება, რომ ეს ყველაფერი მერე აშენდა, კი, აშენდა, მშენებლობა დაიწყო 2004 წლის შემოდგომაზე, მაგრამ ამის ყველა საფუძველი მომზადდა ამ წლებში – 1997 წლიდან 2003 წლის ჩათვლით. 2004 წელს უკვე შეირჩა ადგილი, სადაც ახლა ლუგარის ცენტრია, გაიჭრა პირველი ბარით, მაშინ სენატორი ლუგარი ჩამოსული იყო საქართველოში. დაახლოებით ექვსი წელიწადი მიმდინარეობდა ამის მშენებლობა. ლუგარის ცენტრი დაერქვა სწორედ ბატონი ლუგარის საპატივცემულოდ. 2010 წელს დასრულდა და 2011 წელს ის გაიხსნა ოფიციალურად, მაგრამ, სამწუხაროდ, 2013 წლამდე ვერ მოხერხდა ლუგარის ცენტრის ამუშავება, რადგან ლუგარის ცენტრი თავიდან განსაზღვრული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, მერე ის წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, გადაიტანეს სხვის დაქვემდებარებაში, აღარ ვასახელებ ახლა ვინ, როგორ, რანაირად. როგორც აღვნიშნე, გაიხსნა 2011 წელს, მაგრამ ვერ ამუშავდა, რადგან ის ხალხი, ვისაც ეს უნდა აემუშავებინა, ძირითადად დასაქმებული იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ამიტომ ვერ მოხერხდა მისი ამუშავება. 2013 წლის გაზაფხულზე დავით სერგეენკომ, როცა მე დავინიშნე ამ ცენტრის დირექტორად, ერთ-ერთ პირველ ამოცანად ეს დამისახა.

მახსოვს, ორი დიდი ამოცანა დააყენეს ჩემ წინაშე, ეს იყო თამბაქოსთან ბრძოლის გაძლიერება ქვეყანაში, ეს იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება და მეორე გახლდათ, რომ ლუგარის ცენტრის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან სერიოზული თანხები იხარჯებოდა აშშ-ის მიერ ლუგარის ცენტრის შესანახად. ამას ყველაფერს იხდიდა აშშ და მათ თქვეს, რომ ჩვენ ეს უნდა გადავიხადოთ 2015 წლამდე და შემდეგ ეს თქვენ უნდა გადაიხადოთო.

ლუგარის ცენტრი არ მუშაობდა ამ დროს. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, მეც წარვადგინე რამდენიმე ვერსია ლუგარის ცენტრის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ ლუგარის ცენტრი უნდა დაბრუნებოდა თავის პირვანდელ ინსტიტუციას, რომელიც არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. დავდეთ მისი განვითარების პროგრამა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 2013 წლის მაისში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუგარის ცენტრი ისევ გადმოეცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, როგორც მისი ლაბორატორიული ნაწილი.

„გადაწყვეტილების თანახმად, ის უნდა ყოფილიყო არა მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არამედ იქ შეეძლოთ ემუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მათ განსაკუთრებით საშიში პათოგენები აქვთ, ბაქტერიოფაგს, რომელსაც აგრეთვე განსაკუთრებით საშიში პათოგენები აქვს ან ნებისმიერ უნივერსიტეტს, ვისაც ექნებოდა პროექტები ბიესელს სამის მოთხოვნით. ასეც არის დღეს.

ეს არის ქვეყნის საერთო ლაბორატორია, სადაც ყველას შეუძლია, ცდები ჩაატაროს, ბიოუსაფრთხოების მესამე დონისთვის მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ტრენინგი, მერე ჩვენ გადავამზადებთ. დღეს ქვეყანაში 40-45 ადამიანია, ვისაც ბიოუსაფრთხოების მესამე დონეში შეუძლია მუშაობა, იქ თავისი პირობებია. ეს გადმოგვეცა მაისში და აგვისტოში ლუგარის ცენტრი ამუშავდა. აკრიფა ძალები, თანდათან უფრო განვითარდა, შემდეგ გაფართოვდა მუშაობის არეალი, შემდეგ დაიწყო ჰეპატიტის პროგრამა, სადაც ლუგარს აქვს სერიოზული სეგმენტი. გვაქვს კორონავირუსული ინფექცია, სადაც ლუგარს აქვს თავისი სერიოზული დანიშნულება და კიდევ ბევრი. პირველი აღმოჩენები გაკეთდა მსოფლიოში ლუგარში.

ადამიანები, რომლებიც გამოდიან და ხშირად საუბრობენ ამაზე, ხშირად ამახინჯებენ ფაქტებს, თითქოს ყველაფერი აშენდა და გაკეთდა რაღაცა პერიოდში, არა სინამდვილეში ეს ყველაფერი დაიწყო 1997 წელს 1999, 2000, 2001, 2002, 2003 და თვითონ მშენებლობა და კონსტრუქცია 2004-ში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ყველა სიახლე

მძევლების აყვანა

11 ივლისი 2020, 15:40

მსოფლიო

იოჰანესბურგში პოლიციამ ეკლესიაში მძევლების აყვანის მცდელობა აღკვეთა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში პოლიციამ ეკლესიაში მძევლების აყვანის მცდელობა აღკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლიციის Twitter-ზე გამოქვეყნდა. 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია 30 თავდამსხმელი, ამოღებულია 25 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მუშაობენ.

ბათუმი მშენებლობა

11 ივლისი 2020, 15:09

რეგიონი

ბათუმში ახალაშენებული სახლის გვერდით კორპუსის მიშენებას აპროტესტებენ

„ჩემი პროექტი უფრო ადრე დამტკიცდა, მაგრამ როცა დავიწყე მშენებლობა მეორე მშენებელმა დამასწრო. მან ადგილობრივები მოატყუა აქ სკვერი იქნებაო. ფუნდამენტის ჩასმის შემდეგ პროექტი როგორც შემეძლო შევცვალე. დემონტაჟი გამორიცხულია. არც მშენებლობაა უკანონო. მეც ვზარალდები, ფაქტობრივად ერთ მხარეს ვერ გავყიდი“, - განაცხადა აბაშიძემ.

სიკვდილით დასჯა

11 ივლისი 2020, 14:42

COVID19

აშშ-ში პანდემიის გამო სიკვდილით დასჯა გადადეს

დანიელ ლი ორშაბათს უნდა დაესაჯათ. ის 3 ადამიანის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ: იარაღით მოვაჭრის, მისი ცოლის და 8 წლის ქალიშვილის.

ეკატერინე ტიკარაძე პეტრ მიკისკა

11 ივლისი 2020, 14:38

COVID19

ჩეხეთის ელჩი: საქართველომ დიდი სამუშაო გასწია და დამსახურებულად მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ ვირუსს

საქართველომ დიდი სამუშაო გასწია და დამსახურებულად ითვლება მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ კორონავირუსს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა.

11 ივლისი 2020, 14:33

საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე განახლებულ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასიალია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ განახლებულ ტეროტორიაზე დაგეგმილ პროექტს გაეცნო, რომელიც პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას გულისხმობს.თბილისის მერიის ინფორმაციით, ანდრია ბასილაია სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფე“ დამფუძნებელ ანა გოგუაძეს შეხვდა და პროექტის დეტალები მოისმინა.

ავთანდილ ბილანიშვილი

11 ივლისი 2020, 14:11

სამართალი

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში, - საგამოძიებო ორგანოსთვის ბილანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

11 ივლისი 2020, 14:07

რეგიონი

ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, ასპინძის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

11 ივლისი 2020, 14:03

რეგიონი

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებულ საპიკნიკე ზონის მოწყობა ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს მოგზაურებს ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მცირე მოსასვენებელი ზონა მოეწყობა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც.

11 ივლისი 2020, 14:03

რეგიონი

კასპში მოსახლეობამ ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოითხოვა

კასპში ფარნავაზის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ცემენტის ქარხანასთან შეიკრიბნენ და ამ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ქარხნიდან გამოსული ავტომობილები გადახურული იყოს, ირეცხებოდეს...

ბილ გეითსი

11 ივლისი 2020, 14:03

COVID19

ბილ გეითსი მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს

„თუ წამლებს და ვაქცინებს შევქმნით და გადავცემთ ქვეყნებს, რომლებიც მათში მეტს გადაიხდიან და არა იმ ადამიანებსა და ადგილებს, რომლებსაც ეს სჭირდება, უფრო ხანგრძლივ, უსამართლო და სასიკვდილო პანდემიას მივიღებთ“, - განაცხადა გეითსმა.

11 ივლისი 2020, 13:48

სამართალი

მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

თორნიკე შენგელია

11 ივლისი 2020, 13:27

სპორტი

თორნიკე შენგელია: ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე“, - წერს შენგელია.

დავით ზალკალიანი

11 ივლისი 2020, 13:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით წალკალიანი ევროკომისიის ანგარიშს.

ილონ მასკი

11 ივლისი 2020, 13:23

ეკონომიკა

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში უორენ ბაფეტს გადაასწრო

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა 70,5 მილიარდი დოლარით უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. 10 ივლისს მასკის ქონება 6,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციები 11%-ით გაძვირდა.

11 ივლისი 2020, 13:08

მსოფლიო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ. ვიდეო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას LadBible ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს 5 კოალა, რომლებიც მშობლირ ადგილს დაუბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც ველური ბუნების 22 პროცენტი ხშირი ხანძრების შედეგად განადგურდა. ამდენი ხნის შემდეგ 5 კოალას, სახელად: ჯედის, იელოუს, სკალის, ბილისა და გულუს ძალიან გაუმართლათ და კეთილი ადამიანების დახმარებით ისინი მშობლიურ ადგილს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაუბრუნდნენ. მოსაზრების თანახმად, განუწყვეტლივმა ხანძრებმა ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 800 მილიონი ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინდოეთი ნიღაბი

11 ივლისი 2020, 13:06

ტაბლოიდი

ინდოეთში ბრილიანტებით მორთული დამცავი ნიღბების გაყიდვა დაიწყო

როგორც ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელმა, დიპაკ ჩოკსიმ უამბო, ნიღბების შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარანტინის მოხსნის შემდეგ მაღაზიაში მივიდა კაცი, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა. მას ამ დღის აღსანიშნავად თავისთვის და საცოლისთვის „უნიკალური“ პირბადეების დამზადება უნდოდა.

პაატა იმნაძე

11 ივლისი 2020, 13:03

COVID19

პაატა იმნაძე: მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა ოაზისად აქცია

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა, - წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სოფო გორგოძე

11 ივლისი 2020, 12:59

საზოგადოება

სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა. მისი განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად გამოცდების პირველმა კვირამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და დღეს სრულდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.

სირია ჰუმანიტარული დახმარება

11 ივლისი 2020, 12:43

მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მოსახლეობისთვის თვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ინიციატივით გერმანია და ბელგია გამოდიოდნენ. მოსკოვი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ცდილობს დაბლოკოს ჰუმანიტარული დახმარების მოქმედი მოდელი, რომელიც თურქეთის საზღვრის გავლით მიწოდებას გულისხმობს და, შესაბამისად, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ხვდება.

11 ივლისი 2020, 12:32

მსოფლიო

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა. 1995 წლის 11 ივლისის მოვლენები, იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომების პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებად მიიჩნევა.