imedi /  28 მარტი 2020, 14:28 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში არავის დახმარება არ სჭირდება

საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ სჭირდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ვიზიტისას განაცხადა. შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 27 მარტ გააჟღერა, პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა.

„საქართველო იყო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველი დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ტურიზმი USAID/Zrda

11 ივლისი 2020, 16:01

ეკონომიკა

შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ტურიზმის ადმინისტრაციამ და USAID/Zrda-მ ერთობლივი პროექტი წამოიწყეს

ტურიზმის სექტორისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ადაპტაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ USAID/Zrda-სთან ერთად ერთობლივი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხალისეები სასტუმროების, კვების ობიექტების და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ აცნობენ და სპეციალურ ბროშურებს აწვდიან.

კელი დეგნანი და ნათია თურნავა

11 ივლისი 2020, 15:59

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: ამ ზაფხულს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით

ამ ზაფხულს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით. ამ კვირას ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად იმოგზაურა, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

BBC სტატია

11 ივლისი 2020, 15:49

COVID19

BBC: სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია

სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია, - ამის შესახებ BBC-ის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. საუბარია პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ 7 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე, „რომ „ბიბისიზე“ უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა“. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა „ბიბისის“, საიდანაც პასუხი დღეს მიიღო.

ჰასან როუჰანი

11 ივლისი 2020, 15:45

COVID19

ჰასან როუჰანის თქმით, ირანს ეკონომიკური შეზღუდვების თავიდან დაწესების რესურსი არ აქვს

„არცერთ მთავრობას არ შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ხანგრძლივი ჩაკეტვა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ წვეულებების, ქორწილების და სხვა საჯარო ღონისძიებების ჩატარება ამ სიტუაციაში მიუღებელია.

მძევლების აყვანა

11 ივლისი 2020, 15:40

მსოფლიო

იოჰანესბურგში პოლიციამ ეკლესიაში მძევლების აყვანის მცდელობა აღკვეთა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში პოლიციამ ეკლესიაში მძევლების აყვანის მცდელობა აღკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლიციის Twitter-ზე გამოქვეყნდა. 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია 30 თავდამსხმელი, ამოღებულია 25 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მუშაობენ.

ბათუმი მშენებლობა

11 ივლისი 2020, 15:09

რეგიონი

ბათუმში ახალაშენებული სახლის გვერდით კორპუსის მიშენებას აპროტესტებენ

„ჩემი პროექტი უფრო ადრე დამტკიცდა, მაგრამ როცა დავიწყე მშენებლობა მეორე მშენებელმა დამასწრო. მან ადგილობრივები მოატყუა აქ სკვერი იქნებაო. ფუნდამენტის ჩასმის შემდეგ პროექტი როგორც შემეძლო შევცვალე. დემონტაჟი გამორიცხულია. არც მშენებლობაა უკანონო. მეც ვზარალდები, ფაქტობრივად ერთ მხარეს ვერ გავყიდი“, - განაცხადა აბაშიძემ.

სიკვდილით დასჯა

11 ივლისი 2020, 14:42

COVID19

აშშ-ში პანდემიის გამო სიკვდილით დასჯა გადადეს

დანიელ ლი ორშაბათს უნდა დაესაჯათ. ის 3 ადამიანის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ: იარაღით მოვაჭრის, მისი ცოლის და 8 წლის ქალიშვილის.

ეკატერინე ტიკარაძე პეტრ მიკისკა

11 ივლისი 2020, 14:38

COVID19

ჩეხეთის ელჩი: საქართველომ დიდი სამუშაო გასწია და დამსახურებულად მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ ვირუსს

საქართველომ დიდი სამუშაო გასწია და დამსახურებულად ითვლება მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ კორონავირუსს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა.

11 ივლისი 2020, 14:33

საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე განახლებულ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასიალია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ განახლებულ ტეროტორიაზე დაგეგმილ პროექტს გაეცნო, რომელიც პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას გულისხმობს.თბილისის მერიის ინფორმაციით, ანდრია ბასილაია სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფე“ დამფუძნებელ ანა გოგუაძეს შეხვდა და პროექტის დეტალები მოისმინა.

ავთანდილ ბილანიშვილი

11 ივლისი 2020, 14:11

სამართალი

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში, - საგამოძიებო ორგანოსთვის ბილანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

11 ივლისი 2020, 14:07

რეგიონი

ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, ასპინძის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

11 ივლისი 2020, 14:03

რეგიონი

კასპში მოსახლეობამ ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოითხოვა

კასპში ფარნავაზის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ცემენტის ქარხანასთან შეიკრიბნენ და ამ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ქარხნიდან გამოსული ავტომობილები გადახურული იყოს, ირეცხებოდეს...

ბილ გეითსი

11 ივლისი 2020, 14:03

COVID19

ბილ გეითსი მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს

„თუ წამლებს და ვაქცინებს შევქმნით და გადავცემთ ქვეყნებს, რომლებიც მათში მეტს გადაიხდიან და არა იმ ადამიანებსა და ადგილებს, რომლებსაც ეს სჭირდება, უფრო ხანგრძლივ, უსამართლო და სასიკვდილო პანდემიას მივიღებთ“, - განაცხადა გეითსმა.

11 ივლისი 2020, 14:03

რეგიონი

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებულ საპიკნიკე ზონის მოწყობა ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს მოგზაურებს ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მცირე მოსასვენებელი ზონა მოეწყობა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც.

11 ივლისი 2020, 13:48

სამართალი

მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

თორნიკე შენგელია

11 ივლისი 2020, 13:27

სპორტი

თორნიკე შენგელია: ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე“, - წერს შენგელია.

დავით ზალკალიანი

11 ივლისი 2020, 13:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით წალკალიანი ევროკომისიის ანგარიშს.

ილონ მასკი

11 ივლისი 2020, 13:23

ეკონომიკა

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში უორენ ბაფეტს გადაასწრო

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა 70,5 მილიარდი დოლარით უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. 10 ივლისს მასკის ქონება 6,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციები 11%-ით გაძვირდა.

11 ივლისი 2020, 13:08

მსოფლიო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ. ვიდეო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას LadBible ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს 5 კოალა, რომლებიც მშობლირ ადგილს დაუბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც ველური ბუნების 22 პროცენტი ხშირი ხანძრების შედეგად განადგურდა. ამდენი ხნის შემდეგ 5 კოალას, სახელად: ჯედის, იელოუს, სკალის, ბილისა და გულუს ძალიან გაუმართლათ და კეთილი ადამიანების დახმარებით ისინი მშობლიურ ადგილს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაუბრუნდნენ. მოსაზრების თანახმად, განუწყვეტლივმა ხანძრებმა ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 800 მილიონი ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინდოეთი ნიღაბი

11 ივლისი 2020, 13:06

ტაბლოიდი

ინდოეთში ბრილიანტებით მორთული დამცავი ნიღბების გაყიდვა დაიწყო

როგორც ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელმა, დიპაკ ჩოკსიმ უამბო, ნიღბების შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარანტინის მოხსნის შემდეგ მაღაზიაში მივიდა კაცი, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა. მას ამ დღის აღსანიშნავად თავისთვის და საცოლისთვის „უნიკალური“ პირბადეების დამზადება უნდოდა.