imedi /  28 მარტი 2020, 15:22 / სანდო წყარო

ბენო ქაშაკაშვილი: ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით რომ დამეცვა, ვირუსს თავს ავარიდებდი

ბენო ქაშაკაშვილი

ბენო ქაშაკაშვილი

„რადიო თავისუფლებამ“ კორონავირუსით ინფიცირებულ ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ყვება როგორ დაავადდა Covid 19-ით და როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობა.

„მეგობარი დავპატიჟე სადილზე, სადაც 20 ადამიანი ვიყავით, არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე. აქ სპეციალური სამსახურია, რომელიც ჩამეკითხა, რა კონტაქტები მქონდა... და რომ დავუფიქრდი, რამდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ზოგიერთი ვერც გავიხსენე. მართალი რომ გითხრათ, გულწრფელად, მე თვითონ გადავწყვიტე, გამესაჯაროებინა. მივხვდი, რომ ასე უფრო დავიცავდი ჩემს ახლობლებს, მათ, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა თბილისში და არამარტო თბილისში. ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც მოცემული იყო, რომლის ცოდნაც არ მაკლდა, ზედმიწევნით რომ დამეცვა, კი, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება - ასე გიპასუხებდით“, - ამბობს ქაშაკაშვილი.

მისი თქმით, მას და მის მეუღლეს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ და ამ ეტაპზე სიმპტომები აღარ აღენიშნებათ, ექიმები კი ძალიან თავდაჯერებულად მოქმედებენ და ზედმიწევნით არიან დაცულები.

„მე თაყვანს ვცემ მათ. ჩვენ არ გვემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდა. ახალგაზრდებიც არიან, რეზიდენტურა, პროფესიონალებიც, პროფესურაც მოდის და დარწმუნებული ვარ, ზედმიწევნით იცავენ რეკომენდაციებს. დღის და ღამის ყველა მომენტში ყველა პაციენტთან“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ მედიის მხრიდან „ვინოტელში“ მომხდარი შემთხვევის ინტერპრეტირება მისთვის საწყენი აღმოჩნდა.

„გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ ვიღაც რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი თბილისში, რომ იცოდეთ, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო და ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ის ადამიანი ჩამოვიდა ჯანმრთელი, გაფრინდა ჯანმრთელი და ჯანმრთელად გრძნობს თავს. საერთოდ არავის არაფერი არ ჩამოუტანია. ვირუსს არ გააჩნია არც გეოგრაფია, არც ნაციონალობა და არასწორი ინტერპრეტირება რომ ხდება, ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქილიკი და შურისძიების მცდელობა. ეპიდემიოლოგიის კუთხით ქვეყანას არასდროს გაუვლია ასეთი მძიმე გამოცდა, ხო? და საზოგადოებამ, ალბათ, ხელი უნდა შევუწყოთ გაგებით და არა ხელის შეშლით, შეგნებული თუ შეუგნებელი, რომლის შემთხვევების შესახებაც სამწუხაროდ გავიგე“, - აცხადებ ქაშაკაშვილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ბიძინა კულუმბეგოვი

07 ივნისი 2020, 09:47

COVID19

„აი, ესეთ პედაგოგებსა და მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს ასაჯაროებს

იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბათუმელი პედაგოგის წერილი, სადაც მასწავლებელი იმუნოლოგს უყვება, რომ მოსწავლეებს საკუთარ სახლში უტარებს გაკვეთილებს და კითხულობს, ზედმიწევნით იცავს თუ არა ბავშვების უსაფრთხოების ზომებს.

07 ივნისი 2020, 09:38

ტაბლოიდი

ელტონ ჯონმა ყოფილ საცოლეს ოპერაციის ფული გადაუხადა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავის ყოფილ საცოლეს ოპერაციის ხარჯები დაუფარა. გავრცელებული ინფორმაციით, ლინდა ჰენონს ელტონ ჯონი 50 წლის წინ ხვდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი მომღერალი იყო. მეგობარი გოგო მას ფინანსურადაც ეხმარებოდა. 21 წლის მომღერალი ლინდაზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა ქორწინება არ შედგა.

07 ივნისი 2020, 09:32

რეგიონი

ქვემო ქართლის რწმუნებული და დმანისის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ისეთ ლოკაციებზე ეწყობა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ათეული წლების განმავლობაში არ ყოფილა. ამ ეტაპზე, 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება სოფელ დაგარახლოში, ბაზაქლოში, კამიშლოში, პანტიანში, ტნუსში, მაშავერაში, კიზილაჯლოში, კაკლიანში, ამამლოსა და კამიშლოში.

07 ივნისი 2020, 09:16

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ოფიცერი: ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ კვინტინ დოლი შეხვდა.

07 ივნისი 2020, 09:00

საზოგადოება

ნათია თურნავა კახეთში გაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ენრიკე ალფარო

07 ივნისი 2020, 08:59

მსოფლიო

მექსიკაში პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო გუბერნატორმა მოსახლეობას მოუბოდიშა

მექსიკის დასავლეთ რეგიონის, ხალისკოს შტატის გუბერნატორმა, ენრიკე ალფარომ მოსახლეობას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო მოუბოდიშა და პირობა დადო, რომ მიაკვლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების შემდეგ გაუჩინარდგენ.

07 ივნისი 2020, 08:51

მსოფლიო

ლონდონში არეულობისას 23 პოლიციელი დაშავდა

ლონდონში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ 23 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციის პრეს-სპიკერმა ჯო ედვარდსმა განაცხადა. „სხეულის დაზიანება მიიღო 23 პოლიციელმა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და საზოგადოებრივ წესებს იცავდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია,“-აღნიშნა ედვარდსმა.

07 ივნისი 2020, 08:43

COVID19

მეცნიერები: კორონავირუსი არაა უკანასკნელი პანდემია

ჩვენ შევქმენით „შესანიშნავი შტორმი“ იმ დაავადებებისთვის, რომელიც ველური ბუნებიდან ადამიანებზე გადადის და სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიში. ადამიანის შეჭრა ბუნებრივ გარემოში ამ პროცესს აჩქარებს, - აცხადებენ გლობალური ჯანდაცვის ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ, თუ საიდან ჩნდება ახალი დაავადებები.

07 ივნისი 2020, 08:31

მსოფლიო

ვაშინგტონში რასიზმის გასაპროტესტებლად გამართულ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა

აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში ათასობით ადამიანი რასიზმის გასაპროტესტებლად ქუჩაში გავიდა. აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობასთან, ლინკოლნის მემორიალთან და ლაფაიეტის პარკთან შეიკრიბნენ, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათ თეთრ სახლამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაუკეტეს.

დონალდ ტრამპი

07 ივნისი 2020, 08:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში დემონსტრანტების რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მანიფესტანტთა რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია და ძალოვან სტრუქტურებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის. „კოლუმბიის ოლქში გაცილებით ნაკლები ხალხია გამოსული. ეროვნულმა გვარდიამ, უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ ფანტასტიკურად იმუშავეს. მადლობა!“-წერს ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

რამადან შალაჰი

07 ივნისი 2020, 08:11

მსოფლიო

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი რამადან შალაჰი გარდაიცვალა

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი, რამადან შალაჰი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 62 წლისა გარდაიცვალა. შალაჰი ისლამურ ჯიჰადს 1995 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ისრაელის მთავრობების მიერ.

წმინდა პეტრეს ტაძარი

07 ივნისი 2020, 08:00

მსოფლიო

რომის პაპის საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაფლანგვისთვის იტალიელი კაცი დააკავეს

დააკავეს იტალიელი კაცი, რომელიც ვატიკანის წარმომადგენლებს ლონდონში ძვირადღირებული ქონების შეძენაში ეხმარებოდა. ჯანლუიჯი ტორზის ბრალად გამოძალვა, გაფლანგვა, თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. ის ასრულებდა შუამავლის როლს, რომელიც ვატიკანის $200 მილიონიან გარიგებებში იყო ჩართული.

სულთმოფენობა

07 ივნისი 2020, 05:04

საზოგადოება

დღეს სულთმოფენობაა

დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია, წმინდა სამების დღე. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე, დაიწყებს.

07 ივნისი 2020, 01:05

ტაბლოიდი

ვიეტნამში კაცმა სახლის ღობე Iphone-ების კორპუსებით მორთო

კორპუსები ნამდვილია და არა სტიკერები. უბრალოდ კაცი სერვის-ცენტრში მუშაობს და სწორედ აქედან აქვს ამდენი კორპუსი, რომელიც აღარავის სჭირდება. ღობეში ძირითადად მეექვსე და მეშვიდე Iphone-ების ნაწილებია გამოყენებული.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2020, 00:42

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჰუმანიტარული კატასტროფისთვის ჯერ არ მიგვიღწევია

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მოწოდებების მიუხედავად, ისევ გაჩნდებოდა მოარული ჭორები, რომ კორონავირუსი არ არსებობს და არ ვრცელდება. ჩვენ ამ მოარული ჭორების შედეგების ნაყოფს ვიმკით“, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩინეთი მსუქანი ბიჭი

07 ივნისი 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჩინეთში კარანტინის შემდეგ ბიჭს ფორმის შეკვრა გაუჭირდა და ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. ვიდეო

ჩინეთში სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის გამო კარანტინში 4 თვე გაატარეს და ამ დროის განმავლობაში ბევრ მათგანს ტანსაცმლის ზომა შეეცვალა. ერთი ბიჭი ადგილობრივი სოცქსელების გმირი გახდა, მას შემდეგ რაც Weibo-ზე (Twitter-ის ჩინური ანალოგი) აიტვირთა ვიდეო, რომელზეც ის სასკოლო ფორმის ჩაცმას ცდილობს.

07 ივნისი 2020, 00:21

ტაბლოიდი

კრიშტიანო რონალდუმ ​მდიდრული ვილა იყიდა. ფოტო

ტურინის „იუვენტუსის“პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში თავისი ახლად შეძენილი სახლის ფოტოები გამოაქვეყნა.

ლონდონი

07 ივნისი 2020, 00:05

მსოფლიო

ლონდონში ანტირასისტული აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ლონდონში, აქციაზე, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, დაუნინგ სთრითზე დემონსტრანტების პატარა ჯგუფმა პოლიციას ბოთლები დაუშინა. თავის მხრივ, პოლიციამ დემონსტრანტებს უკან დახევა აიძულა.

06 ივნისი 2020, 23:46

მსოფლიო

შეზღუდვების მიუხედავად, პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ვიდეო

საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო ანტირასისტული აქციების ჩატარება აკრძალა. ამის მიუხედავად, პარიზის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები მაინც მივიდნენ.

06 ივნისი 2020, 23:16

COVID19

სომხეთში, პენიტენციურ სისტემაში СOVID19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი მსჯავრდებულს დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე ლუსინე მარტიროსიანზე დაყრდნობით წერს.