imedi /  29 მარტი 2020, 12:38 / სანდო წყარო

თენგიზ კალანდაძე: ბოლნისიდან და მარნეულიდან შემოსულ პროდუქტს განსაკუთრებული დამუშავება არ სჭირდება

თენგიზ კალანდაძე

თენგიზ კალანდაძე

საკარანტინო ზონიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქციის გატანა არ შეფერხებულა. იქ მიმდინარეობს რძის, ფრინველისა და კვერცხის, ფქვილის წარმოება, ეს პროდუქცია ჩვეულებრივად გამოდის ამ რაიონებიდან. არანაირი განსაკუთრებული დამუშავება ამ პროდუქტს არ სჭირდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.

„მარაგებთან დაკავშირებით სამინისტროში პირველივე დღიდან შეიქმნა შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და უშუალოდ მინისტრი კურირებს. ჩვენ დავიწყეთ მარაგების შესწავლა, რა მარაგებია საბითუმო ბაზებში, საცალო ვაჭრების ქსელში, რა მოლოდინები გვაქვს და ა.შ. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა მარაგებთან დაკავშირებით არაა. ამის ძალიან ნათელი მაგალითია ის, რომ იმ ორ დღეში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოსახლეობამ გარკვეული პროდუქციის მომარაგება დაიწყო, გაჩნდა მარკეტებში რიგები, მაგრამ ეს კრიზისული პერიოდი ძალიან მარტივად გადავიტანეთ, დახლებზე დეფიციტი არ შექმნილა და ჩვენი შტაბი მუდმივად აკონტროლებს როგორც მარაგებს, ასევე იმას, რომ ფასები არ იზრდებოდეს“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, საკარანტინო ზონიდან შემოსული პროდუქტი არაა საშიში და მას განსაკუთრებული დამუშავება არ სჭირდება.

„იმ ქვეყნებში, რომლებმაც პიკი გადაიარეს, მათ შორის ჩინეთში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთმა უკვე გახსნა თავისი საწარმოები და დაიწყო ექსპორტი. ასევე ჩვენთან, საკარანტინო ზონიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქციის გატანა არ შეფერხებულა. იქ მიმდინარეობს რძის, ფრინველისა და კვერცხის, ფქვილის წარმოება, ეს პროდუქცია ჩვეულებრივად გამოდის ამ რაიონებიდან. არანაირი განსაკუთრებული დამუშავება ამ პროდუქტს არ სჭირდება. სასურველია, კარგად გავრეცხოთ ხილი, ბოსტნეული და ნებისმიერი სხვა პროდუქტი, და ეს ყოველთვის ასე უნდა დამუშავდეს“, - აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე.

ყველა სიახლე

მანქანა მერკელი

25 ნოემბერი 2020, 14:42

მსოფლიო

ანგელა მერკელის რეზიდენციის კარიბჭეს ავტომობილი შეეჯახა

მანქანაზე წარწერები იყო დატანილი: „შეაჩერეთ გლობალიზაციის პოლიტიკა“ და „ბავშვების და მოხუცების წყეული მკვლელები ხართ“.

25 ნოემბერი 2020, 14:40

COVID19

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ბათუმის, ფოთის, თბილისის აეროპორტისა და ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 14:33

სპორტი

2020 წელს გამართულ საჩოგბურთო მატჩების ტაი-ბრეიკზე ყველაზე მეტჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა

2020 წელს გამართულ საჩოგბურთო მატჩების ტაი-ბრეიკზე ყველაზე მეტჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა. მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს დაძაბული სეტის შემდეგ, მეტოქეებთან დაპირისპირება 17-ჯერ მოუწია და აქედან 15 ტაი-ბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა, რაც 88,24 პროცენტს შეადგენს.

გიორგი ფხაკაძე

25 ნოემბერი 2020, 14:33

COVID19

გიორგი ფხაკაძე: სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“

COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ნატალია ბონკი

25 ნოემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

ლეგენდარული ლინგვისტი ნატალია ბონკი გარდაიცვალა

საჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორი ნატალია ბონკი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი იტყობინება, სადაც პროფესორი სიცოცხლის ბოლო წლებამდე მუშაობდა.

სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი 2020, 14:15

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს მხოლოდ ახალი არჩევნების ირგვლივ უნდა მოხდეს

„ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია ელჩებთან, ისინი როგორც წესი იმართება ხოლმე რაუნდებს შორის და ხდება უბრალოდ პოზიციების შეჯერება, ამიტომ, დღესაც ასეთი მორიგი შეხვედრა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ჩვენს პარტნიორებს შორის და მოხდება პოზიციების კიდევ ერთხელ გავლა“.

ირმა ინაშილი

25 ნოემბერი 2020, 14:10

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება

„ჯერ აყალბებენ არჩევნებს და მერე იწყება „დუბინკები“. ეს რომ არ მოხდეს, მე ვმოქმედებ ჩემი შინაგანი სინდისიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები არავითარ ზეგავლენას, კობახიძე-მდინარაძის დაქირავებულ კოორდინატორებს სოციალურ ქსელში, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერენ - შედით პარლამენტში და ა.შ. ვიმოქმედებ გამომდინარე ჩვენი სინდისიდან და ჩვენი პრინციპებიდან. არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა. სხვა დეტალებზე მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, კორექტული არ იქნება“, - განაცხადა ინაშვილმა.

მეტროპოლიტენი

25 ნოემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის მიზნით, დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას ითხოვს

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შორის კოვიდის გავრცლების პრევენციის მიზნით, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას სთავაზობს

კრიშტიანუ რონალდუ

25 ნოემბერი 2020, 13:44

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. Goal-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში, 70-ე ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტანს გაუთანაბრდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 13:39

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „მილანის“ 39 წლის ფორვარდმა ეს პრიზი კარიერაში მეთორმეტედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას SempreMilan-ი ავრცელებს. სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩს 2007 წლიდან, 2016 წლამდე ზედიზედ აღიარებდნენ, ხოლო 2019 და 2020 წლებში კი ეს ჯილდო კიდევ ორჯერ მიიღო.

25 ნოემბერი 2020, 13:32

რეგიონი

ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და შემდეგ თვითდაზიანებებიც მიიყენა. ამ ეტაპზე ექთანი გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, პაციენტი მეტადონის პროგრამაში იმყოფებოდა. მას არ ეკუთვნოდა და ითხოვდა დამატებით წამალს, რაც თავდასხმის მიზეზი გახდა.

ნათია თურნავა

25 ნოემბერი 2020, 13:25

ეკონომიკა

მთავრობა მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად მუშაობს საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც მოაქალაქეებისკენ იქნება მიმართული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა იყოს დაბალანსებული და ამავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, - აღნიშნა თურნავამ.

შალვა ნათელაშვილი

25 ნოემბერი 2020, 13:18

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ველოდებით ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები

ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

კელი დეგნანი

25 ნოემბერი 2020, 13:12

პოლიტიკა

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებიან

„პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს“, - განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

მეგან მარკლი

25 ნოემბერი 2020, 13:02

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა გაამხილა, რომ მუცელი მოეშალა

„მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი. იატაკზე დავვარდი, არჩი ხელში მყავდა. იავნანას ვღიღინებდი, რომ ორივე მშვიდად ვყოფილიყავით. ჩემს პირველ შვილს ვეხუტებოდი და ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი“, - წერს მარკლი.

აკაკი ზოიძე

25 ნოემბერი 2020, 12:51

COVID19

აკაკი ზოიძე: ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება

ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე Facebook-ზე წერს.

რიგა

25 ნოემბერი 2020, 12:46

COVID19

ლატვიაში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა

ლატვიის ხელისუფლებამ, რიგის გარშემო მდებარე 12 რაიონში კარანტინი გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Delfi ავრცელებს.

25 ნოემბერი 2020, 12:38

ეკონომიკა

ნოემბერში კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

25 ნოემბერი 2020, 12:23

ეკონომიკა

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი: ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა.

ლევან რატიანი

25 ნოემბერი 2020, 12:20

COVID19

ლევან რატიანი: თავი დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი შევიკავოთ, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, - განაცხადა ლევან რატიანმა.