imedi /  29 მარტი 2020, 19:05 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4717 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პაციენტი რჩება.

კორონავირუსისგან ჯამში 18 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ლიბია რუსეთი

30 მაისი 2020, 08:15

მსოფლიო

ამერიკელი გენერლის, გრეგორ ჰედფილდის თქმით, რუსეთი ლიბიაში პლაცდარმს ქმნის

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით რუსეთმა ლიბიაში МиГ-29 და Су-24 ტიპის 14 ავიაგამანადგურებელი გადაისროლა. თვითმფრინავები ამჟამად ხალიფა ჰაფტარის მიერ კონტროლირებად ელ-ჯუფრას ავიაბაზაზე არის განლაგებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

30 მაისი 2020, 08:07

ტექნოლოგიები

SpaceX-ის რაკეტა Starship-ის უკვე მეოთხე პროტოტიპი აფეთქდა

ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Starship-ი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ Cbsnews-ი ავრცელებს. აფეთქება ძრავის ჩართვიდან 2 წუთში მოხდა. რაკეტა და დამხმარე გამშვები ინფრასტრუქტურა განადგურდა, მსხვერლი არ არის.

აია სოფია

30 მაისი 2020, 08:03

მსოფლიო

საბერძნეთმა კონსტანტინოპოლის აღების დღისადმი მიძღვნილი თურქეთში გამართული ღონისძიებები დაგმო

საბერძნეთის მთავრობის პრეს-მდივანმა, სტელიოს პეტლასმა, დაგმო თურქეთის მთავრობის მიერ 29 მაისს სტამბოლში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები. თურქეთში კონსტანტინოპოლის აღების 567-ე წლისთავი იზეიმეს. საზეიმო ღონისძიებებს შორის იყო ყურანიდან სურების კითხვა აია სოფიას ტაძარში.

მაიმუნები

30 მაისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ინდოეთში მაიმუნებმა ლაბორატორიიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზები მოიპარეს

ინდოეთში, დელის მახლობლად მდებარე ქალაქ მეერუტში მაიმუნები სამედიცინო კოლეჯის ლაბორატორიაში შეიჭრნენ, ერთ-ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს და კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის სისხლის ნიმუშები მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

30 მაისი 2020, 00:40

ეკონომიკა

Forbes-მა კაილი ჯენერი ​მილიარდერების სიიდან გარიცხა

ჟურნალმა Forbes-მა ამერიკელი მოდელის, კაილი ჯენერის ქონება გადააფასა. გამოცემის გათვლებით, მისი კაპიტალი $900 მილიონია.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული შეთანხმება, რაც პასუხისმგებლობას გვაკისრებს

არჩევნები, ალბათ, ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, რაზეც შევთანხმდით. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე. ჩვენ გვაქვს 93 მანდატი პარლამენტში და ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა. 2 პარტია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებას, თუმცა ჯერ არავინ იცის, ბოლოს რა მოხდება. თუმცა მათი ხმების გარეშეც არის შესაძლებელი პრაქტიკულად ამ ცვლილებების გატანა - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის ამ 2 სცენარს შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავს. „თუ გვინდა, რომ ეს ცვლილებები გავიდეს და მას მხარს დავუჭერთ, მაშინ 120/30-ზე სისტემით ჩატარდება არჩევნები. თუ ვერ გავიდა აღნიშნული ცვლილება, ეს იქნება მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მათი დანატოვარი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც ასევე ლეგიტიმურია“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

30 მაისი 2020, 00:30

სპორტი

დანიაში გულშემატკივრები საყვარელ გუნდს Zoom-ის საშუალებით ამხნევებენ

დანიაში კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზე „ორხუსსა“ და „რანერს“ შორის მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა საყვარელ გუნდს მხარი Zoom-ის პროგრამის მეშვეობით დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას

„ნიკა მელიასგან დღეს ამ სტუდიაში მოვისმინეთ ტოტალური აღიარება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ანუ ნიკა მელიამ აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას. ამერიკელი სენატორი რიში მოითხოვდა, რომ 2012-ში ეს კრიმინალები არ დაგვეჭირა,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში.

როჯერ ფედერერი

30 მაისი 2020, 00:22

სპორტი

როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში ფედერერმა 106,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 100 მილიონი დოლარი სასპონსორო ხელშეკრულებებზე მოდიოდა, 6,3 მილიონი კი უშუალოდ სპორტულ საქმიანობას უკავშირდებოდა.

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 00:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ სანქციებს დაუწესებს ჩინეთისა და ჰონგ-კონგის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა თავის ადმინისტრაციას იმ გამონაკლისების გაუქმება დაავალა, რომლებიც ჰონგ-კონგთან მიმართებაში განსაკუთრებულ მიდგომას უზრუნველყოფდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ უწოდა ოპოზიციონერების ნაწილს გოიმები

როდესაც ერთ დღეს ამბობ, რომ გაჟრიალებს რუსეთზე და მეორე დღეს, რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსთან ერთად ზიხარ მაგიდასთან, სწორედ ეს გახლავთ გოიმობა, ანუ უპრინციპობა - პრინციპების სრული უგულებელყოფა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 23:38

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე კომპენსაციებზე: ბაზებს დამუშავება სჭირდებოდა, ეს ხომ არა ვიღაცის ჯიბის ფული, არამედ საბიუჯეტო სახსრებია

ბაზებს სჭირდება დამუშავება, აქ ხომ საუბარია არა ჯიბის ფულზე, არამედ საბიუჯეტო სახსრებზე და გადასახადის გადამხდელის ფულზე, აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა ყოფილიყო ეს ბაზები გადამოწმებული და შედგენილი, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

29 მაისი 2020, 23:26

მსოფლიო

ჩინელი გენერალი ტაივანის დაპყრობას არ გამორიცხავს

„ჩინეთი სამხედრო ძალით დაიკავებს ტაივანს, თუ არ დარჩება სხვა გზა და ტაივანი დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვის“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ლი ცზოჩენმა.

კასპი ფერმერები

29 მაისი 2020, 23:15

რეგიონი

კასპელ ფერმერებს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათები და პროგრამები გააცნეს

შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის გაცნობა გრძელდება. ამჯერად სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი მამუკა ლომსაძე კასპელ ფერმერებს შეხვდნენ და შეკრებილებს ის შეღავათები და პროგრამები გააცნეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 23:02

მსოფლიო

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობებს წყვეტს

აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაურიცხავს. ამის შსახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია

29 მაისი 2020, 23:00

პოლიტიკა

ნიკა მელია: თუკი ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრას დააპირებს, მე მივემხრობი ამ გადაწყვეტილებას

თუკი ვანო მერაბიშვილმა მიიღო მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრის გადაწყვეტილება და მან ეს ნაბიჯი გადადგა, მე პირადად არანაირი უფლება არ მექნება ამ ნაბიჯის წინააღმდეგ წავიდე. არც მორალური არც პოლიტიკური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ნიკა მელია

29 მაისი 2020, 22:56

პოლიტიკა

ნიკა მელია: „ნაცმოძრაობის“ დროს სასამართლო იყო კორუმპირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული

დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში. დამოუკიდებელი სასამართლო არც მეფის რუსეთის დროს გვქონია, არც საბჭოთა კავშირის დროს გვქონია, არც ზვიად გამსახურდიას დროს გვქონია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლო იყო კორუმპირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებულიც. კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ პოლიტიკური განკარგულებების გაცემა ვერა - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, პოლიტიკური განკარგულებებს სასამართლოსთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აღმასრულებელი ხელისუფლება გასცემდა.

დერეკ შოვინი

29 მაისი 2020, 22:53

მსოფლიო

მინესოტაში დაკავებულ ყოფილ პოლიციელს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე მინესოტას შტატის პროკურატურამ ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენა. ამის შესახენ ჰენეპინის ოლქის პროკურორმა, მაიკლ ფრიმენმა განაცხადა.

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილი

29 მაისი 2020, 22:45

პოლიტიკა

ნიკა მელია: სააკაშვილს უკრაინაში ეს შესაძლებლობა განგებამ უბოძა

სააკაშვილი უკრაინაში ახლა ქართველების საქმეს აკეთებს. ეს ბედი მას ხვდა წილად, განგებამ უბოძა ეს შესაძლებლობა. მინდა მჯეროდეს, რომ ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკო

29 მაისი 2020, 22:15

მსოფლიო

ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ბელარუსში პრეზიდენტად ქალს არ აირჩევენ

ბელარუსის მოსახლეობა მზად არ არის იმისთვის, რომ პრეზიდენტად ქალი აირჩიოს. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკის ტრაქტორების ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა. „ჩვენი კონსტიტუცია ქალზე მორგებული არ არის. საზოგადოება ჯერ არ მომწიფებულა იმისთვის, რომ პრეზიდენტად ქალი აირჩიოს. ჩვენ არ ვართ ლიეტუვა, რომლის პრეზიდენტიც დალია გრიბაუსკაიტე იყო, მოვიდა, გაიღიმა და წავიდა, არაფერზე არ ჰქონია პასუხისმგებლობა, რადგანაც იქ საპარლამენტო რესპუბლიკაა. ჩვენთან არ არის საპარლამენტო მმართველობა და პრეზიდენტი იქნება კაცი ძლიერი ძალაუფლებით. ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.