imedi /  30 მარტი 2020, 17:07 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საბოლოო მონაცემებით, საქართველოში გვყავს 100 ინფიცირებული. საბედნიეროდ, გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, მაგრამ შემთხვევების რიცხვის ზრდის დინამიკა შემაშფოთბელია. პირველად გვაქვს სამი შემთხვევა, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც ასეთი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულია სამედიცინო სექტორის თანამშრომელი. ეს და ყველა სხვა მოცემულობა გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გლობალურ ბრძოლაში შეგვიძლია გავიმარჯვოთ არა მხოლოდ მედიკოსების გმირული 24-საათიანი შრომით, სახელმწიფო უწყებების და პოლიციის შრომით, არამედ ერთგვარი შეთანხმებით საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, რომ ეს არის ერთობლივი პრობლემა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ.

ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, ყველა მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე არსებული რისკები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით ეკონომიკას მინიმალური ზიანი მივაყენოთ, რამეთუ ჩვენ ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის მიუღებელი.

ბოლო თვეების განმავლობაში იტალიაში გარდაიცვალა 10 779 ადამიანი, ესპანეთში - 6803 ადამიანი, საფრანგეთში 2606, დიდ ბრიტანეთში 1228, ნიდერლანდებში 776, გერმანიაში 541 ადამიანი. რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში, სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ პრევენციული ზომები გვაქვს იმის თქმის საშუალებას, რომ გამოწვევას შედარებით წარმატებით ვუმკლავდებით, ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საფუძველი. ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ იმ სიძმიმეს, რომელსაც ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყნები საქართველოზე ეკონომიკურად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ვირუსთან ბრძოლაში არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები.

ხვალ დილის 8 საათიდან ფაქტობრივად, დაწესდება საყოველთაო კარანტინი. სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით. იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია.

ამასთან ერთად, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ ცალკე გაწერილი პროტოკოლები. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის პოტენციალი სრულად არ იყოს გაჩერებული.

იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები მარტოხელები არიან, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს რომ 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობით გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, პირველადი თერმოსკრინინგის ჩატარების მიზნით, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, მასთან ერთად პროცესში ჩართული იქნება თავდაცვის სამინისტროს ძალები.

ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - განაცხადა პრემიერმა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 12:07

საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

29 ნოემბერი 2020, 12:02

COVID19

სინგაპურელმა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურელმა ქალმა, რომელიც კორონავირუსით მარტში, ორსულობის დროს დაინფიცირდა, გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩემი ექიმი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ანტისხეულები ბავშვს ორსულობის პერიოდში გადავეცი“, - განაცხადა დედამ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.

29 ნოემბერი 2020, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 683 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 26 683 ადამიანს დაუდასტურდა, 459 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2 269 316 ადამიანს დაუდასტურდა, 39 527 კი გადაიცვალა.

29 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,978 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 12,978 ადამიანს დაუდასტურდა, 120 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 722,679 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,213 პაციენტი ემსხვერპლა, 339,378 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

29 ნოემბერი 2020, 11:41

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

კამპანიას უერთდებიან პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები. საქართველოს მასშტაბით, კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელე-სკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.

ნეიმარი

29 ნოემბერი 2020, 11:40

სპორტი

ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა

ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა. აქამდე მხოლოდ შვედი იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც ლიგა 1-ში 50 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა, 59 შეხვედრის გამართვა დასჭირდა. გუშინ კი, ნეიმარმა ჩემპიონატში 50-ე ბურთი თავის 58-ე მატჩში გაიტანა.

29 ნოემბერი 2020, 11:28

რეგიონი

ქედაში ჩხავერის რთველი მიმდინარეობს

,,ქედაში აქტიურად მიმდინარეობს ჩხავერის რთველი. ჩხავერი ქედისთვის, აჭარისთვის იქცა ერთ-ერთ პერსპექტიულ ჯიშად. ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა სოფლის მეურნეობამ ადგილზე შეძლოს მეტი შემოსავლის გენერირება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 11:15

სპორტი

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩს ცვლილებებით ხვდება. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა თამაზ მჭედლიძე და სოსო მათიაშვილი. მჭედლიძისთვის ეს მე-60 სანაკრებო შეხვედრა იქნება, კაპიტანი მერაბ შარიქაძე კი ეროვნული გუნდის რიგებში 70-ე თამაშს ჩაატარებს. „უელსთან“ შეხვედრის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. ირლანდიასთან თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს.

ვიოლეტა ტოვკესი

29 ნოემბერი 2020, 11:13

მსოფლიო

კიევში ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს

ტელეარხ NewsOne-ს კორესპონდენტს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. ინციდენტი 28 ნოემბერს კიევში მოხდა. ვიოლეტა ტოვკესი სატელევიზიო ჩართვაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აშუქებდა, როდესაც მასთან ახალგაზრდა კაცი მიიჭრა, მიკროფონი წაართვა და ხელი ჰკრა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 11:13

COVID19

კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 802 გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

29 ნოემბერი 2020, 11:09

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 943 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 943 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-167, იმერეთში-190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში-181, აჭარაში-56, იმერეთში-37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311-თბილისში, 2 058- აჭარაში, 284-იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

29 ნოემბერი 2020, 11:05

COVID19

კახეთში კოვიდინფიცირების 76 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 76-ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 3,658-ს მიაღწია. რეგიონში ეპიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა-255, გურჯაანი-704, დედოფლისწყარო-326, თელავი-1030, ლაგოდეხი-472, საგარეჯო-355, სიღნაღი-214 და ყვარელი-303.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 132,368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110,049-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,230 მოქალაქე.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

29 ნოემბერი 2020, 10:51

COVID19

ბრიტანეთმა Moderna-ს კიდევ 2 მილიონი ვაქცინის დოზა შეუკვეთა

ბრიტანეთის მთავრობამ ამერიკულ კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 2 მილიონი დოზა შეუკვეთა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს. ჯამში გაერთიანებული სამეფო „მოდერნასგან“ 7 მილიონ დოზას მიიღებს, რაც 3,5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.

29 ნოემბერი 2020, 10:40

სამართალი

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

29 ნოემბერი 2020, 10:38

მსოფლიო

ცხოველთა უფლებების დამცველებმა 45 ძაღლი გადაარჩინეს, რომლებსაც ჩინეთის ხორცის ბაზრობებზე ყიდიდნენ

ძაღლები ნიუ იორკში ჩაიყვანეს, სადაც მათ ახალი პატრონები დახვდნენ. ცხოველების უფლებების დამცველებმა ძაღლები ხორცის ბაზრობებზე გაყიდვას უკვე მეორედ გადაარჩინეს. 27 ნოემბერს მათ აშშ-ში 34 ძაღლი ჩაიყვანეს.

29 ნოემბერი 2020, 10:36

COVID19

იაპონიაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2,688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კახი კავსაძე

29 ნოემბერი 2020, 10:33

COVID19

კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. კახი კავსაძეს კორონავირუსი დადუდასტურდა. გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, რომ ის ჰოსპიტალიზებულია.

29 ნოემბერი 2020, 10:25

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 14,611 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14,611 ადამიანს დაუდგინეს, 158 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1,042,700 შემთხვევა გამოვლინდა, 16,123 ადამიანი გარდაიცვალა.