imedi /  31 მარტი 2020, 14:13 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა გამოვიყენოთ

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ საკითხზე დღეს საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება და დეტალები საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

„ახალი ალგორითმი მზად არის. დღეს იგეგმება საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ლაბორატორიისა და კლინიკების ექსპერტების ჯგუფი კიდევ ერთხელ გაივლის ყველა დეტალს და შევთანხმდებით. ხვალიდან უკვე ალგორითმი მიიღებს ფორმალურ სახეს, მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული, იქ დეტალურადაა განსაზღვრული რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში და რა ეტაპზე უნდა იქნას გამოყენებული. ამდენად ეს დეტალები ხვალ შეგვიძლია, გავუზიაროთ საზოგადოებას,“ - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 15:54

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საცხობები და საკონდიტროები არ დაიხურება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საცხობები და საკონდიტროები საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეზღუდვების სიაში არ შედიან. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ობიექტები გატანის სერვისზე მუშაობენ და ადგილზე არ ხდება მომსახურეობა და სწორედ ამიტომ მათი მუშაობა არ შეიზღუდება.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 15:54

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმები მხოლოდ სამუშაო ადგილებზე არ ინფიცირდებიან

ძალიან ბევრმა კლინიკამ აკრძალა ერთობლივი სადილობა, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების მიზეზად ითვლებოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ექიმების ინფიცირებაზე საუბრისას განაცხადა

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 15:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა კრიტერიუმების საფუძველზე დაწესდა შეზღუდვები ამა თუ იმ ქალაქში

მნიშვნელოვანია იმის განმარტება, თუ რას ემყარებოდა ის გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზეს საბჭოს. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა განგვესაზღვრა, თუ რომელ ქალაქებში უნდა დაწესებულიყო შეზღუდვები, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი 2020, 15:41

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა დამატებითი ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ გეგმავს

„იცით, რომ უახლოეს დღეებში შევალთ პარლამენტში. მომდევნო წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის შენარჩუნება გვიწევს, შესაბამისად, ეს იქნება დაფინანსების წყარო. თანხები, რომლებიც წელს მოვიზიდეთ და უკვე ხელმოწერილი გვაქვს, სრულად ჰყოფნის ამ სფეროების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული ახალი მოლაპარაკებები ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება. გადაუდებელი თანხები, 1.5 მილიარდი რაც წელს მოვიზიდეთ ამ კრიზისზე რეაგირებისთვის, მსგავსი მომდევნო წელს არ დაგვჭირდება, რადგან ეს თანხები მეტობით გვქონდა მობილიზებული და გავაგრძელებთ ხარჯვას. თუმცა, ვალების შემცირებას იმ ტემპით ვერ დავიწყებთ, როგორც გვინდა, რომ დავიწყოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ნათია თურნავა

26 ნოემბერი 2020, 15:39

COVID19

ნათია თურნავა: გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა - საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს

გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში ვინც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:32

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, დავიცვათ დისტანცია და ისე გამოვხატოთ

არავინ არავის არ უკრძალავს და არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა

26 ნოემბერი 2020, 15:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: აუცილებელი შეზღუდვები არის ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი

შეზღუდული ეკონომიკის სექტორები, შეზღუდული ბიზნესები სრულად არ ჩერდება, გამონაკლისია მხოლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, არამედ გადადის საქმიანობის სხვა ფორმებზე, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. „მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებთ. ესეც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ვაჭრობის ობიექტები გადავლენ ონლაინ ვაჭრობასა და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად არიან მომზადებულები. საბითუმო ვაჭრობა გრძელდება, გრძელდება სხვა სამეწარმეო საქმიანობა. ისევ და ისევ, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ აუცილებელი შეზღუდვები არის კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:27

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ პასუხისმგებლობა დააკისრა

„ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა, როდესაც შესაბამის შეკითხვას უპასუხა

ნათია თურნავა

26 ნოემბერი 2020, 15:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეზღუდვების აუცილებლობა სახეზეა და საზოგადოებაშიც მომწიფდა ამის მოლოდინი

შეზღუდვების აუცილებლობა სახეზეა და საზოგადოებაშიც მომწიფდა იმის მოლოდინი, რომ ნეგატიური ტენდენციის შესაცვლელად შეზღუდვების დაწესება გვიწევს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

26 ნოემბერი 2020, 15:19

COVID19

მიხეილ ჩხენკელი: პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა

„სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. შესაბამისად, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება მედიცინის აკადემიური პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:15

COVID19

პრემიერი დეპუტატების შეკრებაზე: ზოგი კერძო მანქანით შეიკრიბება, ზოგი ველოსიპედით, არ მგონია შეზღუდვები მათთვის პრობლემა იყოს

დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემის გარეშე. არანარი შეზღუდვა გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:11

საზოგადოება

გიორგი გახარია: შეზღუდვების პირველ შედეგებს იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ ვიგრძნობთ

„ამ შეზღუდვების შედეგებს ჩვენი მოქალაქეები, ჯანდაცვის სისტემა, თითოეული ჩვენგანი 4-5 კვირის შემდეგ ვიგრძნობთ. ეს იქნება უმნიშვნელო შეღავათი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ამ შეზღუდვების მნიშვნელობა. ეს არ არის „ლოკდაუნი“. წარმოება, ყველაფერი მუშაობს, აქ საუბარია არასაბაზისო პირველადი მოთხოვნების სერვისებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

პრემიერი: ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად პარლამენტში გასული პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის შესრულებაში იყვნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება და ვიღაც თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დავტოვოთ დაფინანსების გარეშე ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:00

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პირველი ტალღის პირობებში, ყველა ვაკონტროლებდით თუ რამდენი ადამიანი იყო ერთ სივრცეში, გვერჩივნა გარეთ დავლოდებოდით რიგს, ეს ყველაფერი აღსადგენია

ეს არ არის რთული შეზღუდვები, ყელას გვახსოვს, რომ პირველი ტალღის პირობებში, ორგანიზაციებიც და ადამიანებიც ვაკონტროლებდით, თუ რამდენი ადამიანი იყო ერთ სივრცეში, გვერჩივნა გარეთ დავლოდებოდით რიგს, ეს ყველაფერი აღსადგენია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვერც ერთმა ქვეყანამ კორონავირუსის წინააღმდეგ, დისტანციაზე, პირბადესა და მობილობის დავარდნაზე უკეთესი ხერხი და რეფორმა ვერ მოიგონა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:00

საზოგადოება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებს არ შეეხება

საქართველოში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებასაც შეეხო, თუმცა ეს შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში არ იმოქმედებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, რომლის შემდეგაც დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:57

პოლიტიკა

პრემიერი: არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა ადამიანთა იმ რაოდენობით, რომლებიც მივიდნენ და ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას მისცეს

„არავინ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით აბსოლუტურ ციფრებში იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში, ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ: მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივნისში, ივლისსა და აგვისტოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:53

საზოგადოება

სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება

სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:53

საზოგადოება

პრემიერის თქმით, ტაქსებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შეზღუდვა იმოქმედებს - პირბადის ტარება

„ტაქსებთან მიმართებით, არანაირი შეზღუდვა არ იმოქმედებს, გარდა პირბადის ტარებისა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:47

ეკონომიკა

პრემიერმა განმარტა, რა დაუჯდება სახელმწიფოს დახმარების მეოთხე ტალღის პაკეტი

„დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების, სახელმწიფოს დაუჯდება 1,1 მილიარდი ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დღეს“, - განაცხადა პრემიერმა.

26 ნოემბერი 2020, 14:44

საზოგადოება

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება

„საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და უმრავლეს სოციალურ ჯგუფზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები, როგორ ელექტროენერგიის, ასე ბუნებრივი აირის გადასახადი დაიფარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.