imedi /  31 მარტი 2020, 14:45 / სანდო წყარო

ბელგიაში კორონავირუსით კიდევ 192 ადამიანი დაიღუპა

ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 192 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 705-მდე გაიზარდა. გამოვლენილია ინფიცირების 876 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 12 700-ს აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 00:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ შევიქმნათ ილუზია, რომ შეზღუდვებს ზეგ და მაზეგ შედეგი მოჰყვება, შეზღუდვების მთავარი დანიშნულებაა, ინიფიცირების ზრდის შეჩერება

არ შევიქმნათ ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინიფიცირების ზრდა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

27 ნოემბერი 2020, 00:00

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დღესასწაულები ერთმანეთს „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ

„როდესაც სამმილიონნახევრიან ქვეყანაში არის დაავადების ყველაზე მეტი გავრცელება, 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაგვეცვალა და ყოველდღე გარდაცვალების მაჩვენებელი 30-40-ს შორისაა, ეს არის ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზღვარი, როცა შეუძლებელია ჩვენმა ქვეყანამ მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით მეტს გაუძლოს. მე მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში ვერ ვხედავ. ღმერთმა ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთსა და ნათესავებს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური და 2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მე მეგონა ამასაც ვერ გაუმკლავდებოდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ტრაგედია არ არის. ვაივაგლახით ვუმკლავდებით ჩვენ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა ამას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ყველამ კარგად დაინახა, რასაც იტყუებოდნენ - ადამიანები რევოლუციას არ გაყვნენ

ყველამ კარგად დაინახა, რასაც იტყუებოდნენ და შედეგიც ის არის, რამდენი კაციც გამოიყვანეს ქუჩაში. პრაქტიკულად, ადამიანები რევოლუციას არ გაყვნენ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ განაცხადა.

გური სულთანიშვილი

26 ნოემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: გიგა ბოკერია და გიგი უგულავა შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობენ შიდაპარტიულ საქმეებზე

გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობენ შიდაპარტიულ საქმეებზე და ამასთანავე, მთლიანად მიშას ნარატივში არიან, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია სააკაშვილის მესიჯბოქსს იმეორებენ ბოლომდე.

ვლადიმერ ბოჟაძე

26 ნოემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 98 ათასი ხმა დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან

„ყველა პარტიას საკუთარი მიზეზი აქვს, ილაპარაკოს არჩევნების გაყალბებაზე. „ევროპულმა საქართველომ“ 2016-ში 21 მანდატი მოიპოვა. ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე. პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ განაცხადეს, რომ გაემიჯნენ ამ პროცესს. 21 ნაცვლად ახლა მიიღეს მხოლოდ 4 მანდატი და მეხუთე გაუნაწილებელი მანდატი, რომელიც აჩუქა სისტემამ. გიგა ბოკერიას მთელი ამოცანა იყო, რომ მინიმუმ სააკაშვილზე მეტი ხმები აეღო. ეს ამოცანა იყო 2016-დან დაწყებული. ვინც დაიჯერა, რომ ეს ხალხი არაფერ შუაში იყო და მშა იყო ყველაფერი გამფუჭებელი 9 წლის განმავლობაში და რა მიიღო მაშინ ამომრჩეველმა? ერთი კვირის თავზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადება, რომ მხარს უჭერდნენ გრიგოლ ვაშაძეს. 98 ათასი ხმა 2 წლის განმავლობაშ დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებას აჩვენა, ისინი კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან და არაფრით მისგან არ განსხვავდებიან“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2020, 23:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა

პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა იმ პარტიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 340 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

26 ნოემბერი 2020, 22:58

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 12 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 337 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 22:51

საზოგადოება

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და ნონა გაფრინდაშვილზე წერს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილზე წერს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, მადლიერების დღეს იხსენებენ და მადლობას უხდიან ნიჭიერ და გაბედულ ადამიანებს, რომელთა მიღწევებითაც ქვეყანა ამაყობს. „ასეთი გახლავთ ლეგენდარული ქალი ნონა გაფრინდაშვილი, რომლის გაცნობაც გადავწყვიტეთ თქვენთვის. ის გახლავთ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1978 წელს გროსმეისტერის ტიტული მიანიჭა“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის

ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში ქვეყანა პირველ ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია.

26 ნოემბერი 2020, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 181 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 181 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

26 ნოემბერი 2020, 22:27

COVID19

სერბეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 21:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: რეალურად, ყოველდღიურად კორონავირუსის 8-დან 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს

რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიმპტომური ან მსუბუქი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ არის, რეალურად ეს მონაცემები 3-ჯერ მეტია.

26 ნოემბერი 2020, 21:49

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხორვატიაში 28 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხორვატიაში 28 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

მარინა კალიურანდი

26 ნოემბერი 2020, 21:30

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ქართველმა ხალხმა არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მოუსმინოს

ჩემი რჩევა ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუსმინოს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს უნდა მოუსმინოს“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 21:25

მსოფლიო

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

26 ნოემბერი 2020, 21:07

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17 555 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 555 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 498 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

26 ნოემბერი 2020, 21:04

საზოგადოება

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და მემანქანეების ინფიცირებასთან კავშირში არ არის

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება.

მარინა კალიურანდი

26 ნოემბერი 2020, 20:53

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ძალიან გთხოვთ, აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ, შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში

ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი კოლეგების მიმართ ასეთია - ძალიან გთხოვთ აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ და ძალიან გთხოვთ შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

26 ნოემბერი 2020, 20:49

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 003 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 822 ადამიანი გარდაიცვალა.