IMEDI /  01 აპრილი 2020, 00:41 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: 800 თანამშრომელი დარჩა ციხეში პატიმრებთან ერთად, ეს არის უპრეცედენტო

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ჩვენ კვირას დილით, რაკი ვნახეთ, რომ შიდა გავრცელება დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში, გადავედით ციხეების მართვის ახალ ეტაპზე, ჩვენ ეს მანამდე შევიმუშავეთ. შერჩეული გვყავდა საკადრო რესურსიც და მოწყობილი გვქონდა სახელდახელოდ თითოეულ დაწესებულებაში საყაზარმე სივრცე - - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანმა განმარტა, რომ პატიმრები ციხეში თავს დაცულად გრძნობენ. მისი თქმით, ეს უწყების გამართულად მუშაობის ნიშანია.

“ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. ჩვენ არ ვართ ჯარი. ციხის თანამშრომელი როდესაც სამი დღე ისვენებს და შემდეგ მიდის სამორიგეოდ დღე-ღამის განმავლობაში ციხეში, ის რა თქმა უნდა იქ არ ცხოვრობს, როგორც ეს არის ჯარისკაცის ყოფა. ამიტომ ჩვენ სპეციალურად მოვაწყვეთ სივრცეები და კვირას დილით 800 თანამშრომელი გამოცხადდა სამსახურში და დარჩა ციხეში პატიმრებთან ერთად. რა თქმა უნდა ისინი არ არიან თავისუფლება აღკვეთილი პირები, მათ ყველა უფლება უნარჩუნდებათ რაც თავისუფალ ადამიანს აქვს, მაგრამ ის ნებაყოფლობითი ჟესტი, მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება რაც მათ აჩვენეს, რომ არ გახდნენ ვირუსის შემტანები ციხეში, ამიტომ დარჩნენ პატიმრებთან ერთად, ეს არის უპრეცენდენტო.

პატიმრები უფრო დაცულად გრძნობენ თავს, უკვე წამოვიდა პირველი რეაქციები, რომ ჩვენ აქ დაცულები ვართ და გარეთ როგორ იქნება საქმეო. ეს ჩემთვის როგორც უწყების ხელმძღვანელისთვის, უკვე არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ ამ ეტაპისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ პატიმრებისა და თანამშრომლების დაცვისთვის. თუმცა ვირუსის მოქმედებების შეცვლის მიხედვით შეიძლება ჩვენი მოქმედებებიც შეიცვალოს და მომავალში კიდევ ახალი საჭიროებები გაგვიჩნდეს“ - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2020, 09:34

სპორტი

თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაკარგა

თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ლიდერობა დაკარგა. კახა ჩხეტიანი ქუთაისში „ტორპედოს” სხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დაუპირისპირდა და მეხუთე ტურის ცენტრალური თამაში „ტორპედოსა” და „დინამოს” შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.

13 ივლისი 2020, 09:20

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ხომალდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ინციდენტი სან-დიეგოს სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე მოხდა. გავრცელებულიინფორმაციით, ხანძარს წინ ძლიერი აფეთქება უძღოდა. ინციდენტის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

13 ივლისი 2020, 09:09

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან მგზავრები მგზავრობას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ.

ბენჯამინ კიო

13 ივლისი 2020, 09:00

კულტურა

ელვის პრესლის შვილიშვილმა თავი მოიკლა

27 წლის ბენჯამინ კიოს ცხედარი კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. პოლიციამ სუიციდის ვერსია უკვე დაადასტურა. ბენჯამინი ელვის პრესლის ქალიშვილის, ლიზა პრესლის ვაჟი იყო. ის მუსიკით იყო გატაცებული და თავის ბაბუას გარეგნულად ძალიან ჰგავდა.

Lil Marlo

13 ივლისი 2020, 08:52

კულტურა

აშშ-ში რეპერი Lil Marlo მოკლეს

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ცნობილი რეპერი მოკლეს. 30 წლის Lil Marlo-ს ცხედარი პოლიციამ მის მანქანაში აღმოაჩინა. მას დაუდგენელმა პირებმა ესროლეს. პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენას ცდილობს. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

13 ივლისი 2020, 08:47

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი დღეიდან იწყება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, 20 აგვისტოს ნაცვლად პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

გიორგი შაქარაშვილი

13 ივლისი 2020, 08:39

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება

გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, სავარაუდოა, რომ საგამოძიებო უწყებამ ხელახალი კომპლექსური, ან კომისიური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს, რათა დაზუსტდეს ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა სპორტსმენი. ამასთან, მირიან ნიკოლაძე „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი ექვსივე ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

13 ივლისი 2020, 08:26

სამართალი

ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩება. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. კაცს, სავარაუდოდ, ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

13 ივლისი 2020, 08:17

პოლიტიკა

დღეიდან პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომები იწყება

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

13 ივლისი 2020, 08:12

საზოგადოება

დღეს ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად სარეპატრიაციო რეისების მეორე ეტაპი იწყება. ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი შემოწმების შემდეგ სხვადასხვა საკარანტინო ზონაში გადანაწილდებიან.

13 ივლისი 2020, 08:03

კულტურა

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია

თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ ფესტივალებისა თუ სხვა სახის ღია წვეულებების ორგანიზატორები ამ სიახლეს მიესალმებიან, თუმცა, მათი თქმით, ამ შეზღუდვის მოხსნის პარალელურად, არსებობს 2-მეტრიანი დისტანციის პრობლემაც, რადგან შეუძლებელია ბევრი სტუმრის გაკონტროლება და ისინი იმედს იტოვებენ, რომ მოქალაქეები დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი

13 ივლისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდება

ნიკოლა პელტცმა რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, მათ შორის „ტრანსფორმერების“ ორ ნაწილში ითამაშა. მისი მამა, ნელსონ პელტცი კი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მისი ქონება 1, 72 მილიარდ დოლარად ფასდება.

ლატარეა ბილეთი

13 ივლისი 2020, 00:46

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ქალმა ლატარიაში 50 მილიონი მოიგო, მაგრამ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს

„სიმართლე გითხრათ, საღად ვერ ვაზროვნებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მუშაობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა გამარჯვებულმა. ის ასევე მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ ახალბედებს უმართლებს.

Nude With Joyous Painting

13 ივლისი 2020, 00:33

კულტურა

როი ლიხტენშტეინის ნახატი აუქციონზე $46,2 მილიონად გაიყიდა

უცნობმა კოლექციონერმა მასში 46,2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ტილო მხატვარმა 1994 წელს, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე შექმნა. ნახატი მას ე.წ. „წერტილების ტექნიკით“ აქვს შესრულებული.

13 ივლისი 2020, 00:28

სამართალი

თბილისში, მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი პირი დაშავდა

თბილისში, აღამაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასურეთი რეაბილიტაცია

13 ივლისი 2020, 00:06

რეგიონი

როგორია რეაბილიტირებული გერმანულ-ქართული სოფელი ასურეთი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მე-19 საუკუნის გერმანული ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია. პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს აღემატებოდა.

უილ სმიტი
ჯეიდა პინკეთ სმიტი

13 ივლისი 2020, 00:04

ტაბლოიდი

უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესვენება აგვეღო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვერკვია თუ რა გვაბედნიერებდა“, - აღნიშნა სმიტმა. სწორედ ამ დროს ჯადას ალსინი მისმა შვილმა გააცნო და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო.

ანჯეი დუდა

12 ივლისი 2020, 23:45

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჯეი დუდა ლიდერობს

დუდას ხმა ამომრჩევლის 50.4%-მა მისცა. მისი მოწინააღმდეგე ვარშავის მერი, რაფალ ტშასკოვსკი იყო.

თემქა აფეთქება

12 ივლისი 2020, 23:31

სამართალი

თბილისში, თემქაზე აფეთქება მოხდა

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

კახა ბექაური

12 ივლისი 2020, 23:14

ეკონომიკა

კახა ბექაური გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს: ინფორმაცია, რომ ორმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ ქართული ბაზრის დატოვება ბოლო წლების განმავლობაში გადაწყვიტა სიმართლე არ არის

„ორი ე.წ. „ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი 1თელიასონერაა“, მეორე კი - „ვიონი“ ანუ „ბილაინი“. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება „თელიასონერას“, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი, ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. „თელიასონერას“ საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან მათი აზრით საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. „თელიასონერა“ მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს“, - წერს ბექაური.