imedi /  01 აპრილი 2020, 14:08 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: საპენსიო შენატანების შეჩერება ამ ეტაპზე არ იგეგმება

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილმა განმარტა, იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში საპენსიო შენატანების შეჩერება. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ იგეგმება, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

„ამ ეტაპზე ეს ზომა არ არის გათვალისწინებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ უნდა შევაფასოთ, პირველ რიგში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება დაკარგონ სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ახლა, ამ ეტაპზე იქნება სპეკულაციური და რეალობასთან შეუსაბამო. პირველ რიგში, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკვე დაახლოებით მილიარდ 200 ათასის პაკეტი შევთავაზეთ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და ბიზნესისთვის შეთავაზებული პაკეტი იყო მიმართული სწორედ იმისკენ, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. ვინაიდან ჩვენ ჯერ ამ საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებით მხოლოდ დაახლოებით ერთი თვე, იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის, რომ არ გაუშვას სამსახურიდან თავისი კვალიფიცირებული პერსონალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ ადამიანების რაოდენობას და არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და, შესაბამისად, ჩვენ ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა ზომების მიღება ან რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო მინიმალური საჭიროებები“, - განმარტა ცქიტიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5 106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

მაიმუნები

30 მაისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ინდოეთში მაიმუნებმა ლაბორატორიიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზები მოიპარეს

ინდოეთში, დელის მახლობლად მდებარე ქალაქ მეერუტში მაიმუნები სამედიცინო კოლეჯის ლაბორატორიაში შეიჭრნენ, ერთ-ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს და კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის სისხლის ნიმუშები მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

30 მაისი 2020, 00:40

ეკონომიკა

Forbes-მა კაილი ჯენერი ​მილიარდერების სიიდან გარიცხა

ჟურნალმა Forbes-მა ამერიკელი მოდელის, კაილი ჯენერის ქონება გადააფასა. გამოცემის გათვლებით, მისი კაპიტალი $900 მილიონია.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული შეთანხმება, რაც პასუხისმგებლობას გვაკისრებს

არჩევნები, ალბათ, ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, რაზეც შევთანხმდით. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე. ჩვენ გვაქვს 93 მანდატი პარლამენტში და ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა. 2 პარტია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებას, თუმცა ჯერ არავინ იცის, ბოლოს რა მოხდება. თუმცა მათი ხმების გარეშეც არის შესაძლებელი პრაქტიკულად ამ ცვლილებების გატანა - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის ამ 2 სცენარს შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავს. „თუ გვინდა, რომ ეს ცვლილებები გავიდეს და მას მხარს დავუჭერთ, მაშინ 120/30-ზე სისტემით ჩატარდება არჩევნები. თუ ვერ გავიდა აღნიშნული ცვლილება, ეს იქნება მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მათი დანატოვარი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც ასევე ლეგიტიმურია“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

30 მაისი 2020, 00:30

სპორტი

დანიაში გულშემატკივრები საყვარელ გუნდს Zoom-ის საშუალებით ამხნევებენ

დანიაში კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზე „ორხუსსა“ და „რანერს“ შორის მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა საყვარელ გუნდს მხარი Zoom-ის პროგრამის მეშვეობით დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას

„ნიკა მელიასგან დღეს ამ სტუდიაში მოვისმინეთ ტოტალური აღიარება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ანუ ნიკა მელიამ აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი იყო კრიმინალური და კრიმინალები მართავდნენ ამ სისტემას. ამერიკელი სენატორი რიში მოითხოვდა, რომ 2012-ში ეს კრიმინალები არ დაგვეჭირა,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში.

როჯერ ფედერერი

30 მაისი 2020, 00:22

სპორტი

როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში ფედერერმა 106,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 100 მილიონი დოლარი სასპონსორო ხელშეკრულებებზე მოდიოდა, 6,3 მილიონი კი უშუალოდ სპორტულ საქმიანობას უკავშირდებოდა.

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 00:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ სანქციებს დაუწესებს ჩინეთისა და ჰონგ-კონგის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა თავის ადმინისტრაციას იმ გამონაკლისების გაუქმება დაავალა, რომლებიც ჰონგ-კონგთან მიმართებაში განსაკუთრებულ მიდგომას უზრუნველყოფდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2020, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ უწოდა ოპოზიციონერების ნაწილს გოიმები

როდესაც ერთ დღეს ამბობ, რომ გაჟრიალებს რუსეთზე და მეორე დღეს, რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსთან ერთად ზიხარ მაგიდასთან, სწორედ ეს გახლავთ გოიმობა, ანუ უპრინციპობა - პრინციპების სრული უგულებელყოფა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 23:38

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე კომპენსაციებზე: ბაზებს დამუშავება სჭირდებოდა, ეს ხომ არა ვიღაცის ჯიბის ფული, არამედ საბიუჯეტო სახსრებია

ბაზებს სჭირდება დამუშავება, აქ ხომ საუბარია არა ჯიბის ფულზე, არამედ საბიუჯეტო სახსრებზე და გადასახადის გადამხდელის ფულზე, აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა ყოფილიყო ეს ბაზები გადამოწმებული და შედგენილი, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

29 მაისი 2020, 23:26

მსოფლიო

ჩინელი გენერალი ტაივანის დაპყრობას არ გამორიცხავს

„ჩინეთი სამხედრო ძალით დაიკავებს ტაივანს, თუ არ დარჩება სხვა გზა და ტაივანი დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვის“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ლი ცზოჩენმა.

კასპი ფერმერები

29 მაისი 2020, 23:15

რეგიონი

კასპელ ფერმერებს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათები და პროგრამები გააცნეს

შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის გაცნობა გრძელდება. ამჯერად სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი მამუკა ლომსაძე კასპელ ფერმერებს შეხვდნენ და შეკრებილებს ის შეღავათები და პროგრამები გააცნეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 23:02

მსოფლიო

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობებს წყვეტს

აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაურიცხავს. ამის შსახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია

29 მაისი 2020, 23:00

პოლიტიკა

ნიკა მელია: თუკი ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრას დააპირებს, მე მივემხრობი ამ გადაწყვეტილებას

თუკი ვანო მერაბიშვილმა მიიღო მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის ყრის გადაწყვეტილება და მან ეს ნაბიჯი გადადგა, მე პირადად არანაირი უფლება არ მექნება ამ ნაბიჯის წინააღმდეგ წავიდე. არც მორალური არც პოლიტიკური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ნიკა მელია

29 მაისი 2020, 22:56

პოლიტიკა

ნიკა მელია: „ნაცმოძრაობის“ დროს სასამართლო იყო კორუმპირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული

დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში. დამოუკიდებელი სასამართლო არც მეფის რუსეთის დროს გვქონია, არც საბჭოთა კავშირის დროს გვქონია, არც ზვიად გამსახურდიას დროს გვქონია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლო იყო კორუმპირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებულიც. კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ პოლიტიკური განკარგულებების გაცემა ვერა - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, პოლიტიკური განკარგულებებს სასამართლოსთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აღმასრულებელი ხელისუფლება გასცემდა.

დერეკ შოვინი

29 მაისი 2020, 22:53

მსოფლიო

მინესოტაში დაკავებულ ყოფილ პოლიციელს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე მინესოტას შტატის პროკურატურამ ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენა. ამის შესახენ ჰენეპინის ოლქის პროკურორმა, მაიკლ ფრიმენმა განაცხადა.

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილი

29 მაისი 2020, 22:45

პოლიტიკა

ნიკა მელია: სააკაშვილს უკრაინაში ეს შესაძლებლობა განგებამ უბოძა

სააკაშვილი უკრაინაში ახლა ქართველების საქმეს აკეთებს. ეს ბედი მას ხვდა წილად, განგებამ უბოძა ეს შესაძლებლობა. მინდა მჯეროდეს, რომ ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკო

29 მაისი 2020, 22:15

მსოფლიო

ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ბელარუსში პრეზიდენტად ქალს არ აირჩევენ

ბელარუსის მოსახლეობა მზად არ არის იმისთვის, რომ პრეზიდენტად ქალი აირჩიოს. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკის ტრაქტორების ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა. „ჩვენი კონსტიტუცია ქალზე მორგებული არ არის. საზოგადოება ჯერ არ მომწიფებულა იმისთვის, რომ პრეზიდენტად ქალი აირჩიოს. ჩვენ არ ვართ ლიეტუვა, რომლის პრეზიდენტიც დალია გრიბაუსკაიტე იყო, მოვიდა, გაიღიმა და წავიდა, არაფერზე არ ჰქონია პასუხისმგებლობა, რადგანაც იქ საპარლამენტო რესპუბლიკაა. ჩვენთან არ არის საპარლამენტო მმართველობა და პრეზიდენტი იქნება კაცი ძლიერი ძალაუფლებით. ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

29 მაისი 2020, 22:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობით საქართველომ ამ პროცესს წარმატებით გაართვა თავი

დემოკრატია ასე მუშაობს: როცა დარწმუნებული ხარ შენი გადაწყვეტილებების სისწორეში, კარგია. როდესაც ხალხიც დარწმუნებულია შენი გადაწყვეტილებების სისწორეში - ბევრად კარგია, - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

29 მაისი 2020, 22:07

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: აშშ-ის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გულმოდგინედ გამოიძიონ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინესოტაში განვითარებული მოვლენები აშშ-ში ადამიანის უფლებათა სფეროში სისტემურ პრობლემებზე მეტყველებენ.

29 მაისი 2020, 22:02

მსოფლიო

აშშ-ში ახალმა ეპიდემიამ ათასობით კურდღელი იმსხვერპლა

აშშ-ში ახალი ეპიდემია გავრცელდა. ამის შესახებ Smithsonian Magazine იტყობინება. ვირუსმა, რომელიც RHDV2-ის სახელით არის ცნობილი, უკვე იმსხვერპლა ათასობით შინაური და გარეული კურდღელი. მაისის შუა რიცხვებისთვის ეპიდემია ნიუ მექსიკოში, ტეხასში, არიზონაში, კოლორადოში, ნევადასა და კალიფორნიაში დადასტურდა. კურდღლების მასობრივი სიკვდილის შემთხვევები გამოვლინდა მეზობელ მექსიკაშიც. RHDV2 სხვა ცხოველებსა და ადამიანებს საფრთხეს არ უქმნის. ის ფატალურ საფრთხეს მხოლოდ კურდღლებისთვის წარმოადგენს.