imedi /  01 აპრილი 2020, 17:53 / სანდო წყარო

ენდოკრინოლოგი: პანდემიის პერიოდში კვების რაციონში თხილის, ნიგვზის და ნუშის აქტიურად ჩართვა მნიშვნელოვანია

დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში დავამარცხებთ პანდემიას და ამისთვის უღრმესი მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ინფექციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგმა, თამარ ხუციშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდგ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, ზედმეტმა კილოგრამებმა რომ არ გაგვიფუჭოს განწყობა, სჯობს, საპროფილაქტიკო ზომები მივიღოთ.

„ახლა ყველაზე მეტი დრო გვაქვს იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად დავკავდეთ ფიზიკურად. დავიწყოთ 10-წუთიანი ვარჯიშით და ნელ-ნელა გავზარდოთ დრო ნახევარ საათამდე. ეს დადებითად იმოქმედებს როგორც წონაზე, ასევე ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა თამარ ხუციშვილმა.

მისი თქმით, კვებას რაც შეეხება, კონკრეტული პროდუქტების გამოყოფა არ არის სწორი. სხვადასხვა შეფერილობის, სხვადასხვა ნაირსახეობის უნდა იყოს ჩვენი საკვები, რადგან რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება რაციონი, მით უფრო მეტად სასარგებლოა ეს.

„იქნება ხილი თუ ბოსტნეულის ნაირსახეობა, ყველა მათგანში არის შეუცვლელი ნივთიერება და ყველა ეს ნივთიერება გვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში. ინფექციების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცე ვიტამინი, ა ვიტამინი, ბე და დე ჯგუფის ვიტამინები. ძალიან ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს, თხილი, ნიგოზი, ნუში და პანდემიის პერიოდში კვების რაციონში მათი აქტიურად ჩართვა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ცილებთან ერთად, იქნება ეს ცხოველური თუ მცენარეული ცილა“, - განაცხადა თამარ ხუციშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5 106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ბაქო

06 ივნისი 2020, 09:44

COVID19

აზერბაიჯანის მსხვილ ქალაქებში 6 და 7 ივნისს სრული იზოლაციის რეჟიმი იმოქმედებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და ქვეყნის რამდენიმე მსხვილ ქალაქში 6 და 7 ივნისს სრული იზოლაციის რეჟიმი იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბაქოს, სუმგაითის, განჯის, ლენქორანისა და აფშერონის რაიონში მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლა აეკრძალა. დამრღვევებს 58-დან 117 დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ. გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად გასვლაზე და ახლო ნათესავის დაკრძალვაში მონაწილეობაზე კეთდება.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:29

სამართალი

გორში დააკავეს კაცი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში 1982 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:26

სამართალი

ქარელში არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:24

სამართალი

დაკავებულია პირი, რომელიც Facebook-გვერდებზე შეღწევის გზით 25 მოქალაქის კუთვნილ 27 546 ლარს დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ბ. თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატრი კულმუნი

06 ივნისი 2020, 09:16

მსოფლიო

ფინეთის ფინანსთა მინისტრი ტრენინგებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ფინეთის ფინანსთა მინისტრმა კატრი კულმუნიმ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მან ორატორული ტრენინგების საფასური გადასახადის გადამხდელთა ფულით გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დიდი ოცეული

06 ივნისი 2020, 08:53

COVID19

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად $21 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად 21 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ G20-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გამოყოფილი თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, კერძოდ კი, დიაგნოსტიკასა და ვაქცინის შექმნას, ინფიცირებულთა მკურნალობას და სხვადასხვა კვლევას მოხმარდება.

პეკინი

06 ივნისი 2020, 08:43

COVID19

პეკინის ხელისუფლება სამომხმარებლო ვაუჩერების სახით 1,7 მილიარდ დოლარს გასცემს

ჩინეთის დედაქალაქის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სამომხმარებლო ვაუჩერების სახით 12,2 მილიარდი იუანს (1,71 მილიარდი დოლარს) გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს ზომები პეკინში 6 ივნისს დაწყებული „მოხმარების სეზონის“ ნაწილს წარმოადგენს და მისი მიზანი კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული სამომხმარებლო ხარჯების გაზრდაა.

ჯო ბაიდენი

06 ივნისი 2020, 08:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა არჩევნებზე კანდიდატურის დასაყენებლად საკმარისი რაოდენობის დელეგატების ხმები დააგროვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყენებლად საკმარისი რაოდენობის დელეგატების ხმები დააგროვა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 08:19

COVID19

გასულ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამივე შემთხვევა იმპორტირებულია. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 83 030 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 78 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 634 კი გარდაიცვალა.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივნისი 2020, 08:15

COVID19

აშშ-ის შემდეგ ჯანმოს დატოვება ბრაზილიასაც სურს

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა აშშ-ის მსგავსად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება შეწყვიტა და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა ბრაზილიამაც მიიღოს.

06 ივნისი 2020, 01:05

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს წევრი ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპროტესტო აქციების გასაკონტროლებლად სამხედროების გამოყენებას გეგმავს.

06 ივნისი 2020, 01:04

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

კიმ კარდაშიანი კანიე უესტი

06 ივნისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

The Sun: კიმ კარდაშიანს კანიე უესტისგან ცალკე ცხოვრება სურს

ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი მეუღლე, რეპერი კანიე უესტი ერთმანეთისგან დაიღალნენ და ცალ-ცალკე ცხოვრება სურთ. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, კიმ კარდაშიანს ქმრისგან ცალკე სულ მცირე კარანტინის დასრულებამდე სურს, ვინაიდან „ადრე ისინი ამდენ დროს ერთად არ ატარებდნენ“. თუმცა გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად ტელევარსკვლავს რეპერთან განქორწინება არ სურს.

ჯორჯ ფლოიდი

06 ივნისი 2020, 00:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ამერიკის მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია

აშშ-ს მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია. ამის შესახებ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ახალგაზრდობასთან ვირტუალური შეხვედრისას განაცხადა, რომელიც პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის თემას მიეძღვნა. „ნუთუ ჩვენ ვთვლით, რომ არ შეიძლება უკეთესი ქვეყანა გვქონდეს?! არ მგონია მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობდეს. ალბათ მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია, მაგრამ ჩვენ, როგორც ქვეყანა, ასეთი არ ვართ. მოსახლეობის უმეტესობა ღირსეული ადამიანია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აბდელმალეკ დრუკდალი

06 ივნისი 2020, 00:41

მსოფლიო

მალიში სპეცოპერაციის დროს ფრანგმა სამხედროებმა „მაღრიბში ალ-ქაიდას“ ლიდერი გაანადგურეს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორანს პარლის განცხადებით, მალიში 3 ივნისს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს „მაღრიბში ალ-ქაიდას“ ლიდერი, აბდელმალეკ დრუკდალი იყო ლიკვიდირებული.

06 ივნისი 2020, 00:29

COVID19

იაპონელმა მეცნიერებმა კორონავირუსთან საბრძოლველად „ჭკვიანი მაისური“ შექმნეს

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მაისური, რომლის საშუალებითაც ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დისტანციურად დააკვირდებიან. ამის შესახებ გამოცემა Asahi Shimbun-ი წერს. „ჭკვიანი მაისური“ კომპანია Mitsufuji-მ შექმნა. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, ის ადამიანის პულსს, სუნთქვას და ჯანმრთელობის სხვა მონაცემებს ზომავს, შემდეგ კი ამ ინფორმაციას ექიმების სმარტფონებზე აგზავნის.

06 ივნისი 2020, 00:28

მსოფლიო

უკრაინაში შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

კიევში უმაღლესი რადის შენობასტან საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა შს მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომა მოითხოვეს. აქციაში მონაწილეობას სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმის,“ „მემარცხენე სექტორისა“ და მოძრაობა „კიევ პრაიდის“ აქტივისტებიც იღებდნენ. ავაკოვის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ ტარდება, რაც რამდენიმე პოლიციელს კაგარლიკის განყოფილებაში დაკითხვაზე მიყვანილი ქალის გაუპატიურებასა და წამებაში დასდეს ბრალი. ავაკოვის ოპონენტები აცხადებენ, რომ 6 წლის განმავლობაში ავაკოვმა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები ვერ აღმოფხვრა, ვერ გაატარა რეფორმები და ქვეყანაში წესრიგის დაცვა ვერ შეძლო.

06 ივნისი 2020, 00:24

საზოგადოება

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპის წარმოების გამო, 6-დან 20 ივნისამდე, ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

06 ივნისი 2020, 00:21

მსოფლიო

გამდიდრებული ურანის მარაგებმა ირანში დაშვებულ ლიმიტს 8-ჯერ გადააჭარბა

ირანში გამდიდრებული ურანის მარაგებმა 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ ლიმიტს დაახლოებით 8-ჯერ გადააჭარბა. ამის შესახებ გაეროს ექსპერტთა მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამდიდრებული ურანის მარაგები ირანში 1571,6 კილოგრამს შეადგენს, მაშინ, როდესაც შეთანხმებით მხოლოდ 202.8 კილოგრამია დაშვებული. ანგარიშის თანახმად, ირანი ურანს 4.5 %-მდე ამდიდრებს, ნაცვლად ნებადართული 3.67 %-ისა. ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ ირანი ორ ბირთვულ ობიექტზე საერთაშორისო ექპერტებს არ უშვებს, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ ამ ობიექტებზე შესაძლოა არადეკლარირებული ბირთვული მასალები ინახებოდეს.

06 ივნისი 2020, 00:05

COVID19

ჯანმო: 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, 60 წელს ზემოთ ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ. შესაბამის რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა. „იმ რაიონებში, სადაც ვირუსის გავრცელება ფიქსირდება, 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც სიმპტომები აღენიშნება, პირბადეები უნდა ატარონ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია“, - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.