imedi /  01 აპრილი 2020, 18:45 / სანდო წყარო

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პრინცმა ჩარლზმა ბრიტანელებს მიმართა

პრინცი ჩარლზი

პრინცი ჩარლზი

კორონავირუსისგან განკურნებულმა დიდი ბრიტანეთის ტახტის 71 წლის მემკვიდრემ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, COVID 19-ის დამარცხების მიუხედავად პრინცი და მისი 72 წლის ცოლი კამილა იზოლაციაში იმყოფებიან და სოციალურ დისტანციას იცავენ.

„ეს უცნაური, გამაღიზიანებელი და ხშირად ამაღელვებელია, როცა ოჯახის წევრების და მეგობრების გვერდით ყოფნა შეუძლებელი ხდება, ცხოვრების ჩვეული წესი უეცრად იცვლება. ამ უპრეცედენტო დროს, მე და ჩემი ცოლი გამუდმებით ვფიქრობთ მათზე, ვინც ახლობლები ასეთ რთულ და ანომალურ ვითარებაში დაკარა და მათზე, ვისაც ავადმყოფობის, იზოლაციის და მარტოობის გადატანა უწევთ“, - აღნიშნა ჩარლზმა.

კორონავირუსი პრინც ჩარლზს 25 მარტს დაუდგინეს. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე სულ რაღაც 5 დღეში გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით

რაღაც მოდელები თანამშრომლობის ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ. ასევე, სახელმწიფოს რეზერვების შექმნის, უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, გარკვეული სქემები უკვე აქვს. დაგროვილი რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. იმ ნაწილს, რაც შეეხება სასურსათო უზრუვნელყოფას ქვეყნის - აქ არანაირი პრობლემა იქნება. როგორც ამ კრიზისის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. დაახლოებით 1-2 საათი რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლებზე იყო პატარა დეფიციტი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები, ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა. უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში მეორე ტალღისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:22

COVID19

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, გამონაკლისის სახით, 2019 წლის ბოლო 6 თვის შემოსავლებით იხელმძღვანელებენ

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, გამონაკლისის სახით, მთავრობა წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებული შემოსავლების მიხედვით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

27 მაისი 2020, 17:22

COVID19

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკომისია 750 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკომისია 750 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:17

ეკონომიკა

გიორგი გახარია: მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე და ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ

ბიუჯეტის წარდგენის, ასევე პარლამენტის რეგლამენტის მიერ განსაზღვრული თარიღები არსებობს, მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დეპუტატ რომან კაკულიას კითხვას, რომელიც ბიუჯეტის პარამეტრებზე შეეხებოდა.

გია ვოლსკი

27 მაისი 2020, 17:12

პოლიტიკა

გია ვოლსკი ლუგარის ლაბორატორიაზე: რუსეთის მხრიდან ეს არის პოლიტიკური მუქარა, სანქციებს მიმართოს საქართველოს წინააღმდეგ

საქართველო არა თუ შემჩნეული არ არის, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ საფრთხეს, რომელზეც რუსეთი საუბრობს. ვფიქრობ, ეს მაინც არის პოლიტიკური მუქარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელისუფლების მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებზე.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:09

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თუ ვინმეს ვაწყენინეთ - ბოდიში

„ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების გვესმის, რატომ არ ვიყავი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა ამასაც თავიდანვე ვუპასუხებ - ეს რეგლამენტი არის თქვენი მიღებული და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები, ჩვენ ამ დროს მერწმუნეთ, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ამისთვის ცალკე ბოდიში. კიდევ ვიმეორებ, რეგლამენტი ამას ითვალისწინებს და ჩვენ არაფერი დაგვირღვევია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:08

პოლიტიკა

პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას გამორიცხავს

„​არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის ჩვენ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდე როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვან ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციული ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების არ იმუშავებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:03

საზოგადოება

გიორგი გახარია უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს დიასპორის დღეს ულოცავს

„მოგეხსენებათ, დღეს დიასპორის დღეა და ჩვენს ყველა თანამემამულეს, რომელიც დღეს ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობს და სად ცხოვრობს, მინდა, მათ ეს დღე მმივულოცო. განსაკუთრებით ასეთი გლობალური კრიზისის პირობებში, თითოეულ მათგანს მინდა დავპირდე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამშობლოში ცხოვრების შესაბამისი, ღირსეული პირობები შევქმნათ“.

თენგიზ ცერცვაძე

27 მაისი 2020, 17:00

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას

„მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად, არც ერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც ერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არც ჩემი გატაცებაა და არც ჩემი საქმე“, - განმარტა ცერცვაძემ.

27 მაისი 2020, 17:00

COVID19

საფრანგეთში საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობა აიკრძალა

საფრანგეთის მთავრობამ გააუქმა დებულება, რომლითაც საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაშვებული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ოფიციალურ მაცნეში, Journal-officiel-ში გამოქვეყნდა.

ამირან გამყრელიძე

27 მაისი 2020, 16:59

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყებას: ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ

ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება.

ლუგარის ლაბოარტორია

27 მაისი 2020, 16:56

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია

არაერთხელ განგვიცხადებია და არ დავიღლებით, ამის საჯაროდ განცხადებით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ საგარეო საქმება მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

27 მაისი 2020, 16:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი არ შესწირავს და არ დაეხმარება პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით

ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შესწირავს და არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით,- ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "ჯეო გრუპთან" და ტენდერებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას. „იმას, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები, მივესალმები. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ყველა კომპანიას, ვინც არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შეწირავს, არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტენდერებს, ტენდერებს იგებს კომპანიები ტენდერების საფუძველზე. შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფილიპ რიკერი

27 მაისი 2020, 16:41

საზოგადოება

ფილიპ რიკერი: აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშოროსო სამართლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ერთიან ღირებულებებზე, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ახლა კი ჩვენ ერთად ვებრძვით კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას“, - ამბობს რიკერი.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2020, 16:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სოციალური მედიის პლატფორმებს მკაცრ რეგულაციებს დავუწესებთ ან საერთოდ დავხურავთ, თუ კონსერვატორების ხმების ჩახშობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს მკაცრად დაარეგულირებს ან საერთოდ დახურავს, თუ კონსერვატორების ხმების ჩახშობას განაგრძობენ.

ამირან გამყრელიძე

27 მაისი 2020, 16:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: მუდმივი მზადყოფნის რეჟიმი ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა

ამ პანდემიამ მსოფლიოს ანახა, რომ მზადყოფნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი საფრთხეებისათვის არის და იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალური ჯანდაცვისთვის -ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ავტოსაგზაო შემთხვევა

27 მაისი 2020, 16:36

სამართალი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 26 წლის კაცი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 26 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზარტკეცილზე მოხდა. ქვეითს მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მერაბ ქვარაია

27 მაისი 2020, 16:34

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: როდესაც ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, გიჩნდება სურვილი, მათ წარსული გაახსენო

„როდესაც ხედავ, რომ ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, როდესაც ისინი პოლიტპატიმრებზე საუბრობენ - გიჩნდება სურვილი მათ წარსული გაახსენო. როდესაც ოპოზიცია ვერ ხედავს ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომას, ბიზნესის და მოქალაქეების დახმარებისთვის ბუნებრივია, მათ ახსენებ, რომ თავად თითიც არ გაუნძრევიათ ეკონომიკური კრიზისის დროს“.

27 მაისი 2020, 16:31

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მთავრობამ შედეგი დადო და საზოგადოებამ ამის მიხედვით უნდა იმსჯელოს და არა იმ პოლიტიკური სპეკულაციებით, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში იყო ყოვლისმომცველი, ის შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

გენადი მარგველაშვილი

27 მაისი 2020, 16:28

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: დისტანციური სწავლების და ტელესკოლის ამოქმედებით შეიქმნა რესურსი, რაც განათლების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების და ტელესკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნული პროექტის საერთაშორისო აღიარებას გაუსვა ხაზი. „ბატონო პრემიერო, ყველაზე მეტად გეთანხმებით იმ მიმართულებით, რასაც თქვენ კრიზისული გამოწვევის შესაძლებლობა უწოდეთ და რაც ყველაზე მკაფიოდ და ზუსტად ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა. ცხადია გამოწვევები არ დასრულებულა, მაგრამ ის რესურსი, რაც დისტანციური სწავლების და ტელესკოლის ამოქმედებით შეიქმნა, გვაძლევს განათლების ფორმების ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ კიდევ დაიხვეწება, მოხდება რა მისი სრული შერწყმა ახალი სკოლის მოდელთან. აღნიშნული ძალის აღიარება მოხდა არაერთგზის, რომელიც აისახა ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩო დოკუმენტში, კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ საქართველო და ფინეთი ამ მიმართულებით პირველ ადგილზე დააყენეს. არის კიდევ მეოთხე შემფასებელი და ეს არის ოპოზიცია, რომელსაც სიტყვაც არ უთქვამს, რაც ერთის მხრივ, ერთგვარი შეფასებაა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.​