IMEDI /  02 აპრილი 2020, 00:02 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: როდესაც ჩვენ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის ყოველდღიურ შემოსავლებზეც უნდა ვიზრუნოთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ძირითადი ამოცანა არის, რომ კრიზისის დამარცხების შემდგომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის პოტენციალი შევუნარჩუნოთ. როდესაც ჩვენ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის ყოველდღიურ შემოსავლებზეც უნდა ვიზრუნოთ. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერის აზრით, რთულია კრიზისის დროისა და სიმძიმის განსაზღვრა. გახარიას განმარტებით, დღეს ხელისუფლებას ორი ძირითადი ამოცანა აქვს.

„შეიძლება რაღაც პერიოდი გაგვიჭირდეს და ეს მოხმარება და მოთხოვნილება ყველამ ერთად უნდა შევიმციროთ. ყველამ, დაწყებული რიგითი მოქალაქიდან, დამთავრებული ბიზნესით. ყველა სოციალურმა ჯგუფმა, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებმაც. მაგრამ რა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?! ვერც ერთმა ძლიერი ეკონომიკის ქვეყანამ დღეს, პოსტკრიზისული განვითარების გეგმა ჯერ ვერ შექმნა. მარტივი მიზეზების გამო, შეუძლებელია დაგეგმარება სიღრმის, დროის ამ კრიზისში ყოფნის. ვერავინ განსაზღვრავს დღეს ზუსტად, რა თქმა უნდა აზრები ბევრია. არსებობს მოსაზრება, რომ ეს დამთავრდება 1 თვეში, 3 თვეში, არსებობს მოსაზრება, რომ ამას დასჭირდება 1 წელი. ყველა თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ცდილობს დაეხმაროს თავის მოსახლეობას. მაგრამ ფაქტი რა არის?! ფაქტია, რომ დღეს ჩენ ვართ კრიზისში. და ჩვენ ზუსტად პოსტკრიზისული პროცესების დაწყების დროს და თარიღს ვერ განვსაზღვრავთ. ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ამოცანა. პირველი - დავეხმაროთ ჩვენს კონკრეტულ მოქალაქეს, მისი სოციალური პრობლემების მოგვარებაში და მეორე - დავეხმაროთ კომპანიებს, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ადამიანების სამსახურიდან გაშვება იყოს მინიმალური. ეს არის ორი ძირითადი მიზანი, რომელსაც ჩვენ კრიზისის პროცესში ვახორციელებთ. როდესაც ჩვენ პოსტკრიზისულ პერსპექტივას დავინახავთ, იქ რა თქმა უნდა გეგმა, ეკონომიკის მხარდაჭერის, იქნება აბსოლუტურად სხვა. ამიტომ ამ პროცესში ჩვენ დღეს განვაცხადეთ შემდეგი რამ, „ქართული ოცნების“ გუნდმა გამოვნახეთ ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მობილიზება მოვახდინოთ ორი მილიარდი ლარის იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის რესურსების შენარჩუნების და განვითარების პოტენციალის შენარჩუნების შესაძლებლობებს. ეს ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი აბსოლუტურად ავტონომიურად ვთქვით, რომ 351 მილიონი იქნება პირდაპირ დახარჯული იმისთვის, რომ ვებრძოლოთ კონკრეტულ ვირუსს“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 23 ადამიანი უკვე განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ირაკლი სესიაშვილი

29 მაისი 2020, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციას ძლიერი სახელმწიფო და ქვეყნის წარმატება არ აწყობს

პრემიერმა ყველა კითხვას 27 მაისს ამომწურავი პასუხი გასცა. ჩვენს მიღწევებს ვირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, ერთადერთი, ვინც ეს ვერ გაიგო, იყო ოპოზიცია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

29 მაისი 2020, 14:10

სამართალი

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება 20 მაისს თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეისათვის თბილისში 31 სანოტარო ბიუროზე უკვე გასცა მუშაობის განახლების ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

29 მაისი 2020, 14:04

პოლიტიკა

„ლელო“ საპარლამენტო არჩევნებში თავის კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს

როგორც პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მათ ოცდაათივე ოლქში ეყოლებათ კანდიდატი და არ გამორიცხავენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გაიარონ. თუმცა როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო კანდიდატზე ისინი თანახმა არიან.

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან აქცია

29 მაისი 2020, 13:54

რეგიონი

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოქალაქეთა ნაწილმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააპროტესტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, სამოქალაქო მოძრაობის "ხმა" ორგანიზებით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით მივიდნენ ე.წ. საზღვართან და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

29 მაისი 2020, 13:40

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ახალი ლოგო და კამპანია წარადგინა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია, სახელწოდებით „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარადგინა. ხაზარაძის განცხადებით პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგოტიპი გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა.

საბერძნეთი

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

საგარეო უწყება საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე: საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან

საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

დევიდევიდ ნაბარო

29 მაისი 2020, 13:38

COVID19

ჯანმოს სპეციალური წარმომადგენელი: კორონავირუსი არსად გამქრალა - მსოფლიო ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს

კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, კორონავირუსი არსად გამქრალა და მსოფლიო ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს.

29 მაისი 2020, 13:38

ეკონომიკა

Renault-ის 15 ათასი თანამშრომელი უმუშევრად დარჩა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Renault-მა მსფოლიოს მასშტაბით განთავსებულ საწარმოებში ჯამში 15 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმა. ამ ნაბიჯით კომპანია €2 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. Renault-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისისგან თავის დასაცავად მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

29 მაისი 2020, 13:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო

„პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო, - ამის შესახე ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის საკუთარგვედრზე წერს და Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე აცხადებს. „დარჩება თუ არა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მესამე ვადით? ამ კითხვაზე პასუხი Gorbi-ის კვლევაშია. დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიას მესამე ვადით ანდობს ხელისუფლებას ამომრჩეველი, 55% მზად არის კვლავ მმართველ პარტიას მისცეს ხმა, რაც სრულიად საკმარისია მყარი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ვასილ როინიშვილი

29 მაისი 2020, 13:23

სამართალი

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

უზენაესმა სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს. „ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“,- განაცხადა როინიშვილმა სხდომის დაწყებამდე.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

29 მაისი 2020, 13:19

რეგიონი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უკვე ფუნქციონირებს და ბევრ ვიზიტორს იღებს. შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად, ჩვენი გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს. ამიტომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებლებს ვიწვევთ, რომ ნახონ და დაათვალიერონ ეს მართლაც საოცარი გარემო“, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

29 მაისი 2020, 13:16

ეკონომიკა

სებ-ი: აპრილში ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე კარტოფილის გაძვირებამ იქონია

2020 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. აპრილში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე კარტოფილის გაძვირებამ იქონია. კარტოფილი 22.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილმა თვის ინფლაციაში 0.3 პპ შეადგინა.

არჩილ თალაკვაძე

29 მაისი 2020, 13:15

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, განხილვა ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით.

29 მაისი 2020, 13:13

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია: „მთავარმა არხმა“ ეთერში პროგრამა რუსულ ენაზე განათავსა, რითაც კანონი დაარღვია

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუებს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა.

29 მაისი 2020, 13:06

სამართალი

შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიური ანგარიში განიხილეს.

თამთა მეგრელიშვილი

29 მაისი 2020, 13:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები

„მედპერსონლის ლანძღვით ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები მედ პერსონალის ლანძღვით, მათდამი უნდობლობით, პანიკის თესვის მცდელობითა და რწმენასთან, ეკლესიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებით“.

ვახტანგ მახარობლიშვილი

29 მაისი 2020, 12:56

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილსა და იტალიელ კოლეგას, მანლიო დი სტეფანოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, მანლიო დი სტეფანოსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მინისტრის მოადგილეები შეეხნენ როგორც COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ თემებს, ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

29 მაისი 2020, 12:55

მსოფლიო

Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის შემცველ ტვიტად მონიშნა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის განდიდების შემცველ ტვიტად მონიშნა.

29 მაისი 2020, 12:53

რეგიონი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ხმაური იყო ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ რუისში მდებარე 19,858 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობდა. სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა და სხვა წევრები, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს, რადგან სოცდისტანციის დაცვის მიზნით დარბაზში ადგილები უკვე დაკავებულია. დებატების დროს კი პროტესტის ნიშნად ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს და კენჭისყრის პროცედურას არ დასწრებიან.