02 აპრილი 2020, 00:02 / სანდო წყარო

გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე: ყველა ის კომპანია, რომელიც უსაფრთხოების პირობებს დაიცავს, პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ მიიღებს ნებართვას

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

არავის არაფერი აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების და ჩვენი კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონლაინ შესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გადავიდეთ მომსახურეობის დისტანციურ ფორმებზე.

„ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურეობის სფერო არის ის სფერო, სადაც ადამიანები ყველაზე დიდი რაოდენობით მოძრაობენ, როგორც „ბექში“, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.

საერთოდ, ჩვენ ამ მძიმე საკარანტინო პირობებზე ვსაუბრობთ, რაღაც შეზღუდულ პერიოდზე. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სამწუხაროდ სახლში ჯდომა. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი პრინციპია - მინიმალური ზიანი ეკონომიკას.

„ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, მაინც გამოვდივართ COVID-19-დან იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას. მაგრამ, რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს არის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი.

პირდაპირ და ღიად ვამბობთ, ჩვენი ამოცანაა, ამ პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში არის კარანტინის საკმაოდ მძიმე ფორმა გამოცხადებული, მაგრამ ეს არ არის სრული კარანტინი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იმ დარგებში, რომლებიც დაშვებულია, სამსახურშიც მოძრაობენ, მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ. დღეს, ევროპის უმრავლეს დედაქალაქში, უბრალოდ სახლიდან გამოსვლა არის წუთებით შეზღუდული და ამას, სპეციალური ნებართვები სჭირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომლის გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მუშაობას.

„მათ ექნებათ კონკრეტული პირობები უსაფრთხოების და პირველ რიგში, ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ისინი იღებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ დააკმაყოფილებენ, დაწყებული ტრანსპორტირებით თავიანთი თანამშრომლების, შემდგომ შრომის პირობებით ადგილზე, მათი ჯანმრთელობის კონტროლით, ტემპერატურული სკრინინგით და კიდევ ბევრი რამით. ამ პირობებში, სისტემური საწარმოები აგრძელებენ მუშაობას და ეს ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მან ასევე ისაუბრა მშენებლობის სექტორსა და სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობის სექტორი და საერთოდ, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკა როგორ სწრაფად განვითარდება, რა თქმა უნდა, ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ იგივე, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ისევე, როგორც სისტემურ დარგებთან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მათ საქმიანობაშიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოთ. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექ ოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების შრომას. ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურეობაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

ირაკლი აბესაძე

29 მაისი 2020, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი აბესაძემ ხელისუფლება ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაში დაადანაშაულა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ბიიუროკრატიული ხარჯების ზრდაში დაადანაშაულა.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 18:14

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: 5 წუთის მანძილზე რვა სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში

ჩემი გამოსვლის შემდეგ ბატონ პრემიერ მინისტრს გამოუჩნდნენ დამცველები და ადვოკატის როლი პირველი იკისრა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რომან გოცირიძემ ხუთ წუთში რვაჯერ მოიტყუაო. მე გეტყვით, რომ 5 წუთის მანძილზე რვა სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, შემეცოდეთ შუბლში არ გაგარტყით, ფეხებში მოგხვდათ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

თინა ბოკუჩავა

29 მაისი 2020, 18:05

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას: თქვენ მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე ზრუნავთ

მომავალ რამდენიმე თვეში ეკონომიკური ვითარება ბევრად უფრო დამძიმდება. გამოსავალი თქვენ, რა თქმა უნდა, არ გაქვთ, ვინაიდან თქვენ მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე ზრუნავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ხალხს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

29 მაისი 2020, 18:02

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ვაგონოთახები განთავსდა და სატვირთოების მძღოლებს ტესტირება უტარდებათ

„ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია არ არის სახარბიელო. კარანტინი შემოსვლაზე და საზღვრის სიმკაცრე იქნება. ყველა შემოსული ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში.შემდეგ ყველა უნდა გაიტესტოს“.

29 მაისი 2020, 17:53

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალი შესაძლოა სტამბოლში აღარ ჩატარდეს

სტამბულს უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები შიშობენ, რომ თურქეთის მთავრობა კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას ვერ შეძლებს, რის გამოც მატჩის დროს უსაფრთხოების ზომების მიღება შეუძლებელი იქნება.

29 მაისი 2020, 17:50

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკურმა ჯგუფმა COVID-19-ის სამკურნალოდ პლაქვენილის გამოყენება ოფიციალურად შეაჩერა

საქართველოში COVID-19-ის მკურნალობის მიზნით, პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა.

29 მაისი 2020, 17:50

საზოგადოება

თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პენსიონერებისთვის 200-ლარიანი დახმარება რიგდება

„დღეს თბილისის მერიის სერვისცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. განცხადებების შემომტანთა უმრავლესობას წარმოადგენს საპენსიო ასაკის ხალხი. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი“.

გიგა ბოკერია

29 მაისი 2020, 17:35

პოლიტიკა

გიგა ბოკერია პრემიერს: უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით?

ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით? შეგვეჯიბრეთ, კი ბატონო, - ამ სიტყვებით საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიმართა. პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბოკერია უბრალოდ დაიღალა და მას დასვენება ურჩია. “ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინ თუ გუშინწინდელის შემდეგ ვიღაცა გაგიჯავრდათ, რომ ძალიან „ისე“ იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ. დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად...”, - მიმართა გახარიამ ბოკერიას.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა არ არის ერთჯერადი და პოპულისტური, ის გათვლილია 6 თვეზე

„პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება - 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია კომუნალურებსა და სესხების გადავადებაზე: პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა

პირველი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით, ეს იყო პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებამ მოიცვა მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

29 მაისი 2020, 17:26

სპორტი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:25

ეკონომიკა

გიორგი გახარია ოპოზიციას: როდესაც საბიუჯეტო ხარჯებზე საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ, სად რა ინფორმაცია ნახოთ

„მიმდინარე ხარჯები ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა 24%-დან, 21%-მდე. შესაბამისად ეს იმ პირობებში, როდესაც ხელფასი გაეზარდა პოლიციელს, ექიმს და ა.შ. საერთო ჯამში მაკროეკონომიკურად ჩვენი პრობლემაა მიმდინარე ხარჯები, ჩვენ ამას ვამცირებთ. რომ მეუბნებით სსიპ-ები, ააიპ-ის, სსიპ-ები და ააიპ-ების იმ სახელფასო ფონდში შედიან, რასაც თქვენ ვერ პოულობთ. ციფრი, რომელიც თქვენ გეშლებათ და ბალანსს ვერ ადგენთ, ეს არის სახელშეკრულებო ნაწილი. გასწავლით, მინიშნებას გაძლევთ და ნახეთ“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:22

პოლიტიკა

პრემიერი: „ევროპული საქართველოს“ გეგმით ზუსტად ერთ თვეში ბიუჯეტის კოლაფსი გვექნებოდა

იმ ღონისძიებებით, რომლებსაც „ევროპული საქართველო“ გვთავაზობს, მარტივი გათვლებით, სადღაც მაისში ვერ მოემსახურებოდნენ საპენსიო გადასახადებს; ზუსტად ერთ თვეში ჩვეულებრივი კოლაფსი იქნებოდა ბიუჯეტის და ვერ გადაიხდიდნენ ხელფასებს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

29 მაისი 2020, 17:21

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ

„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ამისთვის ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პოლიტიკური პოპულიზმი ყოველთვის შეიცავს მაღალ რისკს, მაგრამ ახლა ეს უკიდურესი უპასუხისმგებლობაა

პოლიტიკური პოპულიზმი ყველა დროში შეიცავს მაღალ რისკს, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეპიდემიას, როდესაც ქვეყანა დგას ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული, როდესაც ქვეყანაშია საარჩევნო წელი, როდესაც ე.წ. ბორდერიზაცია ყოველდღე მიმდინარეობს - პოლიტიკური პოპულიზმი უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 17:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქონებას კარგავდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების მიერ კრიზისულ პერიოდში საზოგადოების მიმართ გაწეულ დახმარებასა და მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებზე ისაუბრა.

გრიგორი კარასინი

29 მაისი 2020, 17:12

პოლიტიკა

გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო საუბარში რუსეთის დელეგაციის ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის საკითხი განიხილა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა და რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებებში, გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო საუბარში რუსეთის დელეგაციის ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის საკითხი განიხილა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:05

პოლიტიკა

პრემიერი ბოკერიას: ბატონო გიგა, ალბათ ვინმე გაგიჯავრდათ და გუშინწინდელის შემდეგ ზედმეტად აგრესიული ხართ, დაწყნარდით

„არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იქნება ჩამონგრეული. თქვენ აი ამ, სულელური ციფრებით მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდით, თქვენ პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც თქვენ ცდილობთ რომ აქ რაღაცნაირად ვიღაცა მოხიბლოთ - გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 17:03

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობამ 8 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე 4%-ით შეამცირა, ჩვენ 6 წელიწადში 10% კლება დავაფიქსირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სიღარიბე ქვეყანაში მხოლოდ 4%-ით შემცირდა. „ქართულმა ოცნებამ“ კი 6 წლის განმავლობაში სიღარიბის 10%-ით შემცირება შეძლო.

ნათია თურნავა

29 მაისი 2020, 16:57

პოლიტიკა

ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ

ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც 8 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, მოსახლეობა ამ დონეზე გვენდობა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ეფექტური მუშაობა ისევ და ისევ ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ „გორბის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 55-მა პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა. მეორე პოზიციაზე გასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი გამოკითხულთა მხოლოდ 12-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.