imedi /  02 აპრილი 2020, 11:36 / სანდო წყარო

ირაკლი მეზურნიშვილი: ,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული როგორც პანდემიასთან, ისე ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლაში

ირაკლი მეზურნიშვილი

ირაკლი მეზურნიშვილი

,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ, როგორც პანდემიასთან ბრძოლას ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ როგორც პანდემიასთან და თვითონ ვირუსთან ბრძოლას, ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, რადგან პანდემია მეორე პლანზე რომ გადავდოთ, ეკონომიკაზე უკვე არის დიდი დარტყმა გლობალურად. ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდეთ და თუ ეს შესაძლებელია მინიმალური დანაკარგით დავძლიოთ პოსტკრიზისული პერიოდი, რომელიც აუცილებლად დადგება პანდემიის დაძლევის შემდგომ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, დღეს დაანონსებული „ორმილიარდიანი პაკეტი“, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოხდეს გარკვეული სტიმულირება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების, შეჩერება და პირიქით, მათი სტიმულირება ხდება.

„ორმილიარდიანი პაკეტი“ რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, ყველა პრობლემის და გამოწვევის საპასუხოდ, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რომელიც პირდაპირ წავა დახმარებაში. როდესაც „პირველი პაკეტით“ მოხდა მილიარდზე მეტი თანხის მობილიზება, ის დარჩა კერძო სექტორში. შემდგომ უკვე დღეს დაანონსებული „ორმილიარდიანი პაკეტი“, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, ყველა პრობლემის და გამოწვევის საპასუხოდ, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რომელიც პირდაპირ ასევე, წავა დახმარებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და სტიმულირება მივცეთ ეკონომიკას. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ და ზუსტადაც, რომ ამ ორი მილიარდის მობილიზება არის ამის ნაწილი. რამდენიმე დღეში ჩვენ დეტალურად შევჯერდებით ყველა იმ მიმართულებაზე თუ რა ფორმით მოხდება კონკრეტული ადამიანების თუ კომპანიების დახმარება და რა ფორმით მოხდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება ამ პაკეტის მეშვეობით“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​

ირაკლი მეზურნიშვილის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 23 ადამიანი უკვე განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ მუდმივად ხელშესახები შედეგები გვექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მუდმივად ხელშესახები შედეგები გვექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მთელი რიგი რეფორმების გატარება საჭიროებს პარტნიორების პირდაპირ ჩართულობას.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მყარი და ძლიერია

„გერმანია ასრულებს განსაკუთრებულ როლს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში. შესაბამისად, გერმანიის მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ინტეგრაციის თვალსაზრისით. ზუსტად ამ თემებზე გვაქვს ჩვენ საუბარი ჩვენს გერმანელ კოლეგებთან და ვხედავთ რომ ძალიან მყარი და ძლიერია მათი მხარდაჭერა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

06 მაისი 2021, 19:56

რეგიონი

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის მორიგი სხდომა ამბროლაურში გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ქალაქ ამბროლაურში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

06 მაისი 2021, 19:40

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სამინისტრომ 11 000 ლარის თაიგულები და გვირგვინები შეიძინა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 19:39

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული. უკვე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და ორგანიზებულად მივყვებით გეგმას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვთ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

06 მაისი 2021, 19:18

საზოგადოება

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის მიერ ერთობლივი პრინტ კონკურსი ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი, საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 19:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე თბილისის მოქმედი მერია და ოთხი წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული იყო

კახა კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საქმის გაგრძელება, რომელიც კახი კალაძემ დაიწყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

06 მაისი 2021, 18:53

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს

ევროკავშირი მზად არის, კოვიდვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

06 მაისი 2021, 18:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავდამცავი გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი ვაშაძე

06 მაისი 2021, 18:28

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

06 მაისი 2021, 18:26

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი: ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა.

06 მაისი 2021, 18:25

კულტურა

„თიბისი“ კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2021 სტარტს 7 მაისს აიღებს.ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და წელს სამ კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 18:23

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვფიქრობ, კახი ხალაძე უალტერნატივო იქნება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ

ვფიქრობ, კახი ხალაძე იქნება უალტერნატივო, თუმცა როდესაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გეცნობებათ, - ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი მათ მიმართ საზოგადოების სიმპათია და მხარდაჭერა იქნება.

06 მაისი 2021, 18:18

რეგიონი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაშლოვანში ინფო-ტური გამართა

ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Gitoa, საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ GTA, საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე 57%-იან ზღვარს ვერაფრით გადალახავს

„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით მათიკაშვილი

06 მაისი 2021, 17:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს

პრეზიდენტს თავისი დისკრეცია აქვს, თუმცა საფუძველი იმის, რომ ამ კანონს რამე სახით ვეტოს დადება დაემუქროს, რეალურად არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.

06 მაისი 2021, 17:51

რეგიონი

ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ

ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მოხდა არსებული ხნულის განახლება. სუს-ის ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ლევან ვასაძე

06 მაისი 2021, 17:42

პოლიტიკა

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ აფუძნებს

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა და როგორც ბიზნესმენი ამბობს, მომავალში საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიადაც ჩამოყალიბდება. ამის შესახებ ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

06 მაისი 2021, 17:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სჯობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ, პარლამენტის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა

იმ საკითხზე, რაზეც ახლა ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, არ მობრძანდნენ განხილვაზე საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სურს, გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მოძებნოს.

გიორგი ვაშაძე

06 მაისი 2021, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: 9 წლის განმავლობაში 7-ჯერ წაგებული არჩევნებია ზე მტკიცებულება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მარცხის ფორმულაა

9 წლის განმავლობაში 7-ჯერ წაგებული არჩევნები არის ამის ზე მტკიცებულება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, იგი მზადაა, ამბიციები გვერდზე გადადოს და მესამე ცენტრს შტაბის უფროსად დაუდგეს.