imedi /  02 აპრილი 2020, 13:34 / სანდო წყარო

საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმე იყო, აპარატიდან მოხსნეს

ლევან რატიანი

ლევან რატიანი

საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს. ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, ბოლნისიდან იყო გადაყვანილი.

ექიმ ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი იყო უკიდურესად მძიმე, თუმცა ამ ეტაპზე მკვეთრი დადებითი დინამიკაა, მოხსნილია აპარატიდან და სავარაუდოდ რამდენიმე საათში გადაიყვანენ თერაპიულ განყოფილებაში.

რაც შეეხება 80 წლის პაციენტს, მისი მდგომარეობა მძიმეა თუმცა სტაბილური და დადებითი დინამიკა შეინიშნება. ასევე კრიტიკული იყო მარნეულიდან შემოყვანილი 79 წლის პაციენტის მდგომარეობა, მკვეთრი წონის დეფიციტით, წონის კლება ჰქონდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა მართვადი.

რაც შეეხება ახალშობილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, განმეორებითი ტესტირების შემდეგ პასუხი ისევ უარყოფითია და დღეს დატოვებენ კლინიკას. განმეროებითი ტესტის პასუხს კიდევ ერთ პაციენტზე ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება, დატოვებს თუ არა ის კლინიკას.

კლინიაში ასევე მკურნალობს ორსული, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ირმა ჭკადუა

25 მაისი 2020, 14:32

სამართალი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში თავად მივიდა ყოფილი მეუღლე და ბავშვი პრატიკულად ძალით წამოიყვანა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში თავად მივიდა ყოფილი მეუღლე და ბავშვი პრატიკულად ძალით წამოიყვანა - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. ირმა ჭკადუამ განმარტა, რომ სპორტსმენს სასამართლომ ბავშვთან ურთიერთობისთვის კვირაში ორი დღე მიაკუთვნა. ადვოკატის თქმით ერთ-ერთ ბოლო შეხვედრა ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ჩაშალა. „სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამართული სოციალური სამსახური. ვინაიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში ჰქონდა მოლოდინები, რომ შესაძლოა მის მიმართ გარკვეული პროვოკაციები განხორციელებულიყო, ორი დღით ადრე სთხოვა სოციალურ მუშაკს რომ დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას. ნიკოლოზ ბასილაშვილს კვირაში ორი დღე აქვს გამოყოფილი, ხუთშაბათი და შაბათი, ამ

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 14:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები

„საინტერესოა, რას ეტყვიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის უფლების ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ სახელმწიფომ მოკლა პატიმრები“.

ენტონი ფაუჩი

25 მაისი 2020, 14:23

COVID19

ენტონი ფაუჩი: პრევენციული ზომების მიღება აუცილებელი იყო ეპიდემიის პირველ ეტაპზე, თუმცა ახლა მათი მოხსნის დაწყება შესაძლებელია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სახლში დარჩენის ბრძანების დიდი ხნით გახანგრძლივება აშშ-ს აუნაზღაურებელ ზიანს მოუტანს.

მერაბ ქვარაია

25 მაისი 2020, 14:14

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხი განიხილება, კომიტეტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იკითხა, რატომ არ ესწრებიან სხდომას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე დაინტერესდა, რამდენად ირებენ ისინი პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

25 მაისი 2020, 14:13

რეგიონი

გუდაურში კაფე „ვიტამინი“ დაიწვა

გუდაურში კაფე ვიტამინი დაიწვა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. არ არიან არც დაშავებულები. სპეციალური სამსახურები ახლა იმის დადგენას ცდილობენ თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდარზე საგანგებო სიტუაციების სამსაურში აცხადებენ, რომ შეტყობინება ხანძრის შესახებ არ შესულა,

გურამ მაჭარაშვილი

25 მაისი 2020, 14:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში ჩვენთვის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს

„ამ ანგარიშს როდესაც წაიკითხავ, ორი განცდა შეიძლება დაგეუფლოს ადამიანს. ვეთანხმები ბატონ ანრის იმაში, რომ კარგი იქნებოდა აქ ყოფილიყვნენ ჩვენი ოპონენტები, რადგან მათ პერიოდში არის ასეთი ტიპის დანაშაულები ჩადენილი და შემდგომ, ახლა ჩვენ გვიწევს როგორც ხელისუფლებას ადამიანების მიმართ არა მხოლოდ თანხით ამ ყველაფრის ანაზღაურება, არამედ - მორალურადაც“.

25 მაისი 2020, 14:07

COVID19

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან 2 პაციენტს გაწერენ

დღეს რეაპუბლიკური კლინიკიდან 5 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, ხოლო ცხელების ცენტრიდან 15 პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება. ლევან გოფოძე იმედოვნებს, რომ რესპუბლიკურ კლინიკას კოვიდინფიცირებულები უახლოს მომავალში აღარ ეყოლება.

ირმა ჭკადუა

25 მაისი 2020, 14:02

სამართალი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ - ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა

ვფიქრობ, რომ დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. „ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი დ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სოფო კილაძე

25 მაისი 2020, 13:57

პოლიტიკა

სოფო კილაძე: სარჩელების რაოდენობით ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

„ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სარჩელების რაოდენობით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი ინდიკატორია იმისა, რომ იმ რეფორმებმა, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ, კარგი შედეგი მოგვცა“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს.

25 მაისი 2020, 13:54

კულტურა

Pixar-მა პირველად გადაიღო მულტფილმი, რომლის მთავარი გმირი გეია

Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი Out გამოიშვა, რომლის მთავარი გმირი გეია. ეს ანიმაციური სტუდიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მულტფილმი 22 მაისს სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ზე გამოვიდა და მისი ხანგრძლივობა 9 წუთია. მულტფილმის მთავარი გმირი გრეგია, რომელმაც არ იცის, მშობლებს თავისი ორიენტაციის შესახებ როგორ უთხრას.

25 მაისი 2020, 13:50

COVID19

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების, 17 მარტის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე-ღამეში ინფექცია 115 ადამიანს დაუდასტურდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა.

25 მაისი 2020, 13:48

COVID19

გიორგი გახარია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა

„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება შეფასება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

მარია ზახაროვა

25 მაისი 2020, 13:35

პოლიტიკა

მარია ზახაროვა: საქართველოს პრეზიდენტის ნამუსზე ვტოვებთ განცხადებას, რომ რუსული მხარე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაში ნატოს ჩართულობას განიხილავდა

საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის შექმნა 15 წლის წინ იგეგმებოდა, ნატოს მონაწილეობას არ ითვალისწინებდა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

25 მაისი 2020, 13:30

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

„მოთხოვნამ შეადგინა 164 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750 პროცენტით, მაქსიმალური 9.260 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.111 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: საქართველოს მთავრობა სანიმუშოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით

საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელმაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოხანაშვილმა ამ მიმართულებით, ყურადღება 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.

ლეო ბოკერია

25 მაისი 2020, 13:19

COVID19

ლეო ბოკერია: კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგის, აკადემიკოსი ლეო ბოკერიას განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.

თბილისის საქალაქო სასამართლო

25 მაისი 2020, 13:18

სამართალი

ბრალდების მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა.

25 მაისი 2020, 13:06

COVID19

ჩინეთში ღამის კლუბებმა მუშაობა განაახლეს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩინეთში ღამის კლუბები მუშაობას უბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

25 მაისი 2020, 13:05

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯი 4.8%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები 2010-2019 წლებში, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.