imedi /  02 აპრილი 2020, 13:47 / სანდო წყარო

საბერძნეთის ლტოლვილთა ბანაკში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა

საბერძნეთის ბანაკში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 20 ლტოლვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბანაკში ჯამში 2 300 ადამიანი ცხოვრობს და დაახლოებით 2 კვირის წინ 20-ს კორონავირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ALJAZEERA ავრცელებს.

საბერძნეთის საემიგრაციო სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ბანაკ Ritsona-დან გადაადგილება აკრძალული იქნება და მას პოლიცია გააკონტროლებს.

ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამ დრომდე იკვლევენ ინფექციის პირველწყაროს და ბანაკის სხვა მცხოვრებლებსაც უტარებენ ტესტს, რომ გაარკვიონ, თუ დამატებით რამდენს აქვს ვირუსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული კადრი

28 მაისი 2020, 12:20

მსოფლიო

მედია: თურქეთში სავარაუდოდ მეტეორი ჩამოვარდა

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე პროვინციიდან შენიშნეს „სინათლის ბურთი“, რომელიც ტრაპიზონიდან ყველაზე კარგად შეინიშნებოდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სავარაუდოდ, მეტეორი ჩამოვარდა, თუმცა ცაში აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა.

28 მაისი 2020, 12:18

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპი განკარგულებას გამოსცემს, რომელიც სოციალური მედიის კომპანიებისათვის მინიჭებული სამართლებრივი დაცვის საშუალებებს შეზღუდავს

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს განკარგულებას სოციალური მედიის კომპანიებთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია

28 მაისი 2020, 12:15

ეკონომიკა

პრემიერმა განმარტა, ვისზეა გათვლილი სამშენებლო სექტორის მხარადასაჭერი ანტიკრიზისული გეგმა

„რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც აი ასე ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა მიძღვნილია დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანიებისადმი. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე რაღაც დანაზოგი აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის“, - განმარტა მინისტრმა.

გიორგი გახარია

28 მაისი 2020, 12:14

საზოგადოება

მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებს

„ბოლო 2 წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ ვერ სამშენებლო კომპანიებს ბედის ანაბარა“.

28 მაისი 2020, 12:14

ეკონომიკა

ADB-ის $100-მილიონიანი სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

28 მაისი 2020, 11:58

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსი 165 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 165 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 568 შეადგინა. დაიღუპა 54 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 897 პაციენტი.

28 მაისი 2020, 11:55

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი შეიყვანეს. ახალგაზრდა კაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ის სატვირთო მანქანის მძღოლია და ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცანტრიდან გადაიყვანეს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ორი პაციენტი მკურნალობს. საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მუჰამედ ბაქერ  ქალიბაფი

28 მაისი 2020, 11:53

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერად მუჰამედ ბაქერ ქალიბაფი აირჩიეს

2017 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი მმართველის, ჰასან როუჰანის მთავარი კონკურენტი იყო, მუშაობდა თეირანის მერის თანამდებობაზე.

მოსკოვის კორონავირუსი

28 მაისი 2020, 11:46

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 174 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რუსეთში სულ 4 142 პაციენტი გარდაიცვალა.

28 მაისი 2020, 11:36

ეკონომიკა

Nissan-მა ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Nissan-მა (Nissan Motor Co) ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო 3 ათასამდე ადამიანი უმუშევრად რჩება. ესპანეთის მთავრობა განმარტავს, რომ Nissan-ისთვის ეს მსოფლიო რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია.

ჩინეთის პარლამენტი

28 მაისი 2020, 11:35

მსოფლიო

ჩინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე პეკინისადმი დაუმორჩილებლობას კრძალავს

სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციების გამო ჰონგ-კონგმა შესაძლოა ავტონომია დაკარგოს. ამასთან, ჩინეთს საშუალება მიეცემა ისტორიაში პირველად რეგიონში უშიშროების თავისი აგენტები განაწესოს.

28 მაისი 2020, 11:23

COVID19

GORBI: გამოკითხულთა 86%-ის აზრით, საქართველო კორონავირუსის პანდემიას სხვა ქვეყნებზე უკეთ უმკლავდება

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (GORBI) მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოკითხა. კითხვაზე „როგორ უმკლავდება საქართველო კორონავირუსს - სხვა ქვეყნებზე უკეთესად თუ უარესად?“ გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ უკეთესად, უარესად კი მიაჩნია მხოლოდ 3%-ს.

28 მაისი 2020, 11:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

სომხეთი კორონავირუსი

28 მაისი 2020, 11:15

COVID19

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის 442 შემთხვევა დადასტურდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

28 მაისი 2020, 11:10

საზოგადოება

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 28 ახალ სტიპენდიატს წარმატება მიულოცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი.

რომინა აშრაფი

28 მაისი 2020, 11:09

მსოფლიო

ირანში 14 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით მისი მამა დააკავეს

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა.

28 მაისი 2020, 11:05

საზოგადოება

საზოგადოების ნდობის რეიტინგში კვლავ „იმედი“ ლიდერობს

კითხვაზე „რომელ სატელევიზიო არხს ენდობით ყველაზე მეტად, როდესაც საქმე ეხება ახალ ამბებსა და ინფორმაციას?“ გამოკითხულთა 38% ტელეიმედს ასახელებს. მეორე ადგილს 14%-ით „რუსთავი 2“ იკავებს. ტელეკომპანია „მთავარს“ კი 13% ენდობა.

თავდაცვის სამინისტრო

28 მაისი 2020, 10:58

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ჯარი სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი ხორცით, გაყინული ღორის ხორცი კი ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენება

მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტით მომარაგება. შესაბამისად, ჯარი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით სამინისტრო მედიაში ჯარის კვებასთან დაკავშირებით საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიის სიუჟეტში ნახსენები გაყინული ღორის ხორცი, ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენება.

28 მაისი 2020, 10:58

ეკონომიკა

2020 წელს გერმანიის ეკონომიკის 7%-იან კლებას ვარაუდობენ

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, გერმანიის ეკონომიკა წელს თითქმის 7%-ით შემცირდება. მიუნხენში მდებარე „იფოს ინსტიტუტის“ პროგნოზით, ეკონომიკის კლება 6.6%-ს შეადგენს.

მარინა ეზუგბაია

28 მაისი 2020, 10:46

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

„ჩვენს ცენტრში მყოფი სამი მძიმე პაციენტის დინამიკა გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია - სუბიექტური, რადიოლოგიური და კლინიკური მონაცემებითაც“.