imedi /  02 აპრილი 2020, 14:37 / სანდო წყარო

საზღვარგარეთ კორონავირუსი სულ 35 ქართველს დაუდასტურდა

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

საზღვარგარეთ მყოფი ქართველებიდან კორონავირუსი 35 მოქალაქეს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 მოქალაქე - 3 ესპანეთში, 1 - საბერძნეთში, ერთი კი აშშ-ში.

„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენთან ასევე, ადგილობრივ უწყებებთან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 35 ქართველს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი, საიდანაც სამწუხაროდ, 5 მოქალაქე გარდაიცვალა, ეს რიცხვი როგორც ჩვენთან ასევე, უცხოეთში მუდმივად მზარდია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ჯიმ რიში

20 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 20:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას გადასაწყვეტია, ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას დაეთანხმება, თუ არა

რაც შეეხება ნიკა მელიას, ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერამდე, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდა გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება. თავად პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, ამ გირაოს დაეთანხმება, თუ არ დაეთანხმება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში ბრიფინგზე განუცხადა.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:10

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ყველა პარტია იქნება პარლამენტში, ყველა პარტია მოაწერს შეთანხმებას ხელს, უბრალოდ მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი

„სალომე სამადაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან არასოდეს მქონია კარგი ურთიერთობა, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ხედავს, რომ დადგა დრო დასავლური, ევროპული, ეროვნული ტიპის შეთანხმებას მოაწეროს ხელი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:10

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ნიკა მელიაზე: გაწერილ ვადებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მორჩა და დამთავრდა

შეთანხმება გაწერილია დეტალურად ვადებით, იმ ვადებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მორჩა და დამთავრდა, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას იმის თაობაზე, როგორ და როდის უნდა გათავისუფლდეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:09

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კრიზისი დაძლეულია, თუმცა გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია

დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია. გულწრფელად მინდა, თითოეულ პოლიტიკოსს, საჯარო პირს ვთხოვო, რომ ეს დღე არა კინკლაობისა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებისთვის, არამედ ძალიან სერიოზული, სოლიდური დოკუმენტის იმპლემენტაციაზე საუბრისთვის გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გუშინ გამოვლინდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი მუშაობდა შეთანხმების წინააღმდეგ

დასავლელ პარტნიორებთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კრიზისის დასრულებისთვის. იგივე გააკეთეს ოპოზიციურმა პარტიების დიდმა ნაწილმა, მაგრამ არ გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 19:57

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა

„რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, ვერ ვისაუბრებ დეტალურად იმ გამოსვლებზე, რაც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ჰქონდა მას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ შეთანხმებამდე გაწეული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა, რომლითაც ყველა მხარე უნდა მოეკიდოს შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 19:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს - ნათელია, ვის აწყობდა კრიზისი

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ბატონი შარლ მიშელის მედიაციითა და ძალისხმევით, ჩვენ შევძელით შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და მომავალი კვირიდან, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორიც ის საზოგადოებამ აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დმიტრო კულება

20 აპრილი 2021, 19:38

მსოფლიო

დმიტრო კულება: ევროკავშირში რუსეთისთვის სექტორალური სანქციების დაწესების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსეთისთვის სექტორალური სანქციების დაწესების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.

კელი დეგნანი

20 აპრილი 2021, 19:37

პოლიტიკა

კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, საქართველო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ნაწილი მალე გახდება

დარწმუნებული ვარ, საქართველო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ნაწილი მალე გახდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ნატოს დაარსებიდან 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნატოს გაფართოების პოლიტიკა განიხილეს.

ნიკა მელია

20 აპრილი 2021, 19:25

პოლიტიკა

ნიკა მელია: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით

„ქართულ ოცნებას: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე“, - წერს მელია.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

20 აპრილი 2021, 19:18

პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: საქართველოს ნაკლებად აგრესიული რიტორიკა და მეტი შეთანხმება სჭირდება

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ახლა ევროპარლამენტი ელოდება შეთანხმების იმპლემენტაციას და ხელმომწერებმა პირობა უნდა შეასრულონ. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

20 აპრილი 2021, 19:17

COVID19

კორონავირუსის ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია უკვე 41 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა

18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. ამ დროისთვის ( საათი) ვებგვერდზე - ადამიანია რეგისტრირებული. ამავე დროის მონაცემებით, რეგისტრირებულთა უმეტესობა უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს. მას მოსდევს „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

20 აპრილი 2021, 19:13

COVID19

მექსიკის პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

20 აპრილი 2021, 19:11

პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპული სტილით მოქმედებენ

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გამბედაობა გამოიჩინეს, რაც არ იყო მარტივი. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

ელისო ბოლქვაძე

20 აპრილი 2021, 19:07

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან ურთიერთობის კუთხით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან გეგმები დავსახეთ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს, კრისტოფერ ანდერსონსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ ოფიცერს, კატარინ შვაიცერს შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის ვიზიტი და მისი გამოკვეთილად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი სამ წელიწადში წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ ვისმენთ მკაფიოდ მხარდამჭერ განცხადებებს ხელისუფლების მისამართით. ჩვენი პარტნიორები ძალიან აფასებენ „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ეს შეთანხმება გაფორმებულიყო. ასეთია საერთო დამოკიდებულება ევროპარლამენტის წევრებს შორის. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან გვქონდა შეხვედრა და მათი დამოკიდებულებაც არის იგივე. აფასებენ „ქართული ოცნების“ ძალისხმევას და მთლიანობაში შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 18:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ გადადგას ნაბიჯები რადიკალიზმისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება არის ერთგვარი საწყისი წერტილი და დანარჩენი დამოკიდებულია მხარეების მოქმედებაზე.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:50

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მადლობა ბატონო პრემიერო, ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისა და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის

მადლობა ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრიუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისა და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი

20 აპრილი 2021, 18:50

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში გიორგი რურუასა და ნიკა მელიას თავისუფლებაზე ვიხილავთ

„დღევანდელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან ემსახურება სწორედ იმას, რომ კიდევ ერთხელ, მასთან ერთად გავიაროთ შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და პირველ რიგში - პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, ვიხილავთ როგორც ერთ პოლიტპატიმარს, გიორგი რურუას, ისე მეორე პოლიტპატიმარს, ნიკა მელიას თავისუფლებაზე. ეს გახსნის გზას იმისთვის, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ამან უნდა მიიყვანოს ეს ქვეყანა იმ არჩევნებამდე, რომელიც, ფაქტობრივად, შინაარსით, არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ თავისი პოლიტიკური დატვირთვით, ეს იქნება რეფერენდუმი ამ ქვეყნის მომავლისთვის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.