imedi /  03 აპრილი 2020, 01:38 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს როგორც საკუთარ თავზე, ისე მთელ საზოგადოებაზე

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

დღეს შევაჯამეთ ის ინფორმაცია, დამოკიდებულებები და პოზიციები, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრებს, არამარტო პარტიის თუ პარლამენტის წევრებს გვქონდა სოლიდარობის აქტთან მიმართებაში, რომ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გავუზიაროთ მათ, ვინც შემოსავალს დაკარგავს და აღმოჩნდება შედარებით მძიმე მდგომარეობაში, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უკვე ჩარიცხეს საკმაოდ სოლიდური თანხა ფონდში, რომელიც covid-19-თან საბრძოლველად შეიქმნა. დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობის ეს განცდა გადაედოს მთელ საზოგადოებას და არა მარტო „ქართული ოცნების“ წევრებს ან მხარდამჭერებს.

„მხედველობაში მაქვს საზოგადოების გაერთიანება ერთი კარგი სიტყვის გარშემო, რასაც ჰქვია, საქართველო უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

გიორგი ვოლსკის განაცხადებით, დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს, როგორც საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე, ისე მთელ საზოგადოებაზე.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 134 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

„ეპიდემია, უხილავი მტერი საკმაოდ ძნელი საბრძოლველია. ვფიქრობ, პატიოსნებაა აქ მთავარი. პატიოსნებაში ვგულისხმობ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

18 მაისი 2021, 16:09

პოლიტიკა

​​​​​​​კახა კუჭავა: ჩვენგან იქნება მოწოდება და თხოვნა, რომ ევროპარლამენტმა გამოაგზავნოს სადამკვირვებლო მისია და საკუთარი თვალით ნახონ ახალი საარჩევნო კოდექსის აღსრულება

ევროპარლამენტში გამოთქვეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების სურვილი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, ბრიუსელში ვიზიტისას განუცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

18 მაისი 2021, 16:06

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე მერობის კანდიდატურაზე: ოპოზიციური პარტიების შემოთავაზება თუ იქნება, თანახმა ვარ

„ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გაყალბების მიუხედავად, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მესამე ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადწყვეტილება, ამიტომ ცალსახად, ვაპირებ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ მაგაზე ვთქვა, არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

18 მაისი 2021, 15:59

მსოფლიო

ათასობით მიგრანტის შეჭრის გამო, ესპანეთის ხელისუფლებამ სეუტას ანკლავში სამხედროები შეიყვანა

ათასობით მიგრანტის შეჭრის გამო, ესპანეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ავტონომიურ ქალაქ სეუტაში სამხედროები შეიყვანა.

18 მაისი 2021, 15:41

COVID19

თამარ გაბუნია: შესაძლოა „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოკლე ხანში „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ დოზები მივიღოთ

მოსალოდნელია, „კოვაქსის“ პლატფორმიდან საქართველომ მოკლე ხანში „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ დოზები მიიღოს, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

18 მაისი 2021, 15:34

რეგიონი

ზუგდიდი-კალას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძარობა თავისუფალია

ზუგდიდი-კალას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 მაისი 2021, 15:33

სამართალი

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო.

18 მაისი 2021, 15:28

COVID19

„სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

„ზუსტ თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გააჟღერებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს უკვე გამოქვეყნებულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვატო შაქარიშვილი

18 მაისი 2021, 15:27

პოლიტიკა

ვახტანგ შაქარიშვილი: მელია, რომელსაც თითქოს დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად

ნიკა მელია, რომელსაც თითქოსდა დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვახტანგ შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

18 მაისი 2021, 15:20

რეგიონი

ზუგდიდის საკრებულომ, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შენგელიასთვის ქალაქის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. რადგან მერის პირველი მოადგილის პოსტიც ვაკანტურია, დღეიდან მერის მოვალეობას მოადგილე კონსტანტინე კაკავა შეასრულებს.

18 მაისი 2021, 15:18

რეგიონი

პეტრას ციხის ინფრასტრუქტურა განახლდა და ვიზიტორებს დღეიდან უმასპინძლებს

პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა. აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.

18 მაისი 2021, 15:15

რეგიონი

ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

გამოფენის ფარგლებში, მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიას. ასევე, დაათვალიერონ შესაბამისი პერიოდის ფოტო, საარქივო და პრესის მასალები.

ალუდა ღუდუშაური

18 მაისი 2021, 15:14

რეგიონი

ალუდა ღუდუშაური: დმანისის მოვლენებზე ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან ნაადრევი შეფასებები გაკეთდა

ნაადრევად მიმაჩნია დმანისის მოვლენებზე ის შეფასებები, რომელიც ცალკეული ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 15:12

რეგიონი

იაგო ხვიჩია დმანისის მოვლენებზე: არ მგონია ასე პრიმიტიულად იყოს საქმე, როდესაც ამდენი ადამიანი ჩხუბობს

„მე არ მჯერა, რომ დმანისში ადამიანებმა 100/100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ნისიად არ მისცეს ვიღაცას ლუდი, ამ საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. გავიგოთ კონფლიქტის ანატომია, რა არის, რატომ ჩხუბობს ეს ხალხი და მერე ვიპოვოთ გამოსავალი. ამ წუთას ერთადერთი მოთხოვნა არის, ვნახეთ ვიღაც ცუდად იქცევა და დავიჭიროთ, მე არ მგონია რომ ასე პრიმიტიულად იყოს საქმე როდესაც ამდენი ხალხი ჩხუბობს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კახა კუჭავა
დევიდ მაკალისტერი

18 მაისი 2021, 15:09

პოლიტიკა

კახა კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა

ხაზი გაესვა ჟან მონეს დიალოგს და აღინიშნა , რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამ პროცესში საქართველო მიაღწევს იმ შედეგებს, რომელიც სამაგალითო გახდება სხვა ქვეყნებისთვის. დევიდ მაკალისტერმა კახა კუჭავას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

კახა კუჭავა

18 მაისი 2021, 15:03

პოლიტიკა

კახა კუჭავა: პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში

„საქართველოს სჭირდება ამბიციური გეგმების განსახორციელებლად პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად იმუშავებს. პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში. ვიმედოვნებ ამასაც მალე მივაღწევთ და ქართველი ხალხი, ჩვენი პარტნიორები იხილავენ შევსებულ 150 ადგილს პარლამენტში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

დავით სერგეენკო

18 მაისი 2021, 14:56

რეგიონი

დავით სერგეენკო დმანისის მოვლენებზე: ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტია

დმანისის ინციდენტი სამწუხარო და მძიმე სანახავი იყო. არავინ ელოდა რომ ასეთი განვითარება მოჰყვებოდა ცალსახად ყოფით საკითხს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან დმანისის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2021, 14:50

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეა წულუკიანი ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ ისაუბრა.

18 მაისი 2021, 14:49

საზოგადოება

ევროკავშირის მხარდაჭერით განათლების სამინისტრო 2022-32 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

დევიდ მაკალისტერი

18 მაისი 2021, 14:48

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში

საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 14:38

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ წუთის მონაცემებით, ცესკოს წევრების შეცვლასთან დაკავშირებით კონსესუსი არ არსებობს

„ამ წუთის მონაცემებით კონსესუსი, რომ შეიცვალოს ცესკოს წევრები არ არსებობს. ამის წინააღმდეგი მეც ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ის ხალხი დანიშნულია გარკვეული ვადით. ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული მტკიცებულება თუ არ გვაქვს მის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მე ასეთი უხეში ჩარევები საკანონმდებლო ორგანოდან არ მომწონს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.