imedi /  03 აპრილი 2020, 14:34 / სანდო წყარო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

16 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 429 ადამიანი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 20:28

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

16 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად შეცვლიან.

16 აპრილი 2021, 20:16

მსოფლიო

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

16 აპრილი 2021, 20:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დოკუმენტს გავეცნობით, თუ „გირჩის“ გეგმა შესრულდა, რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო

დოკუმენტი იყო შეთანხმების, ანუ შერიგების ქართული პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ, ანუ „გირჩი“ არა ვართ მთავარი მოჩხუბარი მხარე, რომელსაც სჭირდება შერიგება ამ დოკუმენტით, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ეს მათი შერიგების დოკუმენტია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:58

მსოფლიო

ამერიკის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 19:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოვუსმინოთ საპატრიარქოს, რომ ნამახვანჰესის საკითხზე ერთადერთი გზა დიალოგია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტრი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება ნამახვანჰესთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 აპრილი 2021, 19:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

„ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განცხადა.

სერგო ჩიხლაძე

16 აპრილი 2021, 19:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადაა.

გაბი აშკენაზი

16 აპრილი 2021, 19:51

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

მარიო დრაგი

16 აპრილი 2021, 19:34

COVID19

იტალიაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:34

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

16 აპრილი 2021, 19:29

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სარისკო ობიექტების უსაფრთხოება კერძო დაცვის სამსახურის სავალდებულო სწავლება გავლილმა თანამშრომლებმა ან პოლიციამ უნდა დაიცვას

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.

რატი იონათამიშვილი

16 აპრილი 2021, 19:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში

დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში! ვინც უპირისპირდება შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ დოკუმენტს, ის, რეალურად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს

16 აპრილი 2021, 19:13

სამართალი

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ ძმამ მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ უფროსმა ძმამ მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სოფლის რწმუნებულმა, ჯუმბერ ყურშუბაძემ დაუდასტურა.

ირაკლი ბერაია

16 აპრილი 2021, 19:08

სამართალი

რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას ირაკლი ბერაია ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახურის საქმიანობა მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების და სხვა სახის რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიმართულებით. ამ კუთხით სამსახურის საქმიანობა, სხვა მიმართულებებით წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ყოველთვის იმსახურებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს, - უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ეხმაურება.

გია აბაშიძე

16 აპრილი 2021, 18:57

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს

საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მამუკა მდინარაძე

16 აპრილი 2021, 18:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ

რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ. ასევე, „ვერ ხვდებიან“, საიდან მოვიდა 40% მაშინ, როდესაც 8 მარტის შეთანხმების პერიოდში თავად საუბრობდნენ 40%-იანი ლეგიტიმაციის აუცილებლობაზე. ეს შეთანხმებაშიც აისახა და ე.წ. ჩამკეტიც ამ პროცენტის მიხედვით დადგინდა! - ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.