imedi /  03 აპრილი 2020, 22:14 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

სოსო ფრუიძე

15 აპრილი 2021, 16:08

სპორტი

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა. კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, დღეს საღამოს კი გამოცდილმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პირველად ავარჯიშა. ფრუიძისთვის წყალტუბოს გუნდი უცხო არ არის - 1994-1996 წლებში, კარიერის საწყის ეტაპზე ის „სამგურალს“ ამზადებდა, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი „ჩიხურაში“ ჰქონდა, სადაც 12 წელი მუშაობდა და დავით ყიფიანის სახელობის თასთან ერთად, ქვეყნის სუპერთასიც მოიგო.

15 აპრილი 2021, 16:04

საზოგადოება

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

„ათასწლეულის ფონდი“ პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო „ათასწლეულის ფონდის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი „გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია“.

15 აპრილი 2021, 15:58

საზოგადოება

თამარ არჩუაძე: გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 21 ივლისიდან გეგმავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

დიმიტრი პესკოვი

15 აპრილი 2021, 15:32

მსოფლიო

კრემლში აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უკანონოდ მიიჩნევენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის სასანქციო მისწრაფებებს გმობს და შესაძლო სანქციებს ნაცვალგების პრინციპით უპასუხებს.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2021, 15:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილს თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ მანდატის დატოვებით რეიტინგთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცემა

„პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის პარტიის ერთობლივი გამარჯვება. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მისი პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო განმსაზღვრელი, მაშინ მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, განსაკუთრებით, მაჟორიტარ დეპუტატებს, თავიანთი პრეტენზია დაამტკიცონ. საკითხს ასე თუ დასვამენ, მარტივად შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ეს რეიტინგი იყო განმსაზღვრელი. მათ ადგილას არ ვიტყოდი, რომ განმსაზღვრელი იყო გიორგი გახარიას დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგზე, რადგან ეს არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ წლებია, საზოგადოება ენდობა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სხვადასხვა ლიდერი ჰყავდა, დღესაც ბევრი გამორჩეული ლიდერი ჰყავს. პარტიის ღირებულება სწორედ ეს არის. ვინც ამას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს, მაშინ საკუთარი პრეტენზიის ვალიდობა უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 აპრილი 2021, 15:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით ჩავა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.

ვარლამ გოლეთიანი

15 აპრილი 2021, 15:23

რეგიონი

ვარლამ გოლეთიანი: თუ სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს აქ დაუპირისპირდება, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები მათ გავემიჯნებით

თუკი სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს აქ დაუპირისპირდება და მათ შორის, პოლიციასთან დაპირისპირებაში შევა, ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, სხვა ადგილზე გადავინაცვლებთ, - ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

15 აპრილი 2021, 15:11

საზოგადოება

გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც საქართველოს პროკურატურა იუწყება, შეხვედრას, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გაიმართა, ასევე, ა(ა)იპ „იურიდიული კვლევის ცენტრის“, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“, Elsa Georgia (ელსა საქართველო)-ს, ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ და „ენკომი, საგანმანათლებლო პლატფორმის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ენტონი ბლინკენი

15 აპრილი 2021, 15:10

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქაბულში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დმიტრო კულება

15 აპრილი 2021, 15:01

მსოფლიო

დმიტრო კულება: რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინაზე მორიგი თავდასხმის შემთხვევაში, ევროკავშირისა და ნატოს რეაქცია მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინაზე მორიგი თავდასხმის შემთხვევაში, ევროკავშირისა და ნატოს რეაქცია მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ კიევში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2021, 14:50

სამართალი

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების მიმართ გამოტანილი აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით სამივე დაკავებული კვლავ პატიმრობაში დარჩა.

ედგარს რინკევიჩსი

15 აპრილი 2021, 14:41

მსოფლიო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამწვავების შემთხვევაში, ევროკავშირმა რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამწვავების შემთხვევაში, ევროკავშირმა რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს.

15 აპრილი 2021, 14:37

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა

„ჩვენ არანაირ ძალადობრივ აქციას არ შევუერთდებით. დავუდგებით გვერდში ამ ადამიანებს ისე, როგორც დგანან და რა ფორმითაც იბრძვიან. თუმცა გვაქვს ჩვენი ხედვაც და ვეცდებით აქციის ხელმძღვანელებს გავუზიაროთ“, - განაცხადა „ქართული მარშის“ წევრმა ირაკლი შიხიაშილმა.

15 აპრილი 2021, 14:36

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: რა გეგონათ, ნამახვანის პროტესტის უკან მართლა „სათნო“ სახის ხალხი იდგა? ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი დადასტურება

იურისტი თამთა მეგრელიშვილი ნამახვანის პროტესტის უკან პოლიტიკურ პროცესს ხედავს და რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელ დადასტურებაზე საუბრობს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის აღნიშნავს, რომ „სამარცხვინოა, რომ ასე უტიფრად ატყუებენ ხალხს, რუსულ საქმეს და ფულს კი ერთდროულად აკეთებენ“.

15 აპრილი 2021, 14:28

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს შეახსენებს, რომ ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება

შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს შეახსენებს, რომ ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილების განბაჟების გადავადების გადაწყვეტილება, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთხელ იყო მიღებული, როცა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1-ლი მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ.

15 აპრილი 2021, 14:22

სამართალი

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისა და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისა და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ავიაკომპანია Eurowings

15 აპრილი 2021, 14:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

„სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings-მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 აპრილი 2021, 14:17

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთიდან თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელსაც „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციების ფინანსური მხარდაჭერა დაავალეს

„აი, სწორედ ეს ადამიანი მოავლინეს რუსეთიდან იმისათვის, რომ ააგოროს საპროტესტო ტალღა, მოაწყოს არეულობა და ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას. ილია ძოწენიძე ახლა სწორედ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება და პირადად აფინანსებს და ხელმძღვანელობს რუსულ სპეცოპერაციას „ნამახვანის“ წინააღმდეგ!!!“ - წერს ბოჟაძე.

იენს შპანი

15 აპრილი 2021, 14:12

COVID19

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი რეგიონების ხელმძღვანელებს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივი დაწესებისკენ მოუწოდებს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი კორონავირუსის მესამე ტალღის შენელების მიზნით, რეგიონების ხელმძღვანელებს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივი დაწესებისკენ მოუწოდებს.

15 აპრილი 2021, 14:08

პოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოშია

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.