IMEDI /  03 აპრილი 2020, 17:20 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები StopCov ფონდში უფრო დიდი ოდენობით შენატანებს გააკეთებენ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ვისაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი ხელფასიდან მინიმუმ ერთი მესამედი მოვიკლოთ და ფონდში შევიტანოთ, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იქნება, როდესაც ამ მოწოდებას სხვებიც შეუერთდებიან - საბოლოო ჯამში, რამდენიმე ათასი ადამიანი და ეს აისახება იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტს.

მისი თქმით, ინიციატივას უკვე შეუერთდნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები.

„ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტი, გარდა იმისა, რომ შესაბამის ფონდში იქნება გარკვეული მატერიალური შენატანი, არის ძალიან პოზიტიური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვხედავთ - ამ მოწოდებას აყვნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან ამავე დროს „ქართული ოცნების“ წევრები, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები უფრო დიდი ოდენობით შენატანებს გააკეთებენ და ამით მონაწილეობას მიიღებენ იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ვითარების გამო, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მიიღებენ დახმარებას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ფონდში სერიოზული შენატანები უკვე გააკეთეს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც დამატებითი ბიზნეს შემოსავლები აქვთ.

2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.

ყველა სიახლე

პაატა მანჯგალაძე

15 აპრილი 2021, 11:33

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ვერ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ვაღწევთ იმით, რომ არ შევედით რამდენიმე ხანი პარლამენტში

ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად 5 ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაც ფუნქციონირებად დემოკრატიას სჭირდება. 9 წლის განმავლობაში, როგორც კი ამ საკითხებზე შედგება შეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ადამ კინზინგერი

15 აპრილი 2021, 11:33

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანა წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა.

ლაშა დამენია

15 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

ლაშა დამენია: პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის

„პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის, თუმცა როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში არ აცხადებენ პარლამენტის ბოიკოტს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებში არჩევნები ასე ტოტალურად არ ყალბდება. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ჰყავთ პოლიტპატიმრები, ოპოზიციურ პარტიებს ოფისებში არ უვარდებიან და მათ ოფისებს არ წვავენ. ამიტომ აქედან ერთადერთი გამოსავალია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები“, - განაცხადა დამენიამ.

გიორგი ბოტკოველი

15 აპრილი 2021, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი აპატურაის განცხადებაზე: მთავარი რჩევა ქართველმა ხალხმა უნდა მოგვცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქუჩაში ყოფნა მათი თვითმიზანი ნამდვილად არაა, მაგრამ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

15 აპრილი 2021, 11:21

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,014 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,014 ადამიანს დაუდასტურდა, 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 206,142 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,817 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 185,125.

15 აპრილი 2021, 11:20

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 433 ადამიანი ემსხვერპლა.

ნეიმარი

15 აპრილი 2021, 11:14

სპორტი

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

15 აპრილი 2021, 11:12

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაშია გამოვლენილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ს

15 აპრილი 2021, 11:07

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი თალაკვაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

15 აპრილი 2021, 10:59

საზოგადოება

გლდანის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

15 აპრილი 2021, 10:58

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

15 აპრილი 2021, 10:58

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 446 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 ავადმყოფი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

15 აპრილი 2021, 10:58

მსოფლიო

Bloomberg: არჩევნებში ჩარევისა და კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კომპანია SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 10:54

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.68%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.82 %.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 292 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 279 389, გარდაიცვალა 3 908 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:47

საზოგადოება

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება

მათივე ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 462 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 75 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 462 ადამიანი კი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 10:34

სამართალი

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ აქციაზე მყოფ პირებზე ჯგუფური ძალადობისა და ფიზიკური დაზიანებების მიყენების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.

15 აპრილი 2021, 10:34

პოლიტიკა

ევროპის საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შესახებ 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს

„განხილვის პროცესში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ევროპის საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყნისგან. მოხსენებაში აღნიშნულია ის მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის და ამაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. მოხსენებაში ხაზგასმულია ყველა ის მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება როგორც უკანონო ბორდერიზაციის, ასევე დაკავებების პროცესს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.