imedi /  03 აპრილი 2020, 20:21 / სანდო წყარო

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

სასწრაფო დახმარება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობს.

როგორც imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე გააკეთებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

თეა წულუკიანმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე თეატრის წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევებზეც შედგა საუბარი და გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში თეატრის ხელმძღვანელობა ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე საკუთარ ხედვას წარუდგენს მინისტრს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

13 აპრილი 2021, 10:35

კულტურა

თეა წულუკიანი თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძვანელობასთან გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 738 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 38 866 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 738 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გოგი მეშველიანი

13 აპრილი 2021, 10:28

საზოგადოება

გოგი მეშველიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს . მილოცვის ტექსტი მაჟორიტარის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

13 აპრილი 2021, 10:26

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 161 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 161 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 879 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 10:24

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 10:23

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები, ბათუმში, ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ქვიშა-ხრეშს, სპეციალური ტექნიკით უკანონოდ მოიპოვებდნენ.

13 აპრილი 2021, 10:15

პოლიტიკა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი: 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 შეასრულა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, GRECO-ს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი ეხება წევრი ქვეყნების პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 10:10

ეკონომიკა

ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო „ანაბეჭდი“ დაათვალიერა

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმო, ადგილობრივი წარმოება 45 ადამიანს ასაქმებს და სამომავლოდ კიდევ აპირებს წარმოების გაზრდას - ამ ეტაპზე ,,ანაბეჭდი“ წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე.

13 აპრილი 2021, 10:08

ეკონომიკა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომელიც 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

„სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ასეულობით ახალი საწარმო იქმნება ან ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის პროგრამის როგორც ინდუსტრიული, ასევე ქონების გადაცემის, სასტუმრო ბიზნესისა თუ მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტების მხარდაჭერით ათასობით ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ეს პროცესი, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 09:50

COVID19

ვირუსის თავიდან ასაცილებლად, განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი გაძლიერდა

N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცულები.

13 აპრილი 2021, 09:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 აპრილს ქუთაისში წვიმა და +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +6 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნიკა მელია

13 აპრილი 2021, 09:08

სამართალი

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

13 აპრილი 2021, 09:00

საზოგადოება

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია. ერთთვიანი მარხვის დასასრულს, მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 13-15 მაისს აღინიშნება.

13 აპრილი 2021, 08:48

COVID19

საქართველოს მასშტაბით, „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე ეტაპი მიმდინარე კვირაში დაიწყება

საქართველოს მასშტაბით, „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე ეტაპი მიმდინარე კვირაში დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად ოფიციალურ პორტალზე ჩაეწერონ.

13 აპრილი 2021, 08:20

რეგიონი

ნამოხვანთან, მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს მეოთხე დღეა ეძებენ

მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაო მდინარე რიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება.

13 აპრილი 2021, 08:00

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება

ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არ არსებობს მათზე მორგებული ინფრასტრუქტურა, ამ ცვლილების შემდეგ, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, განათლება ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით მიიღონ.

პრინაკა ჩოპრა ჯონასი და ნიკ ჯონასი

13 აპრილი 2021, 00:55

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტოგალერეა

საღამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა, თუმცა წამყვანები და ის ვარსკვლავები, რომლებიც ნომინანტებსა და გამარჯვებულებს აცხადებდნენ ალბერტ ჰოლში შეიკრიბნენ. მათი ჩაცმულობა ტრადიციულად მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ლაშა ტალახაძე

13 აპრილი 2021, 00:53

სპორტი

ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა

ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა. მას აეროპორტში კულტურის მინისტრის მოადგილე, ოჯახის წვერები, გულშემატკივრები, პატრიარქის ჩოხოსნები, პარლამენტის წევრები დახვდნენ. მან სამი ოქროს მედალი მოიგო და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

დმიტრო კულება

13 აპრილი 2021, 00:51

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეიძლება ისეთი ფაზა დადგეს, როდესაც შეშფოთების გამოთქმა საკმარისი არ იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობის ქმედებები იმაზეა მიმართული, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი ესკალაციის უგუნურება გააგებინონ.