04 აპრილი 2020, 22:10 / სანდო წყარო

კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა.

ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა კოვიდის კიდევ ორი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე გვაქვს 159 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას გამოეხმაურა.

„დღეს მოხდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი და ჩვენ გვყავს უკვე ერთი გარდაცვლილი. ვთვლით, რომ ყველა ის მითითება, რომელიც არის განხორციელებული და შეთავაზებული და ასევე ყველა ის ქმედება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უკვე განხორციელებულია, ნამდვილად არის უმკაცრესი. აქ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს მიღებული ეს მითითებები, უმკაცრესად და ზედმიწევნით შეასრულოს ყველა ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნა. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ როდესაც სახელმწიფო მოითხოვს მინიმალურ კონტაქტს და მაქსიმალურ სოციალურ დისტანცირებას, ეს უნდა გაიაზროს ყველა მოქალაქემ და შეასრულოს ისე, როგორც ეს არის ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი და აღწერილი. აქედან გამომდინარე, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ეპიდემიასთან ბრძოლაში გავიმარჯვოთ და არ დავმარცხდეთ, ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელიც დღესდღესობით მსოფლიოს პრობლემაა და არა მხოლოდ საქართველოსი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, გარდაცვალების ფაქტები კიდევ დაფიქსირდეს და ეს რომ არ მოხდეს, მოსახლეობამ პრევენცული ზომები ზედმიწევნით უნდა დაიცვას.

„გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რა თქმა უნდა, აფხიზლებს ყველას და გვაფხიზლებს ჩვენც. საქართველოც არის ჩართული ამ ბრძოლაში და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გარდაცვალება შეიძლება იყოს მხოლოდ სხვა ქვეყანაში. შესაძლოა, გარდაცვალების ფაქტები კიდევ დაფიქსირდეს და იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და მივიღოთ უფრო მეტად სერიოზულად, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, ყველა ის ადამიანი, რომელიც 65 წელს ზემოთ არის და ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს მრავლობითი ქრონიკული დაავადება, არიან იმ მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლები, სადაც შეიძლება, შედეგი იყოს სავალალო და იყოს ლეტალური. რაც ამძიმებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების მდგომარეობასაც და ამ ბრძოლაში, ჩვენ არ გვინდა, რომ წავაგოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა არ წავაგოთ, ამისათვის, მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა პრევენციული ღონისძიებები, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან რისკის ქვეშ და მოვახდინოთ მაქსიმალური დისტანცირება, რათა არ მოხდეს ვირუსის ჯაჭვის გავრცელება, რაც მიგვიყვანს უკვე იმ შედეგემაბდე, რომელი შედეგიც უკვე ერთ-ერთი დღეს უკვე დაგვიდგა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 31 გამოჯანმრთელდა. 1 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

26 მაისი 2020, 21:50

COVID19

დონალდ ტრამპი: ჩემი სამუშაო კარგად და დროულად რომ არ შემესრულებინა, კორონავირუსს 1.5-2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლებოდა

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ამერიკის ლიდერის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა ის დროული ზომები, რომდელიც მისმა ადმინისტრაციამ მიიღო.

ტანსაცმლის მაღაზია

26 მაისი 2020, 21:49

საზოგადოება

მომხმარებლის მიერ დაბრუნებულ ტანსაცმელს დახლზე მოხვედრამდე დეზინფექცია ჩაუტარდება

კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორის, რეზო მაღალაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იქნება, მომხმარებელი წაიღებს პროდუქციას სახლში და თუ ვერ მოირგებს და გადაწყვეტს დაბრუნებას ან გადაცვლას, მოიტანს მაღაზიაში. მისივე თქმით, ასეთი პროდუქცია პირდაპირ დარბაზში კი არ დაბრუნდება, არამედ წავა სპეციალურ სივრცეში, სადაც ჩაუტარდება სტერილიზაცია, დეზინფექცია და მხოლოდ 48 საათში დაბრუნდება დარბაზში.

კორონავირუსი თურქეთი

26 მაისი 2020, 21:47

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში COVID-19-ს სულ 4 397 პაციენტი ემსხვერპლა. ინფექცია 158 762 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 121 507 გამოჯანმრთელდა.

გიორგი გახარია

26 მაისი 2020, 21:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ევროპული მისწრაფებების გზაზე წინ მივიწევთ და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი

წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

26 მაისი 2020, 21:32

მსოფლიო

მონტენეგრო ტურისტულ სეზონს ხსნის

ქვეყნის პრემიერმინისტრის, დუსკო მარკოვიჩის განმარტებით, მონტენეგროს ტერიტორიაზე შესვლას იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, სადაც ეპიდვითარება დამაკმაყოფილებელია და ყოველ 100 000 მოქალაქეზე 25 კოვიდინფიცირებული მოდის.

26 მაისი 2020, 21:19

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პასუხს ველოდებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე.

რომის პაპი ფრანცისკე

26 მაისი 2020, 21:18

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რომის პაპმა ფრანცისკემაც მიულოცა

„მაშინ, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გულწრფელ სურვილებს. ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის. მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის“, - აღნიშნულია პონტიფექსის გზავნილში.

26 მაისი 2020, 21:14

COVID19

Nokia-მ ინდოეთში საწარმო 42 თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების გამო დახურა

ფინურმა კომპანიამ, Nokia-მ სამხრეთ ინდოეთში, ტამილნადუს შტატში, ელექტროგადამცემი მოწყობილობების საწარმო დახურა. მიზეზი 40-ზე მეტი თანამშრომლის ახალი კორონავირუსით ინფიცირებაა. კომპანიამ არ დაასახელა კოვიდინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა, როგორც Reuters-ის წყარო აცხადებს, ვირუსი 42 ადამიანს დაუდასტურდა.

რომის კოლიზეუმი

26 მაისი 2020, 21:13

COVID19

რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის 1-ლი ივნისიდან გაიხსნება

რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის 1-ლი ივნისიდან გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ მუზეუმის დირექცია ავრცელებს. კოლიზეუმის ნახვა მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილი ბილეთებით იქნება შესაძლებელი. შესვლამდე ყველა ვიზიტორი თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლის.

ინდოეთი კალიები

26 მაისი 2020, 21:06

მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად ინდოეთს კალიების შემოსევასთან უწევს ბრძოლა

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მწერების ასეთი მასშტაბური შემოსევა ქვეყანაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. კალიები ინდოეთში პაკისტანიდან ხანგრძლივი მუსონური წვიმის გამო მოხვდნენ. ინდოეთის მთავრობამ შემოსევასთან გასამკლავლებლად ღონისძიებების გატარება დაიწყო.

ეჰუდ ოლმერტი

26 მაისი 2020, 21:03

მსოფლიო

ისრაელის ექსპრემიერი მოქმედი პრემიერის გასამართლებას მოითხოვს

კორუფციის ბრალდებით გასამართლებული ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი, ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუც იგივე ბრალდებით უნდა იჯდეს ციხეში.

F-117 Nighthawk - სტელსის სისტემის გამანადგურებელ-ბომბდამშენი

26 მაისი 2020, 20:47

მსოფლიო

Reuters-ი: რუსეთმა რადარებისთვის უხილავი პირველი ბომბდამშენის მშენებლობა დაიწყო

რუსეთში პირველი სტრატეგიული ბომბდამშენის მშენებლობა დაიწყეს, - ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბომბდამშენის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაცია მომდევნო წელს იგეგმება.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:46

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რა მედიკამენტით ჩაანაცვლებენ პლაქვენილს, თუ მისი გამოყენება შეწყდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენება შეწყდება, მას „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაციით ჩაანაცვლებენ.

26 მაისი 2020, 20:40

COVID19

ბრიტანეთმა რემდესივირზე უარი არ თქვა

ბრიტანულმა რეგულატორმა რემდესივირის გამოყენება დასაშვებად მიიჩნია. პრეპარატს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის მკურნალობისთვის გამოიყენებს. ბრიტანეთში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ კოვიდინფიცირების გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:39

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონის გახსნა ტრანსპორტის ამოქმედებაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს

მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები, ისე რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენს მოსახლეობას რა რეგულაცია უნდა დავუწესოთ, რომ მათაც არ გაუქრეთ მოგზაურობის სურვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ვილნიუსი საქართველოს დროშა

26 მაისი 2020, 20:38

საზოგადოება

ვილნიუსში საქართველოს დროშა გაშალეს

„დიდი მადლობა ლიეტუვის მთავრობას და ლიეტუველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის განსაკუთრებულად გულთბილი მოლოცვისთვის“, - წერია საელჩოს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

26 მაისი 2020, 20:32

COVID19

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 397 კი დაინფიცირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 230 555 შემთხვევა დადასტურდა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების პლაზმა 2 შემთხვევაში გამოიყენეს

„პლაზმით მკურნალობამ ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა. ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული და სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენებთ და ორჯერ გადავასხით პლაზმა და ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა - მედიკამენტი „ტოცილიზუბაბი“, ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა ანუ მას აღარ აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, აღარ არის ჟანგბად-დამოკიდებული, ლაბორატორიული პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ - ეს პაციენტი გადავარჩინეთ“, - განმარტა ცერცვაძემ.

გიორგი გახარია და ბენიამინ ნეთანიაჰუ

26 მაისი 2020, 20:18

პოლიტიკა

გიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:10

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქვენილი კორონავირუსის მასშტაბური კვლევიდან დროებით ამოიღო

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც იწყებს კვლევა „სოლიდარობას“, - ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ კვლევას მსოფლიოში და ის გულისხმობდა ოთხი მედიკამენტის ერთმანეთთან შედარებას, გამოაცხადა, რომ ამ ოთხი მედიკამენტის სიიდან დროებით ამოეღო პლაქვენილი. იქ ხაზგასმილია, რომ დროებით და არა საბოლოოდ“.