04 აპრილი 2020, 23:05 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: მანქანაში, უკან ჩასხდომა არაუმეტეს ორი კაცისა, არის შესაძლოა, არასაიმედო, მაგრამ მაინც სოციალური დისტანცირება

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

როდესაც რაღაც შეზღუდვა გამოდის, იქ ვერ გაწერ, რომ მანქანაში, უკან შეიძლება სამი კაცი დაჯდეს, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან და მაინც ერთად ცხოვრობენ, - ასე ახსნა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ის ახალი შეზღუდვა, რომელმაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა.

სწორედ ამ საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ პატრულმა რა იცის, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან თუ უცხო ადამიანები, როდესაც მანქანაში სამ ადამიანს ხედავს.

„ამიტომ, უკან ჩასხდომა არაუმეტეს ორი კაცისა, არის შესაძლოა, არასაიმედო, მაგრამ მაინც სოციალური დისტანცირება. სულ სხვაა ერთი მეტრი მანძილი. რაც შეეხება მძღოლის გვერდით ჯდომას, აქ გაცილებით მეტი შანსია დაავადების, რადგან მის გვერდით ზიხარ და მას ესაუბრები“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 31 გამოჯანმრთელდა. 1 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

გოჩა ლორთქიფანიძე

03 ივნისი 2020, 12:41

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: ევროსასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა 2012-2020 წლებში 5-ჯერ შემცირდა

„ქართული საქმეების ხვედრითი წილი მთლიან საქმეებში, რომელიც შედის ევროპულ სასამართლოში, განახევრდა. რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, - ეს კვლავ 2012 წლამდე მომხდარი საქმეები და დისკრიმინაციის საქმეთა ჯგუფია. როდესაც ჩვენ მოვედით 2012 წელს, ამ საქმეებზე არ იყო ჩატარებული ეფექტური გამოძიება და არც კონკრეტული შედეგები იყო დამდგარი“.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშოები

03 ივნისი 2020, 12:39

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სამუშაოები უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

03 ივნისი 2020, 12:37

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც საბურთალოს კლასტერიდანაა

„ჩვენს კლინიკაში გუშინწინ საღამოს მოიყვანეს ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. პაციენტი საკარანტინო ზონიდან იყო. გუშინ დადასტურდა კორონავირუსი. ის გადაყვანილია მცხეთის პირველ სამედიცინო ცენტრში. პაციენტს სამ დღიანი ცხელების ანამნეზი ჰქონდა. აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. პნევმონია არ დადასტურებულა. მისი ოჯახიდან ინფექცია დედამთილსა და მამამთილს აქვთ დადასტურებული. ეს ქალბატონი მათთან ერთად ცხოვრობდა. დედამთილი და მამამთილი მკურნალობენ, ოჯახის დანარჩენი წევრები კარანტინის სივრცეში იმყოფებიან“, – აღნიშნა მარეხ ბექაიამ.

რომის პაპი ფრანცისკე

03 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

რომის პაპმა აშშ-ში რასიზმი და ძალადობა დაგმო

ფრენცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ტრაგედია უწყოდა და აღნიშნა, რომ ლოცულობს მისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც „რასიზმის ცოდვის“ შედეგად გარდაიცვალა. ამერიკელებს გაერთიანებისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.

03 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

მედია: აშშ-ში მასობრივი არეულობების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის მსვლელობისას სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

სოფო კილაძე

03 ივნისი 2020, 12:28

პოლიტიკა

სოფო კილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ერთხელ მაინც რომ გამოეხატათ სინანული იმ საშინელებისთვის, რაც ქვეყანას დაატრიალეს თავზე, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან, ისიც - ძალიან იშვიათად, ვისმენთ საუბარს ცალკეულ „შეცდომებსა“ და „გადაცდომებზე“. მოდით, აბა, იმ ადამიანებს, ოჯახებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას - გადაცდომას?“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

03 ივნისი 2020, 12:24

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა ნაგავსაყრელებმა მკვეთრად იმატა

ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების არეალის მნიშვნელოვანი ზრდისა და მათი გატანის გრაფიკის გაუმჯობესებისა, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა ნაგავსაყრელებმა მკვეთრად იმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 12:19

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ

ჯარისკაცებზე ზრუნვა ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, მაქსიმალური ყურადღება საჭიროა რეალური ქმედებით და არა ლამაზი საუბრით: „ჯარისკაცს, ჯარს აინტერესებს რეალური ქმედება, ის, თუ რას გააკეთებს მინისტრი.

იბუპროფენი

03 ივნისი 2020, 12:15

COVID19

ბრიტანელი მეცნიერები არკვევენ რამდენად ეფექტიანია „იბუპროფენი“ კორონავირუსის მკურნალობისას

კვლევაში პრეპარატის სპეციალური ფორმა გამოიყენება და არა რეგულარული აბები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება. ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ „იბუპროფენს“ რესპირატორული დისტრეს-სინდრომის მოხსნა შეუძლია, რაც კორონავირუსით გამოწვეული ერთ-ერთი მთავარი გართულებაა.

რესპუბლიკური საავადმყოფო

03 ივნისი 2020, 12:14

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობს

„ამჟამად კლინიკაში რჩება 9 კოვიდინფიცირებული პაციენტი, გუშინ გვყავდა კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთ პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები. სულ ცხელების ცენტრში არის 30 პაციენტი. დღეს ტესტი 10 პაციენტს უკეთდება და ვნახოთ რა პასუხები მოვა“, - აღნიშნა გოფოძემ.

ჯორჯ ბუში

03 ივნისი 2020, 12:10

მსოფლიო

ჯორჯ ბუში: ბევრი აფროამერიკელი განიცდის შევიწროებას და მუქარას საკუთარ ქვეყანაში, დემონსტრანტები ითხოვენ უკეთეს მომავალს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და ქვეყანაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს ეხმაურება. ამის შესახებ CNN წერს. ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში პოლიციელებმა 15 მაისს მოკლეს, რასაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი არეულობები მოჰყვა.

03 ივნისი 2020, 12:05

ეკონომიკა

ბიზნეს ასოციაცია თხევადი გაზის იმპორტის მოსაწესრიგებლად პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას მხარს უჭერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 12:05

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ეს მათ ნამუსზე იყოს

თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ეს მათ ნამუსზე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. ღარიბაშვილმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზე ისაუბრა.

ლევან გოფოძე

03 ივნისი 2020, 12:02

COVID19

ლევან გოფოძე: გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს ბოლო ტესტირებით კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა

ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომაროება და გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

03 ივნისი 2020, 12:00

მსოფლიო

2020 წლის პირველ კვარტალში Lufthansa-მ 2.1 მილიარდი ევროს ზარალი განიცადა

2020 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანია Lufthansa-მ 2.1 მილიარდი ევროს ზარალი განიცადა. ამის შესახებ ავიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

03 ივნისი 2020, 11:59

საზოგადოება

აჭარის ტელევიზიასთან გიორგი კოხრეიძის გადაგომის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა მეექვსე დღეა შიმშილობს

ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს. მისი თქმით, ტელევიზიაში გიორგი კოხრეიძე ხელისუფლების ინტერესებს ატარებს, სწორედ ამიტომ ითხოვს დირექტორის გადადგომას.

03 ივნისი 2020, 11:55

რეგიონი

გურიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს გოთუასა და ნაკაშიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 11:53

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია

ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერში" განაცხადა, რომელმაც ისაუბრა, იქნება თუ არა ჯარი საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც მმართველი გუნდის და არც სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

03 ივნისი 2020, 11:53

ეკონომიკა

ინფლაციის დონემ საქართველოში მაისში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა

2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა.

03 ივნისი 2020, 11:50

COVID19

სომხეთში 4 წლის კოვიდინფიცირებულ ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა

სომხეთში 4 წლის კოვიდინფიცირებულ ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა, - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვში კავასაკის დაავადების შემთხვევა დადგინდა. იმედი მაქვს, რომ ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება. ექიმების შეფასებითმ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - წერს არსენ ტორისიანმა.