04 აპრილი 2020, 23:57 / სანდო წყარო

ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი-ბათუმის რეისი რამდენიმე წუთის წინ დაეშვება, ბორტზე 180 მგზავრი იმყოფება.

აეროპორტში მგზავრებს სპეციალური აღჭურვილობით მედიკოსები დახვდნენ. ადგილზე შემოწმების შემდეგ კი საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ. თუ რომელიმე პირს მაღალი ტემპერატურა დაუფიქირდა, კლინიკაში გამოიკვლევენ.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს, კომპანია Georgian Airways ახორციელებს.

აჭარაში 25-მდე საკარანტინო ზონაა, სადაც 2000 მოქალაქე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა. 1 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

13 აპრილი 2021, 19:50

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

13 აპრილი 2021, 19:50

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ ერევნიდან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ

„პოსტკონფლიქტური სიტუაცია ძალიან მყიფეა. ზავი დაცულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, რაც კონფლიქტის შემდეგ უნდა გადაწყდეს. უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ ვერ ვხედავთ საპასუხო ნაბიჯებს ერევნიდან. პირიქით, აგრესიული, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ისმის აზერბაიჯანოფობიური, თურქოფობიური განცხადებები“ - ამბობს ალიევი.

13 აპრილი 2021, 19:37

მსოფლიო

რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა

რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში სამხედრო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარი

13 აპრილი 2021, 19:36

რეგიონი

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების თაობაზე და ამ კუთხით არსებული სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ბრენდა სონგი და მაკოლეი კალკინი

13 აპრილი 2021, 19:29

ტაბლოიდი

ფილმის „მარტო სახლში“ ვარსკვლავი, მაკოლეი კალკინი მამა გახდა

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი ჯერ კიდევ 5 აპრილს, ლოს-ანჯელესში დაიბადა, თუმცა ოფიციალური განცხადება მშობლებმა მხოლოდ ახლა გააკეთეს. 40 წლის კალკინმა და 33 წლის სონგმა ბიჭს დაკოტა დაარქვეს.

ელენე ღუბიანური

13 აპრილი 2021, 19:23

რეგიონი

„ენკას“ წარმომადგენელი უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი კომპანია კერძო ტერიტორიაზეა შეჭრილი

„ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენი კომპანია შეჭრილია კერძო ტერიტორიაზე, ძალიან ნათელი სურათია, რომელიც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2019 წელს კომპანიამ გამოისყიდა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა მთავრობასთან პროექტის განხორციელების ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ნამახვანიდან“, პროექტის განხორციელების მიზნებისათვის“.

ლევან კორღალიძე

13 აპრილი 2021, 19:14

სპორტი

ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის „შუქურასთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რაც დღეს როგორც კორღალიძემ, ასევე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

13 აპრილი 2021, 19:01

COVID19

ინდოეთმა რუსული ვაქცინა დაამტკიცა

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანამ, ინდოეთმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ დაამტკიცა. „ინდოეთი გახდა მე -60 ქვეყანა, სადაც, კლინიკური კვლევის მესამე ფაზის დადებითი შედეგების შემდეგ, ვაქცინა „სპუტნიკი“ დაარეგისტრირეს“ - წერის ვაქცინის Twitter-გვერდზე.

ლევან რატიანი

13 აპრილი 2021, 18:42

COVID19

ლევან რატიანი: ვაქცინაცია ერთადერთია, რასაც სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია

„ვაქცინაცია პანდემიას დაამარცხებს. პანდემია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყველამ ერთი მიზანი უნდა დაისახოს, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს. ვაქცინა არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ხალხის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

13 აპრილი 2021, 18:36

COVID19

საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

ბრაზილიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

ამირან გულუაშვილი

13 აპრილი 2021, 18:33

სამართალი

პროკურორი: ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკანორ მელიასთან მიმართებით, შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე ან გამოყენებაზე არ ჩამოუყალიბებია

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მედიასთან განმარტება გააკეთა. „ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ ჩამოუყალიბებია. ისევე როგორც მოსამართლის წინაშე ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია დაცვის მხარეს“, - განაცხადა გულუაშვილმა.

13 აპრილი 2021, 18:26

ეკონომიკა

თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად

​​​​​​​თიბისისა და ვიზას ინიციატივით, ბიზნესისმხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“. ამჯერად, ინიციატივა გამიზნულია სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად. თიბისი პლატფორმა kovzy.com-თან კოლაბორაციით, კვების ობიექტებს სთავაზობს საკუთარი ონლაინ გაყიდვების არხი შექმნან, საიდანაც ეფექტურად მართავენ საკუთარ პროდუქციას და მარტივად მიწვდებიან მომხმარებლებს.

ლევან რატიანი

13 აპრილი 2021, 18:26

COVID19

როდის აიცრება ლევან რატიანი

„ჯერჯერობით ანტისხეულები ძალიან ჭარბად მაქვს, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ და მაქვს მატების ტენდენცია. პირველი ანტისხეულები აგვისტოს თვეში აღმომაჩნდა - 4 იყო, დღეს კი დაახლოებით 167 მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ორგანიზმი ამ ეტაპზე იმუნიზაციას არ საჭიროებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

13 აპრილი 2021, 18:19

მსოფლიო

ბლინკენი: დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძე და ჯიმ რიში

13 აპრილი 2021, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ რიშს შეხვდება

დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

თამთა მეგრელიშვილი

13 აპრილი 2021, 18:11

COVID19

თამთა მეგრელიშვილი: ჩინური ვაქცინით აცრა 40 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია მილიონობით ადამიანი და არსად დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენა

საქართველოში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. სიტუაცია საგანგაშოა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი წერს. ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ხალხი დამატებით შეზღუდვებს ვერ გაუძლებს, ჩვეული ცხოვრებისკენ დაბრუნების წინაპირობად კი რეგულაციების დაცვასა და მოსახლეობის ვაქცინაციას მიიჩნევს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 აპრილი 2021, 18:11

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონი

13 აპრილი 2021, 18:10

მსოფლიო

16 აპრილს ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების ფონზე, 16 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეს სასახლეში უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნამახვანი

13 აპრილი 2021, 18:01

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ოფისთან გზის გადაკეტვას გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ოფისისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები გუმათჰესიდან დაიძრნენ და კომპანიის ოფისთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გეგმავენ.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 18:01

COVID19

პაატა იმნაძე: სერბეთის შემთხვევაში, ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - სხვა ვაქცინებს

საინტერესოა სერბეთის გამოცდილება. ამ ქვეყანას ყველა ვაქცინა აქვს: „ფაიზერიც“, „ასტრაზენეკაც“, რუსული ვაქცინაც და ჩინური „სინოფარმიც“. ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - დანარჩენ სამს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.