05 აპრილი 2020, 00:10 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი დაასახელა

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ეს პერიოდი ეპიდემიოლოგების მხრიდან ჯერ არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას.

მინისტრმა საზოგადოებას ამ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოციალური დისტანცირება, ჩვენი მშობლებისა და შვილების დასაცავად. მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც არაერთხელ აცხადებს როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე დაავადებათა კონტროლის ყველა თანამშრომელი, როგორც ბატონი ამირანი, ასევე ბატონი პაატა. გთხოვთ დაიცვათ სოციალური დისტანცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა. 1 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

02 ივნისი 2020, 18:57

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: გუშინ პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა - ნეტავ, ერთხელ მაინც გაეხსნა იგი, რამეს მაინც ისწავლიდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეკლესიასთან გამოჩენის გამო გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია.

მიხეილ ჩხენკელი

02 ივნისი 2020, 18:54

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ ხელი შეუწყო არა მხოლოდ კრიზისული ვითარების დაძლევას, არამედ განათლების მიღების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OECD) და განათლების ინტერნაციონალის (EI) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ საერთაშორისო სამიტში „სწავლების პროფესიის შესახებ (ISTP)“ მიიღო მონაწილეობა.

პანდორა

02 ივნისი 2020, 18:54

ეკონომიკა

კომპანია Pandora მხოლოდ გადამუშავებულ ოქროსა და ვერცხლს გამოიყენებს

„ვერცხლი და ოქრო მშვენიერი საიუველირო მასალაა, რომლის გადამუშავება შეუზღუდავად შეიძლება ხარისხის დაკარგვის გარეშე. ასწლეულების წინ მოპოვებული ლითონი ისეთივე კარგია, როგორც ახალი. ფერს არასოდეს დაკარგავს და არასოდეს გაფუჭდება“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრ ლაჩიკმა.

ანრი ოხანაშვილი

02 ივნისი 2020, 18:53

სამართალი

ანრი ოხანაშვილი თორაძეების საქმეზე: როდესაც მე ვსაუბრობ კონკრეტული პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, ყოველთვის ვეყრდნობი კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებას

მე არ მაქვს უფლებამოსილება და არც მაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხზე ვისაუბრო, ვიდრე არ არსებობს გადაწყვეტილება კონკრეტული პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით., - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თორაძეების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

02 ივნისი 2020, 18:46

ეკონომიკა

European Best Destinations-ი: საქართველოს ათას მოსახლეზე უფრო მეტი ჰოსპიტალური საწოლი აქვს, ვიდრე შვედეთსა და დანიას, თან თბილისი პარიზსა და ლონდონზე ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. სტატიის ავტორი, სესილია როდრიგესო წერს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად იმოქმედა და ეპიდემიის ძალიან დაბალ დონემდე შესანარჩუნებლად მიიღო ზომები.

მარიამ ქვრივიშვილი

02 ივნისი 2020, 18:42

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი „ფორბსის" სტატიაზე: ესაა აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ კოვიდ 19-თან ბრძოლაში გასწია

ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ საერთაშორისო დონეზე უმაღლესი აღიარება და შეფასება ჰპოვა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომელმაც შეფასება გააკეთა „ფორბსის" მიერ საქართველოს „ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავად“ დასახელებასთან დაკავშირებით.

სოსო გიორგაძე

02 ივნისი 2020, 18:41

საზოგადოება

სოსო გიორგაძემ განმარტა, როგორ ახერხებს იუსტიციის სახლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობას

„ჩვენ გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით უფრო მოქნილები. ასევე მინისტრის იდეის საფუძველზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ვიმუშაოთ დღეც და ღამეც. მინდა აღვნიშნო, რომ 5 მაისიდან მოყოლებული, რაც იუსტიციის სახლები ამ რეჟიმით გაიხსნა. ჩვენ არ დაგვისვენია არც ერთი დღე, გარდა 26 მაისისა. ვმუშაობდით და ვმუშაობთ ყოველდღე. ახლა უკვე ვმუშაობთ ყოველ დღეც და ღამეც“, - განაცხადა გიორგაძემ.

ადოლფ ჰიტლერის სახლი

02 ივნისი 2020, 18:40

მსოფლიო

ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება

ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინეში მდებარე სახლში, რომელშიც ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს. სახლის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებულ ტენდერში 12 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი ავსტრიული არქიტექტურული ბიურო Marte.Marte გამოცხადდა. რეკონსტრუქცია 2022 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, პროექტის ღირებულება 5 მილიონი ევროა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 ივნისი 2020, 18:39

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: N520 დადგენილების შუალედური შედეგების შეფასება ვალიდურად ვერ ჩაითვლება

მოგახსენებთ, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის, - ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ დეპუტატებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელითაც იგი პარლამენტში მისვლის მზაობას გამოთქვამს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID 19-ის პანდემიის მიმდინარეობამ ჯანდაცვის მიმდინარე სერვისების მიწოდების ხასიათი შეცვალა.

არად ბენკო

02 ივნისი 2020, 18:32

პოლიტიკა

ავსტრიის ელჩი: ტყის კოდექსის მიღება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან კიდევ უფრო აახლოებს

„ავსტრია და „ავსტრიის განვითარების სააგენტო“ საქართველოში „ტყის კოდექსის“ შემუშავებას მხარს მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა, - აცხადებს ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო. „ამაყი ვარ მიღწეული შედეგით. „ტყის კოდექსის“ მიღება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან კიდევ უფრო აახლოებს“, - განაცხადა არად ბენკომ.

02 ივნისი 2020, 18:29

კულტურა

„შეუსრულებელი მისია 7-ის“ გადაღებები სექტემბერში განახლდება

„შეუსრულებელი მისია 7-ის“ გადაღებები 2020 წლის სექტემბერში განახლდება. ამის შესახებ Variety მსახიობ საიმონ პეგზე დაყრდნობით წერს.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 18:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გასულ ღამეს ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა, ბევრი დაკავება განხორციელდა - მადლობა პრეზიდენტ ტრამპს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა მასობრივი არეულობების მონაწილეების მხრიდან.

02 ივნისი 2020, 18:16

ეკონომიკა

Forbes-ი საქართველოს „ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის ასახელებს

„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები: ამ 7 ქვეყანას აქვს პოტენციალი, იქცნენ მთავარ ტურისტულ მიმართულებებად კორონავირუსის შემდგომ მსოფლიოში“ - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. სტატიის ავტორმა, ჯარედ რენაჰანმა „ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავების“ ჩამონათვალში ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასა და ტუნისთან ერთად საქართველოც შეიყვანა.

მაია ბითაძე

02 ივნისი 2020, 18:15

საზოგადოება

მაია ბითაძე მოქალაქეებს შეახსენებს, რომ სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე დგომა აკრძალულია

„ძალიან მკაცრია ჩვენი მითითება სამარშრუტო კომპანიის მენეჯმენტის მიმართ. ერთმნიშვნელოვნად პირველივე დღეს მერმა განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე დგომა აკრძალულია. ჩვენთვისაც არის ცნობილი ინფორმაცია, რომ არის შემთხვევები, როდესაც ფეხზე დგომის ფაქტები დაფიქსირდა და არა ერთი. შესაბამისად, დღის განმავლობაში არაერთხელ მიეცა მითითებები კომპანიას, რომ ამგვარი შემთხვევები მაქსიმალურად იყო აღკვეთილი“, - განაცხადა ბითაძემ.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები

02 ივნისი 2020, 18:11

სპორტი

„ჩელსის“ ფეხბურთელებმა პოლიციელების მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს. ვარჯიშის დაწყებამდე მათ მოედანზე მუხლი მოიყარეს და პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელის მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატეს.

02 ივნისი 2020, 18:08

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი მზადაა პარლამენტში ივნისის ბოლო კვირას მივიდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან კობერიძეს კომიტეტში მისი მისვლის შესახებ წერილს სწერს.

02 ივნისი 2020, 18:05

ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული სამგზავრო რეისებისთვის ემზადება

ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან თამარ არჩუაძესთან და სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელთან, ლევან კარანაძესთან ერთად გაეცნო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

02 ივნისი 2020, 18:02

საზოგადოება

თბილისის მერიაში განმარტეს როგორია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სტატისტიკა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ

„მგზავრთა ნაკადი, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში ყოველდღიურად იმატებს. მაგალითისთვის, 2 ივნისის მონაცემებით, პრაქტიკულად ორჯერ არის მგზავრთა ნაკადი გაზრდილი, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში 30 მაისის მდგომარეობასთან შედარებით. თუმცა, თუ შევადარებთ მგზავრების რაოდენობას კარანტინამდე არსებულ მდგომარეობას, არის დაახლოებით ორჯერ ნაკლები. ანუ, თუ დღის განმავლობაში თებერვალში მეტროთი გადაადგილდებოდა 300 ათასი ადამიანი, დღეს გადააგილდება ნახევარი. იგივე შეფარდება არის ავტობუსებთან მიმართებით“, - განაცხადა ბითაძემ.

02 ივნისი 2020, 18:01

საზოგადოება

თვითიზოლაციაში მყოფ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

თბილისში, ნუცუბიძეზე მდებარე კორპუსში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მიიღეს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის დახმარების გადაცემა დევნილთა სააგენტომ და ვაკის რაიონის გამგეობამ, რეკომენდაციების სრული დაცვით უზრუნველყვეს. ჯამში, დახმარება 20 ოჯახს გაეწია.

02 ივნისი 2020, 17:56

ეკონომიკა

Condé Nast traveller-ი მოგზაურებს ზაფხულში საქართველოს დათვალიერებას ურჩევს

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო პორტალი, Condé Nast traveller-ი იმ ადამიანებს, ვინც საზაფხულო მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში სტუმრობას ურჩევს. მალდივები, საქართველო, საბერძნეთი შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი - ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც პორტალი მოგზაურებს სთავაზობს.