imedi /  05 აპრილი 2020, 12:19 / სანდო წყარო

აჭარაში საკარანტინო ვადის ბოლო დღეს 80 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

მედალფა ბათუმი

აჭარაში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია დაუდგინდა 80 წლამდე ქალს, რომელიც ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან კონტაქტში ყოფნის გამო კარანტინში იმყოფებოდა. საკარანტინო ვადის ბოლო დღეს მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ამდენად ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 9 ინფიცირებული მკურნალობს. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 14 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ცხელების ცენტრში კიდევ 5 ახალი პაციენტია შესული, რომელთა ანალიზების პასუხები საღამოს იქნება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:01

COVID19

გიორგი გახარიამ განმარტა რა პროგნოზს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ

„გაჩნდა 3 მოდელი, რომელზეც დაყრდნობით მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა, რომ შიდა გავრცელებიდან 12-13 კვირის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდგომი გახლავთ ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი გავრცელებიდან 5-7 კვირის შემდგომ ქვეყანაში იქნებოდა დაახლოებით 3 000 შემთხვევა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:58

COVID19

გიორგი გახარია: შეიძლება ყველამ არ იცის, მაგრამ საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო არ გაჩერებულა

„შეიძლება ყველამ არ იცის, მაგრამ საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. არ ვსაუბრობ სასურსათო მომარაგებაზე და ა.შ. არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დაახლოებით 65 ათასი კომანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი“.

27 მაისი 2020, 12:58

პოლიტიკა

საქართველო ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაგმონ რუსეთის აშკარა დეზინფორმაცია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის განცხადებას ეხება. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით. საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებით, ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულია ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:45

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემა ჩვენთვის არ არსებობს

„ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომდღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე, აგრეთვე, იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შეუძლებელი იყო, რომ სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:43

COVID19

გიორგი გახარია: შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია

„შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია. ელემენტარულად, ციფრებზე რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 5 590 000-ზე მეტი და სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა 147 ათას ადამიანზე მეტია“.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:41

COVID19

გიორგი გახარია: საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა

„ჩვენ მაშინვე დავინახეთ რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და ამ ხანგრძლივი ბრძოლის მზადების ფორმატში მივხვდით, რომ აუცილებელი იქნებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა. პირველ რიგში ეს იქნებოდა მოქალაქის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე, ხოლო მეორე მხრივ - ეკონომიკა. ამიტომ მიაღწია მთავრობამ ამ შედეგს, რომ როდესაც პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში და ჩვენ უკვე საკოორდინაციო საბჭო შევქმენით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:24

პოლიტიკა

გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოდის. LIVE

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს აცნობს. მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მმართველ გუნდს COVID19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა აინტერესებს. ოპოზიცია კი მწვავე დებატებს აანონსებს. პრემიერი პარლამენტში 29 მაისსაც მივა. ამჯერად, ინტერპელაციის წესით. კიდევ ერთი ვიზიტი პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში ივნისში უწევს. ეს იქნება გიორგი გახარიას პირველი წლიური ანგარიში პრემიერის რანგში.

შეცვალე აქცია

27 მაისი 2020, 12:20

პოლიტიკა

„შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან აქცია მოაწყვეს

„იმისთვის მოვედით, რომ ვიდრე პარლამენტში შევა, შევახსენოთ ის, რომ მან 20 ივნისს სადამსჯელო ოპერაცია მოგვიწყო", - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ფარულავამ.

გერგეთი

27 მაისი 2020, 12:08

საზოგადოება

Lonely Planet: მთები, ლაშქრობა და ღვინო, საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურიზმის გახსნას გეგმავს

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების 1-ლი ივლისიდან მიიღებს, ავიაკომპანიები Ryanair და Wizz Air კი ფრენებს განაახლებენ რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

27 მაისი 2020, 12:06

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. 2020 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 17% შეადგინა. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს.

27 მაისი 2020, 11:59

მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩები შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის „ჩათრევას“ ეწინააღმდეგებიან

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტში, რომელსაც 7 ყოფილი ელჩი აწერს ხელს, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ისინი „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის ჩათრევას ეწინააღმდეგებიან.

27 მაისი 2020, 11:50

საზოგადოება

თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს

„პანდემიის პირობებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სერვისების ნაწილის ფუნქციონირებაც შეწყდა, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები უკვე მოიხსნა, სხვადასხვა ტიპის სერვისი თბილისის მუნიციპალიტეტშიც ეტაპობრივად აღდგება“.

ყვითელი მიკროავტობუსი

27 მაისი 2020, 11:49

საზოგადოება

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აიკრაძალა

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აიკრძალება. ამის შესახებ თბილისი მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. მისი თქმით, ჰაერის ვენტილაცია ღია ფანჯრების დახმარებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც ვირუსით ინფიცირების რისკს შეამცირებს.

ფეინოორდი

27 მაისი 2020, 11:44

სპორტი

„ფეიენოორდის“ წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ევროთი შემცირდა

ნიდერლანდების საფეხბურთო გრანდის, „ფეიენოორდის“ წლიური ბიუჯეტი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, 25 მილიონი ევროთი შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას football.ua ავრცელებს. კლუბის გენერალური დირექტორის, მარკ კუვერმარსის განცხადებით, შემცირდა ფეხბურთელების ხელფასებიც. ვინც დიდ ანაზღაურებას იღებდა, მათ უფრო მეტი, პატარა ხელფასის მქონე მოთამაშეებს კი გასამრჯელო შედარებით დაბალი პროცენტით დააკლეს.

არჩილ თალაკვაძე

27 მაისი 2020, 11:43

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: გვჭირდება მკაცრი კონტროლი, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ლოკალური ეპიდემიოლოგიური გართულებები

გვაქვს მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა და დღესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მკვეთრად აღემატება ახალი შემთხვევების რაოდენობას. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მეტრო

27 მაისი 2020, 11:40

საზოგადოება

რა წესების დაცვა მოგიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა 1-ლი ივნისიდან აღდგება. რა წესების დაცვა მოუწევს მოსახლეობას მგზავრობისას.

27 მაისი 2020, 11:38

პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებისთვის 25 მილიონზე მეტი ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 11:35

COVID19

გიორგი გახარია: ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები

ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ერთობლივი შრომის შედეგია, თუმცა ვირუსი ჯერ ჩვენთან რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

27 მაისი 2020, 11:30

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა

„27 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 13 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 5 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 12 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

27 მაისი 2020, 11:26

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები 29 მაისს დილიდან განაახლებენ მუშაობას

მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.