imedi /  05 აპრილი 2020, 12:43 / სანდო წყარო

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

კორონავირუსი

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის კიდევ 52 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 822 შეადგინა.

ვირუსმა სომხეთში უკვე 7 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 57 პაციენტი. 14 აპრილიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 11:02

რეგიონი

აჭარაში, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება

აჭარაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება. ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 10:54

საზოგადოება

შეიძლება თუ არა ზაფხულში აიცრას ბავშვი - პედიატრის განმარტება

„ვაქცინაციისთვის აბსოლუტურად არ არის უკუჩვენება გარემოს მაღალი ტემპერატურა და საერთოდ პედიატრები წინააღმდეგი ვართ ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის დარღვევის, ეს დაკავშირებულია მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბების შემცირებისკენ და შესაბამისად რაც უფრო დაირღვევა აცრის კალენდარი, მით უფრო მაღალია რისკი, რომ კონკრეტული დაავადების მდგრადი იმუნიტეტი არ დადგეს“, - აღნიშნა პედიატრმა.

07 ივლისი 2020, 10:44

მსოფლიო

უამინდობის გამო იაპონიაში 1,3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდება

იაპონიაში უამინდობის გამო ხელისუფლებამ 1,3 მილიონი ადამიანის ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას რუსული მედია ტელეარხ NHK -ზე დაყრდნიბით ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, მოსახლეობის ევაკუაცია ოთხ პრეფექტურაში ფუკუოკა, კუმამოტო, ნაგასაკსა და ოიტაში გამოცხადდა.

ბრემენის „ვერდერი“

07 ივლისი 2020, 10:44

სპორტი

გერმანიის ოთხგზის ჩემპიონმა ბრემენის „ვერდერმა” ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა

ფლეი-აუტში ბრემენელებსა და „ჰაიდენჰაიმს” შორის გამართული პირველი მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა, გუშინ კი „ვერდერმა” გასვლაზე ამ გუნდთან ფრედ, 2:2 ითამაშა და ელიტაში ადგილი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შეინარჩუნა.

07 ივლისი 2020, 10:42

მსოფლიო

აშშ-ში შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს

მაიკ პომპეოს განმარტებით, აშშ-ს ამ თემისადმი სერიოზული დამოკიდებულება აქვს. მისი განმარტებით, ეს პროგრამები მომხმარებლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწეროს, თუ სურთ, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.

07 ივლისი 2020, 10:30

პოლიტიკა

სოფო კილაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ონლაინ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენრალური მდივანმა მარტინ ჩუნგონგმა, სოფო კილაძე ექსპერტის რანგში საპარლამენტო საკითხების შესახებ სასაუბროდ, ონლაინ კონსულტაციაზე მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პაელამენტი ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 10:23

რეგიონი

მესტიის სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა.სამაშველო ბრიგადებთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრი პოლიციის ვერტმფრენები. ხანძრის სიახლოვეს 11 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლებიდან ბავშვები გაიყვანეს.

ნუნუ მიცკევიჩი

07 ივლისი 2020, 10:19

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: აბიტურიენტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს გაგებით ეკიდებიან

აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. „მოწესრიგებულად მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენი თხოვნა იქნება მათი გულშემატკივრების მიმართ, გარე პერიმეტრზე დაიცვან დისტანცია და ხელი შეუწყონ საგამოცდო პროცესის წარმატებით მიმდინარეობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

07 ივლისი 2020, 10:18

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, ხანძარს შუახნის კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა. მთლიანადაა დამწვარი საცხოვრებელი სახლიც. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს, არსებული ინფორმაციით, კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

07 ივლისი 2020, 10:11

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დაკავა

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

07 ივლისი 2020, 09:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 958 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 838 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

07 ივლისი 2020, 09:51

თემა

რას ნიშნავს COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღა და არის თუ არა ის გარდაუვალი?

ახალი კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს აშშ იკავებს. 27 ივნისს ქვეყანაში დღის განმავლობაში 45 ათასი ადამიანი დაავადდა, რაც რეკორდული ციფრია. გერმანიაში ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში COVID-19-ის მასობრივი გავრცელების გამო, შეზღუდვები 600 ათას ადამიანზე დაწესდა, 7 ათასი კი კარანტინში გადაიყვანეს. ისრაელში, სადაც ივნისამდე პროცესი შედარებით მშვიდი იყო, სამედიცინო ნიღბების ტარების წესები გამკაცრდა. როგორც ჩანს, ეს პანდემიის მეორე ტალღის ნიშანია, რაზეც ამდენს საუბრობდნენ. სინამდვილეში კი სიტუაცია უფრო რთულად არის: ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ პანდემიის მეორე ტალღა არ ჩანს, სხვაგან კი არა მხოლოდ მეორე, არამედ მესამე ტალღაც კი შეინიშნება. არ არსებობს უნივერსალური მიზეზები, რის გამოც ეს ხდება. როგორც ჩანს, სიტუაცია ყველგან განსხვავებულია და ბევრი რამ არის დამოკიდებული არა მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ მიღებულ ოფიციალურ ზომებზე, არამედ - თავად მოქალაქეების ქცევაზე.

07 ივლისი 2020, 09:45

COVID19

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 8 პაციენტის დაავადების აქტიური ფორმა აქვს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 83 557 ადამიანი დაინფიცირდა, 4634 გარდაიცვალა, 78 518 კი გამოჯანმრთელდა.

07 ივლისი 2020, 09:39

COVID19

პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება უტარდებათ

კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება.

07 ივლისი 2020, 09:29

COVID19

ზუგდიდში გამოკვლეულ ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული სატვირთოს მძღოლია. მათივე ცნობით, 60 წლის კაცი ზუგდიდიში შიდა ქართლიდან ჩავიდა. მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი და ორივე გადაყვანილია კარანტინში.

07 ივლისი 2020, 09:16

საზოგადოება

დღეს საქართველოში შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწიოს

დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

07 ივლისი 2020, 08:58

რეგიონი

გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება

გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, რის გამოც, 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

თორნიკე შენგელია

07 ივლისი 2020, 08:41

სპორტი

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებები დაადასტურა

თორნიკე შენგელიას ახალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა დაადასტურა, რომ მისი აგენტი მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და არც წინასწარი კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.

07 ივლისი 2020, 08:27

საზოგადოება

ეროვნული გამოცდები გრძელდება

საგამოცდო ცენტრებში გუშინდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 93% მივიდა. ქვეყნის მასშტაბით გამოცდიდან მხოლოდ ხუთი ახალგაზრდა მოიხსნა. ორს მაღალი სიცხე დაუდასტურდა, ორმა დააგვიანა, ერთს კი დამკვირვებლებმა მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.

07 ივლისი 2020, 08:17

სამართალი

ლაგოდეხის სოფელ კაბალში კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ერთი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები 50 წლამდე კაცს თავისა და მუცლის არეში მიაყენეს. დაჭრილს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.