imedi /  05 აპრილი 2020, 21:43 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერეში დაინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა საჩხერის კლინიკაში დაინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის კვირაში“ განმარტა, კლინიკის დირექტორმა პერსონალის ტესტირების ჩატარება ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ დამტკიცებული ახალი ალგორითმის მიხედვით გადაწყვიტა, რომელიც ინფიცირებულებთან ინტენსიურ კონტაქტში მყოფების კვლევას ითვალისწინებს.

„აქედან გამომდინარე საჩხერის საავადმყოფოში ჩატარდა პრევენციული კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე ჩვენს ექიმს დაუდგინდა კოვიდ-ინფექცია. ის თავს სტაბილურად გრძნობს. თვითონ არის მაღალი დონის პროფესიონალი. შესაბამისად, მან იცის დაავადების მიმდინარეობაც. ამ ეტაპისთვის მასზე ზრუნავენ სხვა მისი კოლეგები და მისი მდგომარეობა სტაბილურია. დღის ბოლოს ველოდებით დამატებით თანამშრომლებზე ჩატარებულ კვლევებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება კონკრეტულად ამ ექიმთან“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, კლინიკის სხვა თანამშრომლების პასუხები დაახლოებით 23:00 საათისთვის გახდება ცნობილი.

საჩხერის კლინიკის ექიმის ინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იან