imedi /  06 აპრილი 2020, 13:27 / სანდო წყარო

როგორ უნდა გამოვიყენოთ ფარი და ნიღაბი სწორად

ძალიან ვთხოვ ყველას, ფარები სწორად იხმარონ. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ გვიცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული და ის აწეული არ უნდა იყოს. „ამიტომ ჰქვია მას ფარი და ფარი არ არის ქუდი ანუ არ უნდა იყოს აწეული“, - აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

გოჩა ლორთქიფანიძე

02 ივნისი 2020, 13:34

პოლიტიკა

პარლამენტში გაეროს კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს. მომხსენებელმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის გამოყო ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამთავრობო სამოქმედო გეგმები. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე რეფორმა, რომელიც მონიტორინგის მიზნით სამეთვალყურეო კამერებით ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს.

02 ივნისი 2020, 13:25

ეკონომიკა

აუქციონზე 70 მილიონი ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 2 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 148 650 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300 პროცენტით, მაქსიმალური 8.790 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.752 პროცენტით განისაზღვრა.

02 ივნისი 2020, 13:21

ეკონომიკა

აუქციონზე 50 მილიონი ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 2 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 111 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.655 პროცენტით განისაზღვრა.

დავით ზალკალიანი

02 ივნისი 2020, 13:14

საზოგადოება

დავით ზალკალიანი იტალიას ეროვნულ დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter გვერდის მეშვეობით იტალიას ეროვნულ დღეს ულოცავს. „გულითადი მილოცვა იტალიას რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით! იტალიის ხალხს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას! საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის გაძლიერებას!“, - აღნიშნულია მილოცვაში.​

02 ივნისი 2020, 13:14

COVID19

სომხეთში ბოლო 24 საათში 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით 517 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 10 009-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 20 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 214-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 3 427 პაციენტი.

გიორგი ვაშაძე

02 ივნისი 2020, 13:09

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვევობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

02 ივნისი 2020, 12:58

საზოგადოება

როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისგან, რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისათვის

სოციალური ქსელები, დისტანციური კომუნიკაციის აპლიკაციები, ონლაინ თამაშები თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები თანამედროვე რეალობაში გართობისა და კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებული საშუალებებია. სამწუხაროდ, მათ გამოყენებას გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა კიბერბულინგი, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კიბერბულინგს ხშირად, ჩვენი ან ჩვენ შესახებ სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული პერსონალური ინფორმაცია იწვევს.

02 ივნისი 2020, 12:57

COVID19

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 50 სამხედრო მოსამსახურეზე გამოცდიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად 50 მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

02 ივნისი 2020, 12:52

სამართალი

ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს

გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა. ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში.

02 ივნისი 2020, 12:41

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე დეპუტატებმა საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი;  შტეფან ანიჰოფერი

02 ივნისი 2020, 12:41

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.

02 ივნისი 2020, 12:41

სამართალი

ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა. როგორც Imedinews უწყებაში განუცხადეს, მანქანა ბორდიურს შეეჯახა.

02 ივნისი 2020, 12:40

საზოგადოება

დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებს გასცემს

დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, ეცნობიან კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი

02 ივნისი 2020, 12:34

სამართალი

ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. „წაღებულია სამაჯურები და ბეჭდები, რომლებიც ტაძარში იყიდებოდა. წაღებულია ასევე შესაწირი ყუთები და თანხა ას ლარამდე. შემთხვევა წუხელ ღამე მოხდა“, - განუცხადა Imedinews-ს დეკანოზმა ივანე გორელიშვილმა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ირაკლი ბერაია;  მარიო დიაზ-ბალარტი

02 ივნისი 2020, 12:28

პოლიტიკა

ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენ, მარიო დიაზ-ბალარტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენ, მარიო დიაზ-ბალარტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებსა და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში.

02 ივნისი 2020, 12:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 863 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 ივნისის დილისთვის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 863 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 423 741-ს მიაღწია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ინფექცით 182 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 037 ადამიანი ემსხვერპლა, 186 985 კი - გამოჯანმრთელდა.

სოფელ კიზილაჯლოში გზის დაგება

02 ივნისი 2020, 12:14

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კიზილაჯლოში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასა. მუნიციპალიტეტის განცხადებით, პროექტის ღირებულება 469 000 ლარს შეადგენს და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მარინა ენდელაძე

02 ივნისი 2020, 12:05

საზოგადოება

მარინა ენდელაძე: მუდმივად უწმინდესის ლოცვა-კურთხევის ქვეშ ვართ, ის ლოცვებში ყოველთვის გვიხსენიებს

კორონავირუსის დასრულების შემდეგ, მასთან ბრძოლის პერიოდი მაინც კარგად გამახსენდება. იყო გარკვეული შიში, მაგრამ ეს იყო სასიამოვნო შიში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 12:01

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს

„2 ივნისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 9 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 8 პაციენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოს დენდიასი
ფოტო: Thenationalherald

02 ივნისი 2020, 11:59

მსოფლიო

ნიკოს დენდიასი: საბერძნეთი მზადაა გაუმკლავდეს თურქეთის პროვოკაციას

საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ თურქეთის მიერ საბერძნეთის სანაპიროსთან დაგეგმილ კონტინენტური შელფის გეოლოგიურ კვლევას, შემდგომში ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით, - ამის შესახებ Thenationalherald-ი წერს. „თურქეთის ქმედებებს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. მემორანდუმი არ არსებობს. საბერძნეთის უფლებები გამყარებულია საერთაშორისო სამართლითა და საზღვაო კანონებით და ამის შესახებ თურქული მხარე ინფორმირებულია. საბერძნეთი მზადაა გაუმკლავდეს ამ პროვოკაციას“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა. NАТО-ს ფარგლებში მოკავშირე თურქეთი და საბერძნეთი დიდი ხანია დავობენ საჰაერო და საზღვაო საზღვრების და ასევე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში რესურსების მოპოვების საკითხებზე. თურქულმა მხარემ 2 დღის წინ გამოაქვეყნა სახელმწიფო ნავთობკომპანიის Turkish Petroleum-ისთვის სადავო ტერიტორიაზე კვლევის ჩატარების ლიცენზიის მიცემის გეგმა, რომლის სამართლებრივი საფუძველი თურქეთსა და ლიბიას შორის 2019 წელს გაფორმებული მემორანდუმია, რასაც საბერძნეთი კატეგორიულად არ ეთანხმება.