imedi /  06 აპრილი 2020, 13:36 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრი: საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საავადმყოფოს დირექტორმა და მედპერსონალმა მყისიერად გამოიყენეს სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული გაიდლაინები, რამაც მედპერსონალსა და მოსახლეობაში ვირუსის გავრცელება აგვაცილა თავიდან.

„საჩხერის საავადმყოფო და საჩხერის სასტუმრო პირველივე დღეებიდან ჩართულები არიან კორონავირუსის ინფექციის მართვაში. ისინი გამოიყენებოდა ჯერ საკარანტინო ზონად, შემდეგ კი სტაციონარად. საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება. საავადმყოფოს დირექტორმა და მედპერსონალმა გამოიჩინეს მაღალი შეგნება და მყისიერად გამოიყენეს სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული გაიდლაინები. ამის შედეგი გახდა ის, რომ პირველივე ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება და თავიდან ავიცილეთ ვირუსის გავრცელება მედპერსონალსა და მოსახლეობაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2020, 15:36

სამართალი

წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულებები მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულებები მნიშვნელოვნად -16,3%-ით არის შემცირებული - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ დაკლებულია ისეთი დანაშაულები, როგორიც არის ყაჩაღობა -53,4%, ძარცვა -23,9%, ქურდობა -19% და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები. „ასევე შემცირებულია ხულიგნობის (-19%), ცეცხლსასროლი (- 28,4%) და ცივი იარაღის ტარების (-51,8%) შემთხვევები, მნიშვნელოვანი კლებაა ნარკოტიკულ (-36,6%) და სატრანსპორტო (-15,2%) დანაშაულებშიც“, – აცხადებს მთავრობა.

01 ივნისი 2020, 15:33

COVID19

საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია და იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, - ამის შესახებ წერია საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ამ მიზნით განხორციელდა რიგი კონკრეტული ღონისძიებები: „აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადდა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო პორტალი − www.StopCov.ge გაეშვა აფხაზურ და ოსურ ენებზე;

ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 ივნისი 2020, 15:32

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან, რის გამოც მან პოლიციას მიმართა და გამოძიების ჩატარება სთხოვა. ამის შესახებ ნეთანიაჰუ Twitter-ზე წერს. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იდგეს მუქარის უკან, თუმცა სთხოვა მედიას, დაგმონ მსგავსი შინაარსის შეტყობინებები.

დიმიტრი პესკოვი

01 ივნისი 2020, 15:28

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: სამწუხაროდ, უკრაინისა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან დიალოგის განვითარებით ვერ დავიკვეხნით

მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგის განვითარება არ ხდება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

გიგა ბოკერია

01 ივნისი 2020, 15:26

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თუ პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი

თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა „შეთანხმება თუ სრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ.

01 ივნისი 2020, 15:23

კულტურა

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი კონკურსი „მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“ ცხადდება

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებმაც საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები.

01 ივნისი 2020, 15:22

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა: ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.

01 ივნისი 2020, 15:13

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა

მთავრობა აცხადებს, რომ მცირე საანგარიშო პერიოდისა და 2020 წელს COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.

ნათია მეზვრიშვილი

01 ივნისი 2020, 15:07

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტების შესაბამისად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 14:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არღვევს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ

გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. „მათემატიკურად ეს ცვლილებები აწყობს ოპოზიციას, რადგან ამ ცვლილებებით მიიღებენ მეტ მანდატს ვიდრე მიიღებდნენ 77/73ზე მოდელის შემხვევაში.

ჩჟაო ლიცზიანი

01 ივნისი 2020, 14:52

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა აშშ-ს მოუწოდა, უმციროსებების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაცია აღკვეთოს.

ბექა ლილუაშვილი

01 ივნისი 2020, 14:52

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიზნესის ვალდებულებაა, დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს

ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მივიყვანეთ იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას, ამიტომ ჩვენ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

სკრიპალები სერიალი

01 ივნისი 2020, 14:45

კულტურა

სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოქვეყნდა

ტელეკომპანია BBC-მ სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. სამეპიზოდიანი სერიალი „მოწამვლა სოლსბერიში“ ტელეარხ BBC One-ის ეთერში 14-16 ივნისს გავა. სერგეი სკრიპალის როლს უეინ სვონი, იულია სკრიპალის როლს კი ჯილ უინთერნიცი ასრულებს. სერიალის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

01 ივნისი 2020, 14:40

მსოფლიო

გერმანიაში ე.წ. კანონიერი ქურდი ვახტანგ ჯავახაძე გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიაში საცხოვრებელ სახლში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 47 წლის ვახტანგ ჯავახაძე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეული გულის უკმარისობა სახელდება. წარმოშობით ქუთაისელ ჯავახაძეს კრიმინალურ წრეებში „ყურშას“ მეტსახელით იცნობენ.

მიხეილ კალანდია

01 ივნისი 2020, 14:31

სამართალი

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევისა და 150 მოწმის თავიდან გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.

01 ივნისი 2020, 14:30

საზოგადოება

მდინარე მტკვრის დონე თბილისში, 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

მდინარე მტკვრის დონე თბილისში, 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. 2 ივნისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ორთაჭალჰესზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს ორთაჭალჰესის 1 დღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით.

01 ივნისი 2020, 14:23

საზოგადოება

პენიტენციურ დაწესებულებებში ყაზარმული სისტემა ნარჩუნდება, თუმცა თანამშრომლები ორი კვირით იმორიგევებენ

ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში იქნებიან - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, იქნება როტაცია და ყაზარმული პერიოდი თანამშრომლებს ორ კვირაზე მეტი ხნით არ მოუწევთ.

თურქეთის ავიახაზები

01 ივნისი 2020, 14:21

COVID19

თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა

თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მარტის შემდეგ იყო შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს. პირველ ეტაპზე ფრენები სტამბოლიდან იზმირის, ანტალიის, ტრაბზონისა და ანკარის მიმართულებით განხორციელდება. დანარჩენი აეროპორტები მუშაობას მოგვიანებით განაახლებენ. ყველა გახსნილ აეროპორტში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.

მეუფე იაკობი

01 ივნისი 2020, 14:20

საზოგადოება

მეუფე იაკობი: სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ

სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თეოლოგები ფიქრობენ, რომ ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მას შენიშვნას მისცემენ, მეუფე იაკობმა მთავარი არხის კორესპონდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ეშინია, როცა ჟურნალისტს ამ კითხვით მასთან გზავნიან.

პეტერ მიკისკა

01 ივნისი 2020, 14:18

საზოგადოება

ჩეხეთის ელჩი: გარემოს დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის წარმატებული თანამშრომლობა სამაგალითოა

მინდა, მოგილოცოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის „ტყის კოდექსის“ მიღება და ჩემი ქვეყნის სახელით გამოვხატო მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობისთვის,- ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.