imedi /  06 აპრილი 2020, 17:10 / სანდო წყარო

ზურაბ გურიელიძე: რთული წარმოსადგენია ახლო კონტაქტი ვეფხვთან ისე, რომ კორონავირუსი გადაედოს

ზურაბ გურიელიძე

ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უცხოელი კოლეგებისგან ინსტრუქციებს ელის, მანამდე კი განმარტავს, რომ რაიმე დამატებითი რეკომენდაციები ნიუ-იოკრში, კორონავირუსის ცხოველში დადასტურების შემდეგ არ მიუღიათ. ზურაბ გურიელიძის თქმით, გარკვეული ტიპის რეკომენდაციები თითქმის ყოველდღე მოდის.

„ჩვენ რა თქმა უნდა, კავშირი გვაქვს ზოოპარკების საერთაშორისო ასოციაციასთან და ზოოპარკების გარეულ ცხოველთა ვეტერინარების ასოციაციასთან - ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია, რა ზომები უნდა მივიღოთ, კერძოდ ის, რომ დაცული უნდა იყოს ჰიგიენა და მოვუაროთ ცხოველებს. ასევე - ნაკლები სტრესის ქვეშ უნდა იყვნენ ცხოველები, რადგან სტრესი აფერხებს იმუნიტეტს და დაავადებების გავრცელება უფრო მარტივია. თუმცა გურიელიძის თქმით, განსაკუთრებული მითითებები და რეკომენდაციები ჯერ არ მიუღიათ.

მისივე თქმით, ვეტერინარების მხრიდან დაკვირვება ცხოველებზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„არამარტო კორონავირუსი არის სახიფათო, არსებობს სხვა დაავადებები, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არის. ამიტომ, მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „ტვპირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ცნობა იმის შესახებ, რომ ვირუსი ვეფხვს დაუდასტურდა, ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა და სპეციალისტების კონკრეტული პროტოკოლი არ მიუღიათ.

მისივე განმარტებით, ცხოველიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა არ დადასტურებულა.

„არ შეიძლება, ერთი შემთხვევით ვიმსჯელოთ. ცოტა რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხდეს ახლო კონტაქტი ვეფხვთან ისე, რომ ეს ვირუსი გადაედოს. ვეფხვი გაცილებით სახიფათო ცხოველია და მასთან ახლო კონტაქტი ფაქტობრივად შეუძლებელია. გაცილებით სახიფათო ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, ვიდრე ვირუსის გადადებაა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის განმარტებით, ცხოველებში ტესტირება სხვანაირად ხდება, რადგან ეს რთულია, შესაძლოა, ნიმუში აიღონ ცხვირ-ხახიდან რამდენადაც შესაძლებელია, თუმცა არა ისე, როგორც ეს ადამიანის შემთხვევაშია.

„ცხოველები მიჩვეულები არიან პირის გაღებას და ზედაპირიდან შესაძლებელია ნაცხის აღება, თუმცა კონკრეტულად, ნიუ-იორკში, ვეფხვის შემთხვევაში რა მეთოდი გამოიყენეს, ეს უცნობია. არსებობს მეორე ვარიანტი - ცხოველის იმობილიზაცია და ასეთ შემთხვევაში უკვე ნებისმიერი გამოკვლევა შესაძლებელია, თუმცა ეს არც თუ ისე უსაფრთხოა“, - აღნიშნა გურიელიძემ.

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკის ბინადარ ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველებს ვირუსი სავარაუდოდ მომვლელისგან გადაედოთ.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:29

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია

ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია. ჩვენ საერთო ფასეულობები და ინტერესები გვაქვს დემოკრატიისა და რეფორმების განხორციელებაში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიისა და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია

საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია. ბატონ შარლ მიშელს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს განსაზღვრავს და ამავდროულად, ჩვენი დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:28

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პოლიტიკურმა ლიდერებმა და ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლონ, რათა შესრულდეს ის, რაც წერია შეთანხმებაში

დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ მრავალი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან ძლიერი სიგნალი და გზავნილი, თუმცა ეს საკმარისი არაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა და ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლონ, რათა შესრულდეს ის, რაც წერია შეთანხმებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ერთი მთავრობის ან პოლიტიკური გუნდის არჩევანი, ეს ქართველი ხალხის არჩევანია

საქართველოს ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ერთი მთავრობის ან პოლიტიკური გუნდის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოვაწერეთ

„ჩვენი გუნდის სახელით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:22

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი საქართველოსთვის უძლიერესი პარტნიორია, ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები

ევროკავშირი საქართველოსთვის უძლიერესი პარტნიორია. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან კმაყოფილება გამოთქვა ოპოზიციის მისამართით იმ ერთგულებისთვის, რომელიც მათ თავიანთ პოლიტიკური ინტერესებთან ერთად გამოხატეს.

ვაქცინაცია

20 აპრილი 2021, 18:11

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს კორონავირუსზე 50 პედაგოგი აიცრა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს კორონავირუსზე 50 პედაგოგი აიცრა. ამის შესახებ Facebook-ზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია - პრეზიდენტი მიშელი გულწრფელ მადლობას იმსახურებს

ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი ჩართულობისთვის. მისი დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი რასაც აკეთებს მის მიერ წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევაა

„ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ - ეს არის ტრადიციული გამოთქმა. ამ შემთხვევაში სააკაშვილი რასაც აკეთებს მის მიერ წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევაა. ეს ხატოვნად რომ გამოვხატოთ. რეალურად მის განცხადებებს ფასი არ აქვს. მას შეუძლია ისაუბროს რაც უნდა. მთავარია ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ეს შეთანხმების გაფორმებაა. პოლიტიკური პროცესი გადადის საპარლამენტო სივრცეში, რაც ძალიან არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილს და ზოგადად, ეს არ უნდოდა რადიკალურ ფრთას ოპოზიციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ნინო ლომჯარია

20 აპრილი 2021, 18:06

სამართალი

ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხვდება. როგორც სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის გირაოს გადახდის გარეშე.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის სტრატეგიული გეგმა ემთხვევა იმ გეგმას, რაც რუსეთს გააჩნია

მან ისაუბრა იმ სამ პარტიაზე, რომლებიც პარლამენტში შესასვლელად ხელს არ აწერენ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობაზე“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიაზე“. ვოლსკიმ აღნიშნული პარტიების ერთმანეთისგან განმასხვავებელ ნიშნებზე ვრცლად ისაუბრა და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზებული დარჩა და სურს ბრძოლოს ველზე არა კონსტრუქციულად, რევოლუციური იდეით დაბრუნდეს. მისი თქმით, ევროკავშირი, ევოკავშირის გზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანი არ არის.

სერგეი მარჩენკო

20 აპრილი 2021, 17:45

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: სააკაშვილი დიდ გზაზე მდგარი შულერია - არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს დიდ გზაზე მდგარი შულერი უწოდა.

20 აპრილი 2021, 17:39

რეგიონი

ზესტაფონში მოზარდს მატარებელი დაეჯახა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ჭოგნართან მოხდა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 17:37

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის

ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მე მადლობას გადავუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას

საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან პოლიტპატიმრის, წამებულის, „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება უნდა იყოს ჯანსაღი პროცესის დასაწყისი და ვფიქრობ, რომ ბევრი პოლიტიკოსი ჯანსაღად მიუდგება ამას და იფიქრებს ქვეყანაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ეს ქვეყანა არის საზოგადოების და არა - პოლიტიკური პარტიების

რასაკვირველია, საქართველოს ისტორიის განმავლობაში უფრო მეტი საკვანძო, მძიმე თემა ყოფილა - ომები, სხვისი თუ საკუთარი ომები, მაგრამ რაც დღეს ხდება და რისი თანამონაწილეებიც გავხდით, არის გარკვეული ისტორიული მომენტი, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს.

ვიოლა ფონ კრამონი

20 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პარლამენტი და ამიტომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების სრულმა შემადგენლობამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინდივიდუალურმა წევრებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ეს იყო ძალიან კარგი სიგნალი ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრობა“ საბოლოოდ შევა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიციის უმრავლესობას თანხმობა უკვე ხელმოწერით აქვს დაფიქსირებული. ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პარლამენტი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების სრულმა შემადგენლობამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

20 აპრილი 2021, 17:25

მსოფლიო

ოფიციალური პრაღა ნატოსა და ეროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებს, სოლიდარობის ნიშნად თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა, რომ ოფიციალური პრაღა ნატოსა და ეროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებს, სოლიდარობის ნიშნად თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ.

დავით ზალკალიანი

20 აპრილი 2021, 17:23

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

შარლ მიშელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დავით ზალკალიანის თქმით, დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას.

20 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ევროკავშირს სჭირდება ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველო

„ზუსტად ეს არის სიძლიერე და სახელმწიფოებრივად აზროვნება, რომ გადადგა მართებული ნაბიჯი სწორ დროს. ეს პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესების დაყენებას ნიშნავს. საქართველოს სჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, მხარდაჭერა და დახმარება. ევროკავშირს სჭირდება ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველო. გასაგრძელებელია რეფორმები და პანდემიის მიერ მიყენებული დარტყმიდან გამოსავალს ვეძებთ ყველას. ეს უდიდესი გამოწვევაა“, - განაცხადა კალიურანდმა.