imedi /  06 აპრილი 2020, 18:15 / სანდო წყარო

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ხშირ შემთხვევაში ეს ვირუსი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მსუბუქად მიდის და ამის გამო სტაციონარში კვირებით ყოფნა აბსოლუტურად ზედმეტია

მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულების სახლში მკურნალობის იდეას ეთანხმება. ამის საფუძველს ინფექციონისტს ის ფაქტი აძლევს, რომ მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, რომელსაც აქვს გართულელები და ზოგიერთ შემთხვევაში ის მძიმედაც მიმდინარეობს, თუმცა ანალოგიურად მძიმე მიმდინარეობა აქვს სხვა ინფექციებსაც.

„ჩვენ შეგუელბული ვართ იმას, რომ თუ მსუბუქად გვაქვს სასუნთქი გზების ინფექცია და არ გვაქვს ფილტვეის ანთება, ვრჩებით სახლში და ბინაზე ვმკურნალობთ“, - განაცხადა ინფექციონისტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე განმარტებით, თუ სუნთქვის გაძნელება იწყება, პაციენტი სტაციონარში უნდა გადაიყვანონ.

„ბინაზე მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ეს პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე უნდა დარჩეს - პერიოდულად ექიმი უნდა შეეხმიანოს პაციენტს და ეს სწორედ დევს პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლში“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ინფექციონისტის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში ვირუსი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში მსუბუქად მიდის და ამის გამო კვირებით ყოფნა სტაციონარში აბსოლუტურად ზედმეტია.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის

ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ, არც ეკონომიკა სრულად არ უნდა დავკეტოთ, როგორც შარშან და მეორე მხრივ ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ, ამიტომ დამატებით შეზღუდვებზე ახლა საუბარი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2021, 14:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა საპატიმროდან ნიკა მელიას გირაოთი გამოსვლის შემთხვევაშიც გაგრძელდება

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „იმედინიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნიკა მელია დათანხმდება ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას და ამ ფორმით დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა მაინც გაგრძელდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

23 აპრილი 2021, 14:24

მსოფლიო

უკრაინამ ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა

უკრაინამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:17

საზოგადოება

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო Eurodesk-ში გაწევრიანდა

საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:12

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება, ერთმანეთის გვერდში დგომით წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ

ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ჩვენ ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით წელს უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ივლისის თვისთვის საჭიროა დღიურ 10,000-12,000 აცრამდე ასვლა, რაც საჭირო მიზნამდე მიგვიყვანს.

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2021, 14:12

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც დოკუმენტი პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესად არის აღიარებული, ამ ფონზე ახალი დისკუსიების გახსნა მიმართულია დესტრუქციული დღის წესრიგის შენარჩუნებისკენ

შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტში ყველა დარღვევაზეა საუბარი. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ფარგლები და შინაარსი მკაფიოდ განსაზღვრულია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:05

რეგიონი

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.

23 აპრილი 2021, 13:59

რეგიონი

გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა ოჯახებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა ოჯახებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი წლების განმავლობაში სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, დიდმა ნაწილმა სასამართლოს გზით მოახერხა მიწების დარეგისტრირება, დაახლოებით 40 % კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. ისინი აჭარის მთავრობას პროცესის დაჩქარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის სახლთან აქციებს აანონსებენ.

23 აპრილი 2021, 13:57

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ლიეტუველ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.

გურამ მაჭარაშვილი

23 აპრილი 2021, 13:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფაქტიური ლიდერი ცდილობენ ეს შეთანხმება ვერ შესრულდეს

საერთაშორისო დიპლომატიურ ენაზე სხვანაირად ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგები ვერ ეტყვიან ოპონენტებს, რომ როდესაც იღებ ვალდებულებას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ის უნდა შეასრულო ისე როგორც იღებ ვალდებულებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

23 აპრილი 2021, 13:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.

თამარ გაბუნია

23 აპრილი 2021, 13:51

COVID19

თამარ გაბუნია: ჯერჯერობით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის

აღდგომის დღესასწაულამდე გარკვეული დროა დარჩენილი და ჩვენ დაველოდებით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია როგორ განვითარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

23 აპრილი 2021, 13:49

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს წიგნები აჩუქა

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კამპანიის #აჩუქეწიგნის ფარგლებში, ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, საჩუქრად წიგნები გადასცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო, მხატვრული და ილუსტრირებული გამოცემები მინისტრისგან საჩუქრად მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა, ასევე მოზარდებმა, რომლებიც იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ და არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში საქართველოს მასშტაბით.

23 აპრილი 2021, 13:41

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა. მანამდე ვაქცინაციის ჩატარება რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იყო შესაძლებელი. ასევე ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც დაათვალიერა.

პაატა მანჯგალაძე

23 აპრილი 2021, 13:37

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ყველაზე რეალისტური მოცემულ სიტუაციაში არის ამნისტია

არავინ არ აპირებს მელიასა და იმ ადამიანების გაიგივებას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა მათთან ვინც თვალი დათხარეს. თვალის დათხრაზე არსებობს კონვენციით დაცული მუხლები და ყველა ამ ადამიანზე ვერანაირად ვერ გავრცელება ამნისტია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

23 აპრილი 2021, 13:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება.

ეკატერინე ტიკარაძე

23 აპრილი 2021, 13:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს

„ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ორშაბათს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

23 აპრილი 2021, 13:29

სამართალი

დაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. სამსახურის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

ალეკო ელისაშვილი

23 აპრილი 2021, 13:26

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ნათელაშვილის განცხადებაზე: როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთმანეთს

ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი კელი დეგნანთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს „დახოცავდა“.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 აპრილი 2021, 13:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებისთვის, საქართველო ევროკავშირისგან მეტ მხარდაჭერას მიიღებს

„შორსმჭვრეტელი, იმედისმომცემი და პოზიტიური საუბრები მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და საქართველოს ათეულობით მეგობართან - BRX-ის პოლიტიკურ სპექტრთან, ბოლო 4 დღის განმავლობაში. ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებისთვის, საქართველო ევროკავშირისგან მეტ მხარდაჭერას მიიღებს“ - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.