imedi /  06 აპრილი 2020, 23:29 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით რამდენიმე ათეულ ათას ტესტს ელოდება

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით კიდევ რამდენიმე ათეულ ათას ტესტს ელოდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიას საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვიზიტისას განუცხადა.

მისი თქმით, პარალელურად იმ კლინიკებში რომლებიც COVID19-ის მართვის და მკურნალობის პროცესშია ჩართული, მოხდება ადგილობრივი პერსონალის გადამზადება. ამის მიზანია, რომ ადგილზე მოხდეს მასალების აღება და შემდეგ გადამისამართება პი-სი-არ ლაბორატორიაში. რაც უფრო სწრაფსა და ეფექტურს გახდის ტესტირების პროცესს.

„გორის სამხედრო ჰოსპიტალმა უკვე დაიწყო სწრაფი ტესტის გამოყენება. იქ იყენებენ როგორც პი-სი-არ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ დაჩქარებულ ტესტებს ანუ ანტიგენებზე დამყარებულ ტესტებს ისე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს იქ სადაც მიმდინარეობს მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევა. ახლა ჩვენ ვართ მათი გადამოწმების ეტაპზე.

საჩხერეში გამოვიყენეთ ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები რომ გადაგვემოწმებინა სამედიცინო პერსონალი რაცაა რეკომენდაცია ახალი ალგორითმით, ანუ რაც სამინისტრომ გასულ კვირას დაამტკიცა. ტესტების გამოყენება მოხდა მარნეულშიც, მას მერე რაც პერსონალმა დასრულდა კარანტინის ფაზა.

ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი გამოყენება რეკომენდირებულია გარკვეული პერიოდულობით. ველოდებით კიდევ რამდენიმე ათეულ ათასს ტესტს როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულებზე დამყარებულს და ეტაპობრივად მივაწვდით სამედიცინო ბაზებს რომლებიც შეძლ​ებენ როგორც ადრეული გამოვლენისთვის ისე დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის სწრაფი ტესტების გამოყენებას.

ასევე მიდის მუშაობა იმ კლინიკებთან ვინც ჩართულია კოვიდის მართვის და მკურნალობის პროცესში, რომ მოხდეს ადგილობრივი პერსონალის გადამზადება რათა ადგილზევე აიღონ მასალები და შემდეგ მოხდეს ნიმუშების გადამისამართება პი-სი-ერ ლაბორატორიაში, რაც უფრო სწრაფს და ეფექტურს გახდის ტესტირების პროცესს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

პრემიერ-ლიგა

07 ივნისი 2020, 11:20

COVID19

პრემიერ-ლიგაში კორონავირუსზე ტესტი 1195 ადამიანს ჩაუტარდა

ინგლისის პრემიერ-ლიგაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. პრემიერ-ლიგის განცხადებით, ტესტი ინფექციაზე, 4-5 ივნისს, 1195 მოთამაშეს და თანამშრომელს ჩაუტარდა. ყველა პასუხი უარყოფითია. ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს, 2 მატჩით განახლდება.

კონორ მაკგრეგორი

07 ივნისი 2020, 11:18

სპორტი

კონორ მაკგრეგორი: გადავწყვიტე, მებრძოლის კარიერა დავასრულო

„გადავწყვიტე, მებრძოლის კარიერა დავასრულო. ყველას დიდი მადლობა საოცარი ამბებისთვის. შესანიშნავი მოგზაურობა იყო. ეს ფოტო დედაჩემთან ერთადაა გადაღებული ლას-ვეგაში, ერთ-ერთი ტიტული მოგებისას. მეგ, მე შენ მიყვარხარ, რასაც ისურვებ ყველაფერი შენია!“ - ამ სათაურით ირლანდიელმა დედასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.

ენტონი ჯოშუა

07 ივნისი 2020, 11:11

მსოფლიო

ენტონი ჯოშუა: რასიზმი პანდემიაა

მძიმეწონაში მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით წარსდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას telegraph ავრცელებს. მსოფლიო ბოქსის ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ უამრავ სპორტსმენს შორის, ვინც აქციებზე შენიშნეს. როგორც ადგილზე შეკრებილებმა აღნიშნეს ჯოშუა აქციაზე, რომელიც ვატფორდში გაიმართა, სკუტერით მივიდა.

07 ივნისი 2020, 11:10

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა და 402 283 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, აღიცხულია კოვიდინფიცირების 6 983 734 შემთხვევა, 3 413 749 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მატეუშ მორავეცკი

07 ივნისი 2020, 10:57

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამხედროების ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს

პოლონეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამხედროების ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ადგილობრივ რადიოს განუცხადა. მისი განმარტებით, ახლა, გადაწყვეტილების მიღება აშშ-ზეა დამოკიდებული.

07 ივნისი 2020, 10:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 809 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 674 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

07 ივნისი 2020, 10:32

მსოფლიო

შვეიცარიაში ანტირასისტული აქცია გაიმართა

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, რომელიც მასობრივ თავშეყრას კრძალავს, პროტესტი დაახლოებით 5000-მა ადამიანმა გამოხატა. ადგილზე პოლიცია იყო შეკრებილი, თუმცა ღონისძიების მიმდინარეობაში არ ჩარეულა.

07 ივნისი 2020, 10:24

COVID19

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. თამარ არჩუაძის განმარტებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.

07 ივნისი 2020, 10:15

სამართალი

მობილური ტელეფონის წართმევისა და მუქარისთვის, პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

07 ივნისი 2020, 10:06

მსოფლიო

ლიბანში ანტისამთავრობო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა

ცრემლსადენი გაზი, ქვების სროლა და მაღაზიების ფანჯრების მსხვრევა - ასეთი სურათია ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, სადაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელიც დასაწყისში მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ძალადობაში გადაიზარდა. მოსახლეობა მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად რეფორმებს ნელი ტემპით ატარებს.

ფოტო: Facebook

07 ივნისი 2020, 09:53

მსოფლიო

ჩინეთმა და ინდოეთმა სადავო საზღვრის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყეს

ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში დავის საგნად ქცეული საზღვრის პრობლემის გადასაჭრელად ჩინელმა და ინდოელმა გენერლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ვითარება მაისში დაიძაბა. როგორც ოფიციალური დელი აცხადებს, ჩინეთი მათ ქვეყანაში შეიჭრა, თუმცა იმავე ტერიტორიას პეკინი საკუთარს უწოდებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

07 ივნისი 2020, 09:47

COVID19

„აი, ასეთ პედაგოგებსა და მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს ასაჯაროებს

იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბათუმელი პედაგოგის წერილი, სადაც მასწავლებელი იმუნოლოგს უყვება, რომ მოსწავლეებს საკუთარ სახლში უტარებს გაკვეთილებს და კითხულობს, ზედმიწევნით იცავს თუ არა ბავშვების უსაფრთხოების ზომებს.

07 ივნისი 2020, 09:38

ტაბლოიდი

ელტონ ჯონმა ყოფილ საცოლეს ოპერაციის ფული გადაუხადა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავის ყოფილ საცოლეს ოპერაციის ხარჯები დაუფარა. გავრცელებული ინფორმაციით, ლინდა ჰენონს ელტონ ჯონი 50 წლის წინ ხვდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი მომღერალი იყო. მეგობარი გოგო მას ფინანსურადაც ეხმარებოდა. 21 წლის მომღერალი ლინდაზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა ქორწინება არ შედგა.

07 ივნისი 2020, 09:32

რეგიონი

ქვემო ქართლის რწმუნებული და დმანისის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ისეთ ლოკაციებზე ეწყობა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ათეული წლების განმავლობაში არ ყოფილა. ამ ეტაპზე, 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება სოფელ დაგარახლოში, ბაზაქლოში, კამიშლოში, პანტიანში, ტნუსში, მაშავერაში, კიზილაჯლოში, კაკლიანში, ამამლოსა და კამიშლოში.

07 ივნისი 2020, 09:16

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ოფიცერი: ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ კვინტინ დოლი შეხვდა.

ილონ მასკი

07 ივნისი 2020, 09:04

მსოფლიო

ილონ მასკი: მარიხუანის გაყიდვა თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს

„ამის თქმა, ალბათ, უსიამოვნებებს მომიტანს, მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა: პანდემიის დროს მარიხუანის რეალიაზცია ამერიკის დიდი ნაწილისთვის ძირითად ბიზნესად იქცა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი ამისთვის ციხეში ზის, რაც უაზრობაა და არასწორია,“- წერს მასკი.

07 ივნისი 2020, 09:00

საზოგადოება

ნათია თურნავა კახეთში გაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ენრიკე ალფარო

07 ივნისი 2020, 08:59

მსოფლიო

მექსიკაში პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო გუბერნატორმა მოსახლეობას მოუბოდიშა

მექსიკის დასავლეთ რეგიონის, ხალისკოს შტატის გუბერნატორმა, ენრიკე ალფარომ მოსახლეობას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო მოუბოდიშა და პირობა დადო, რომ მიაკვლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების შემდეგ გაუჩინარდგენ.

07 ივნისი 2020, 08:51

მსოფლიო

ლონდონში არეულობისას 23 პოლიციელი დაშავდა

ლონდონში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ 23 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციის პრეს-სპიკერმა ჯო ედვარდსმა განაცხადა. „სხეულის დაზიანება მიიღო 23 პოლიციელმა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და საზოგადოებრივ წესებს იცავდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია,“-აღნიშნა ედვარდსმა.

07 ივნისი 2020, 08:43

COVID19

მეცნიერები: კორონავირუსი არაა უკანასკნელი პანდემია

ჩვენ შევქმენით „შესანიშნავი შტორმი“ იმ დაავადებებისთვის, რომელიც ველური ბუნებიდან ადამიანებზე გადადის და სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიში. ადამიანის შეჭრა ბუნებრივ გარემოში ამ პროცესს აჩქარებს, - აცხადებენ გლობალური ჯანდაცვის ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ, თუ საიდან ჩნდება ახალი დაავადებები.