imedi /  07 აპრილი 2020, 00:04 / სანდო წყარო

პასექის დღესასწაულის წინ ისრაელში სრული კარანტინის რეჟიმი დაწესდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა. კარანტინის რეჟიმი პასექის დღესასწაულის წინ წესდება და 7 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.

აღნიშნულ პერიოდში ჩაიკეტება ქალაქებში შესვლა და გამოსვლა, მოპსახლეობას აეკრძალება სახლებიდან გამოსვლა.

„კარანტინის რეჟიმს ვაწესებთ ქვეყნის მასშტაბით, რომელიც 7 აპრილს 16:00 საათზე ამოქმედდება და 10 აპრილის 07:00 საათამდე გასტანს. არ დავუშვებთ ერთი თვის წინ პურიმის დღესასწაულზე მომხდარს, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების ეპიდემია გაჩნდა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა მათ, ვინც პასექს აღნიშნავს, მოუწოდებს დღესასწაული სახლში ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნონ.

პასექი უდიდესი ებრაული დღესასწაულია. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილი ყრმების გადარჩენას, რასაც წინ უძღოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 8 611 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 56 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

18 მაისი 2021, 15:28

COVID19

„სინოვაკით“ ვქაცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

„ზუსტ თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გააჟღერებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვატო შაქარიშვილი

18 მაისი 2021, 15:27

პოლიტიკა

ვახტანგ შაქარიშვილი: მელია, რომელსაც თითქოს დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად

ნიკა მელია, რომელსაც თითქოსდა დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

18 მაისი 2021, 15:20

რეგიონი

ზუგდიდის საკრებულომ, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შენგელიასთვის ქალაქის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. რადგან მერის პირველი მოადგილის პოსტიც ვაკანტურია, დღეიდან მერის მოვალეობას მოადგილე კონსტანტინე კაკავა შეასრულებს.

18 მაისი 2021, 15:18

რეგიონი

პეტრას ციხის ინფრასტრუქტურა განახლდა და ვიზიტორებს დღეიდან უმასპინძლებს

პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა. აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.

18 მაისი 2021, 15:15

რეგიონი

ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

გამოფენის ფარგლებში, მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიას. ასევე, დაათვალიერონ შესაბამისი პერიოდის ფოტო, საარქივო და პრესის მასალები.

ალუდა ღუდუშაური

18 მაისი 2021, 15:14

რეგიონი

ალუდა ღუდუშაური: დმანისის მოვლენებზე ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან ნაადრევი შეფასებები გაკეთდა

ნაადრევად მიმაჩნია დმანისის მოვლენებზე ის შეფასებები, რომელიც ცალკეული ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 15:12

რეგიონი

იაგო ხვიჩია დმანისის მოვლენებზე: არ მგონია ასე პრიმიტიულად იყოს საქმე, როდესაც ამდენი ადამიანი ჩხუბობს

„მე არ მჯერა, რომ დმანისში ადამიანებმა 100/100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ნისიად არ მისცეს ვიღაცას ლუდი, ამ საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. გავიგოთ კონფლიქტის ანატომია, რა არის, რატომ ჩხუბობს ეს ხალხი და მერე ვიპოვოთ გამოსავალი. ამ წუთას ერთადერთი მოთხოვნა არის, ვნახეთ ვიღაც ცუდად იქცევა და დავიჭიროთ, მე არ მგონია რომ ასე პრიმიტიულად იყოს საქმე როდესაც ამდენი ხალხი ჩხუბობს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კახა კუჭავა
დევიდ მაკალისტერი

18 მაისი 2021, 15:09

პოლიტიკა

კახა კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა

ხაზი გაესვა ჟან მონეს დიალოგს და აღინიშნა , რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამ პროცესში საქართველო მიაღწევს იმ შედეგებს, რომელიც სამაგალითო გახდება სხვა ქვეყნებისთვის. დევიდ მაკალისტერმა კახა კუჭავას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

კახა კუჭავა

18 მაისი 2021, 15:03

პოლიტიკა

კახა კუჭავა: პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში

„საქართველოს სჭირდება ამბიციური გეგმების განსახორციელებლად პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად იმუშავებს. პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში. ვიმედოვნებ ამასაც მალე მივაღწევთ და ქართველი ხალხი, ჩვენი პარტნიორები იხილავენ შევსებულ 150 ადგილს პარლამენტში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

დავით სერგეენკო

18 მაისი 2021, 14:56

რეგიონი

დავით სერგეენკო დმანისის მოვლენებზე: ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტია

დმანისის ინციდენტი სამწუხარო და მძიმე სანახავი იყო. არავინ ელოდა რომ ასეთი განვითარება მოჰყვებოდა ცალსახად ყოფით საკითხს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან დმანისის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2021, 14:50

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეა წულუკიანი ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ ისაუბრა.

18 მაისი 2021, 14:49

საზოგადოება

ევროკავშირის მხარდაჭერით განათლების სამინისტრო 2022-32 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

დევიდ მაკალისტერი

18 მაისი 2021, 14:48

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში

საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 14:38

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ წუთის მონაცემებით, ცესკოს წევრების შეცვლასთან დაკავშირებით კონსესუსი არ არსებობს

„ამ წუთის მონაცემებით კონსესუსი, რომ შეიცვალოს ცესკოს წევრები არ არსებობს. ამის წინააღმდეგი მეც ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ის ხალხი დანიშნულია გარკვეული ვადით. ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული მტკიცებულება თუ არ გვაქვს მის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მე ასეთი უხეში ჩარევები საკანონმდებლო ორგანოდან არ მომწონს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

18 მაისი 2021, 14:25

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძე

18 მაისი 2021, 14:19

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არჩევნების საკითხი კომისიის მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული

სამოქმედო გეგმა, რომელზეც დღეს ჩვენ გვექნება მსჯელობა და რომელსაც იმედია, რომ დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, - ამის შესახებ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი

18 მაისი 2021, 14:16

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა.

დავით ზილფიმიანი

18 მაისი 2021, 14:15

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: საარჩევნო კომისიისგან ოთხი ათასივე ოქმი უნდა გამოვითხოვოთ

„4 ათასი ოქმი ეს არის დასტა, ამაში ისეთი არაფერია, ეს არის ერთგვერდიანი ოქმები და აქვე ვთხოვოთ იმ სამუშაო ჯგუფს, რომ ამ ოქმებზე მოხდეს შესწორებული და შეუსწორებელი ოქმების გაყოფა. ჩვენ მოვახდენთ ანონსირებას პოლიტიკური პარტიებისა და დაინტერესებული პირების, რომ ვისაც აქვს რაიმე საპრეტენზიო ოქმი, მოგვაწოდოს და ჩვენ იმ ოქმს შევადარებთ საარჩევნო კომისიიდან მოსულ ოქმებს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისიას არანაირი შინაარსი არ აქვს. არც მაშინ ჰქონდა, როცა ის შექმნეს. ორი თვეა, კომისია არსებობს და ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როცა კომისიას შინაარსი ჰქონდა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

18 მაისი 2021, 14:05

პოლიტიკა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება

პარლამენტში, ამ წუთებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. გაიწერა ერთი თვის სამუშაო გეგმა. ოპოზიცია კი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას არ აპირებს და კომისიის მუშაობაში არ ერთვება.