imedi /  07 აპრილი 2020, 10:55 / სანდო წყარო

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უცნობია პაციენტის დაინფიცირების წყარო და ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ბათუმსა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იკვლევენ.

60 წლის ქალმა კლინიკას სულ სხვა ჩივილებით მიმართა, ის გამოსაკვლევად გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და კორონავირუსი დაუდასტურდა. იზოლაციაში გადაიყვანეს კლინიკის მედპერსონალის 7 წარმომადგენელი.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ლაშა დარსალია

15 აპრილი 2021, 17:01

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ ისაუბრა სახელმწიფოთაშორის საქმესთან - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო წარმატებას და სამართლებრივად ამტკიცებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე, რუსეთის ეფექტურ კონტროლს; 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.

15 აპრილი 2021, 16:59

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას ევროკავშირის სახელით განცხადება გაკეთდა

განცხადებაში ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ანგარიშგების კვლავ გაგრძელებას.

ჯო ბაიდენი

15 აპრილი 2021, 16:58

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

15 აპრილი 2021, 16:56

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტორია კაზასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელშიც ასევე იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სფეროში საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

15 აპრილი 2021, 16:52

სპორტი

გიორგი ბერიძემ „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. თასის ფინალში ბერიძეს შესაძლოა ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში, რადგან მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს „მტკ“-სა და „ფეჰერვარს“ შორის თამაშში გაირკვევა.

თორნიკე შენგელია

15 აპრილი 2021, 16:37

სპორტი

2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა

2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში „ცსკა“-მ, საბერძნეთის „პანათინაიკოსი“ 93:86 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

15 აპრილი 2021, 16:35

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

15 აპრილი 2021, 16:32

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ერთ-ერთი ტელეკომპანია დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2,500 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“, რომელშიც მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2021, 16:25

პოლიტიკა

ზელენსკი: უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის მიღების კონკრეტული შეთავაზებების დრო დადგა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

15 აპრილი 2021, 16:17

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 400 000 აშშ დოლარი გაყიდა

2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.

სოსო ფრუიძე

15 აპრილი 2021, 16:08

სპორტი

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა. კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, დღეს საღამოს კი გამოცდილმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პირველად ავარჯიშა. ფრუიძისთვის წყალტუბოს გუნდი უცხო არ არის - 1994-1996 წლებში, კარიერის საწყის ეტაპზე ის „სამგურალს“ ამზადებდა, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი „ჩიხურაში“ ჰქონდა, სადაც 12 წელი მუშაობდა და დავით ყიფიანის სახელობის თასთან ერთად, ქვეყნის სუპერთასიც მოიგო.

15 აპრილი 2021, 16:04

საზოგადოება

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

„ათასწლეულის ფონდი“ პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო „ათასწლეულის ფონდის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი „გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია“.

15 აპრილი 2021, 15:58

საზოგადოება

თამარ არჩუაძე: გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 21 ივლისიდან გეგმავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

დიმიტრი პესკოვი

15 აპრილი 2021, 15:32

მსოფლიო

კრემლში აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უკანონოდ მიიჩნევენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის სასანქციო მისწრაფებებს გმობს და შესაძლო სანქციებს ნაცვალგების პრინციპით უპასუხებს.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2021, 15:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილს თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ მანდატის დატოვებით რეიტინგთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცემა

„პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის პარტიის ერთობლივი გამარჯვება. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მისი პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო განმსაზღვრელი, მაშინ მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, განსაკუთრებით, მაჟორიტარ დეპუტატებს, თავიანთი პრეტენზია დაამტკიცონ. საკითხს ასე თუ დასვამენ, მარტივად შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ეს რეიტინგი იყო განმსაზღვრელი. მათ ადგილას არ ვიტყოდი, რომ განმსაზღვრელი იყო გიორგი გახარიას დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგზე, რადგან ეს არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ წლებია, საზოგადოება ენდობა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სხვადასხვა ლიდერი ჰყავდა, დღესაც ბევრი გამორჩეული ლიდერი ჰყავს. პარტიის ღირებულება სწორედ ეს არის. ვინც ამას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს, მაშინ საკუთარი პრეტენზიის ვალიდობა უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 აპრილი 2021, 15:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით ჩავა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.

ვარლამ გოლეთიანი

15 აპრილი 2021, 15:23

რეგიონი

ვარლამ გოლეთიანი: თუ სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს აქ დაუპირისპირდება, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები მათ გავემიჯნებით

თუკი სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს აქ დაუპირისპირდება და მათ შორის, პოლიციასთან დაპირისპირებაში შევა, ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, სხვა ადგილზე გადავინაცვლებთ, - ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

15 აპრილი 2021, 15:11

საზოგადოება

გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც საქართველოს პროკურატურა იუწყება, შეხვედრას, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გაიმართა, ასევე, ა(ა)იპ „იურიდიული კვლევის ცენტრის“, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“, Elsa Georgia (ელსა საქართველო)-ს, ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ და „ენკომი, საგანმანათლებლო პლატფორმის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ენტონი ბლინკენი

15 აპრილი 2021, 15:10

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქაბულში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დმიტრო კულება

15 აპრილი 2021, 15:01

მსოფლიო

დმიტრო კულება: რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინაზე მორიგი თავდასხმის შემთხვევაში, ევროკავშირისა და ნატოს რეაქცია მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინაზე მორიგი თავდასხმის შემთხვევაში, ევროკავშირისა და ნატოს რეაქცია მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ კიევში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.