imedi /  07 აპრილი 2020, 16:34 / სანდო წყარო

NYT: „პლაქვენილის“ მწარმოებელი კომპანიის უკან დონალდ ტრამპის ფინანსური ინტერესები დგას

მედიკამენტპლაქვენილის“ მწარმოებელი კომპანიის უკან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფინანსური ინტერესები დგას. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.

„თუ ჰიდროქსიქლორინი აპრობირებული სამკურნალო საშუალება გახდება, გაიზრდება რამდენიმე ისეთი ფარმაცევტული კომპანიის მოგება, რომელთა მეწილეებსა და ხელმძღვანელ პირებს დონალდ ტრამპთან აქვთ კავშირი. თავად ტრამპს აქვს მცირე პირადი ფინანსური ინტერესი ფრანგულ კომპანია Sanofi-ში, რომელიც პრეპარატ „პლაქვენილს“ (ჰიდროქსიქლორინის საწარმო დასახელება) აწარმოებს“, - წერს გამოცემა.

მისი მტკიცებით, Sanofi-ს ერთ-ერთი უმსხვილესი მეწილეა საინვესტიციო კომპანია Fisher Asset Management-ი. კომპანიის ხელმძღვანელი კენ ფიშერი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია. ამ საკითხთან დაკავშირებით NYT-ის კითხვებს კენ ფიშერის პრესმდივანმა არ უპასუხა.

Sanofi-ს კიდევ ერთი ინვესტორია ფონდი Invesco, რომელსაც ადრე აშშ-ის ამჟამინდელი ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი ხელმძღვანელობდა. რამდენიმე დღის წინ უილბურ როსმა განაცხადა, რომ არ იცოდა პრეპარატის მწარმოებელ კომპანიებში Invesco-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ და არანაირი გავლენა არ აქვს იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, თუ რომელი პრეპარატი უნდა ჩაითვალოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად.

კომპანია Sanofi-ში განაცხადეს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე „პლაქვენილი“ აღარ იყიდება, მაგრამ ხელმისაწვდომია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2021, 19:58

მსოფლიო

ამერიკის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 19:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოვუსმინოთ საპატრიარქოს, რომ ნამახვანჰესის საკითხზე ერთადერთი გზა დიალოგია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტრი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება ნამახვანჰესთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 აპრილი 2021, 19:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

„ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განცხადა.

სერგო ჩიხლაძე

16 აპრილი 2021, 19:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადაა.

გაბი აშკენაზი

16 აპრილი 2021, 19:51

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

მარიო დრაგი

16 აპრილი 2021, 19:34

COVID19

იტალიაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:34

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

16 აპრილი 2021, 19:29

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სარისკო ობიექტების უსაფრთხოება კერძო დაცვის სამსახურის სავალდებულო სწავლება გავლილმა თანამშრომლებმა ან პოლიციამ უნდა დაიცვას

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.

რატი იონათამიშვილი

16 აპრილი 2021, 19:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში

დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში! ვინც უპირისპირდება შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ დოკუმენტს, ის, რეალურად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს

16 აპრილი 2021, 19:13

სამართალი

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ ძმამ მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ უფროსმა ძმამ მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სოფლის რწმუნებულმა, ჯუმბერ ყურშუბაძემ დაუდასტურა.

ირაკლი ბერაია

16 აპრილი 2021, 19:08

სამართალი

რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას ირაკლი ბერაია ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახურის საქმიანობა მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების და სხვა სახის რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიმართულებით. ამ კუთხით სამსახურის საქმიანობა, სხვა მიმართულებებით წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ყოველთვის იმსახურებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს, - უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ეხმაურება.

გია აბაშიძე

16 აპრილი 2021, 18:57

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს

საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მამუკა მდინარაძე

16 აპრილი 2021, 18:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ

რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ. ასევე, „ვერ ხვდებიან“, საიდან მოვიდა 40% მაშინ, როდესაც 8 მარტის შეთანხმების პერიოდში თავად საუბრობდნენ 40%-იანი ლეგიტიმაციის აუცილებლობაზე. ეს შეთანხმებაშიც აისახა და ე.წ. ჩამკეტიც ამ პროცენტის მიხედვით დადგინდა! - ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

ირაკლი ბერაია

16 აპრილი 2021, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღევანდელი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩვენი სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს

„დღევანდელი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩვენი სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ისეთი დანაშაულის ჩადენისას, როგორიც ბანკზე თავდასხმაა, ყოველთვის არსებობს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკი. ასეთ დროს, საპასუხო მოქმედების შედეგი პირდაპირ კავშირშია პოლიციის მოქმედების ეფექტიანობასთან“.

ვიოლა ფონ კრამონი

16 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს სასიკეთოდ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

გიგა ბოკერია

16 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე: 40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი

40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი სიმართლე გითხრათ, - განაცხადა „ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ტვ პალიტრის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.

16 აპრილი 2021, 18:35

სამართალი

სამართალდამცველებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 450 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

16 აპრილი 2021, 18:28

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ნაწილი კი თავისი მოთხოვნის ერთგული დარჩება

აუცილებელია, რომ ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რადგან ის არაა შემუშავებული რომელიმე მხარის მიერ, არამედ შედგენილია მედიატორის მიერ, რომელმაც სამართლიანად ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

16 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

„კავკასუს ორგანიკ ფრუტსმა“ ჩირის ექსპორტი 20-30%-ით გაზარდა

ჩვენი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთის ფედერაციაში გადის. შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია 20-30%-ით. ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს ივნისიდან, რადგან აქტიური პერიოდი სწორედ ზაფხულში გვეწყება. ამასთანავე, წინასწარი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს, - ამის შესახებ „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ წარმომადგენელმა, სალომე ალანიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2021, 18:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახლა ჯერი ოპოზიციაზეა - შეძლებენ, თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, რომ „ქართული ოცნება" ამ პროცესში, იყო ყველაზე კონსტრუქციული და ქვეყანაზე მოფიქრალი. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. შეძლებენ, თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას“ - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.