imedi /  07 აპრილი 2020, 23:45 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: პიკი იქნება ორი-სამი კვირის შემდეგ

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

„ფორმულები არსებობს, როგორ შეიძლება არსებული ცვლადებით პროგნოზი გავაკეთოთ მომავლის. ეს პროგნოზი ახლოსაა სინამდვილესთან. დღეს არის 200 შემთხვევა, ყოველდღე იმატებს 20 შემთხვევა, მეტი ჯერ არ ყოფილა. ჩემი პროგნოზი იყო, რომ მატება იქნებოდა 20-30-40 ან რამდენიმე ათეული და არა ასეული შემთხვევა. ერთი კვირის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, იქნება დაახლოებით 300-400 შემთხვევა“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„პიკი იქნება დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ, და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ სამიკვირა, შეიძლება ერთი თვეც, და შემდეგ იქნება დაღმავალი პერიოდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პიკი იყოს მდორე და არ იყოს აფეთქება, მინიმალური დანაკარგებით დავძლიოთ ეს სიტუაცია. ეს შესაძლებელია მხოლოდ კარანტინის და მკაცრი შეზღუდვების პირობებში. რომ არ შემოღებულიყო საგანგებო მდგომარეობა, არ განხორციელებულიყო მყისიერი ღონისძიებები მარნეულში და ბოლნისში, მხოლოდ იქიდან იქნებოდა დღეს რამდენიმე ასეული შემთხვევა და დღეს იქიდან არის სულ რამდენიმე ათეული შემთხვევა. მდგომარეობა რთულია, ძალიან რთულია, თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს რომ ძალიან ცოტაა ინფიცირებული და ცოტაა გარდაცვლილთა რაოდენობა, ეს სწორედ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ვერტიკალის ძლიერი ინტერვენციითაა განპირობებული“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გარდაცვლილ პაციენტებზეც ისაუბრა, მისი თქმით, 79, 81 და 86 წლის პაციენტებს ჰქონდათ არაერთი თანმხლები დაავადება და ფაქტობრივად, მათი გადარჩენა შეუძლებელი იყოს. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ ვისი გადარჩენაც შესაძლებელია, ყველა გადარჩება. ძნელია ზუსტი რიცხვების დასახელება, მაგრამ გავრცელება იქნება ბევრად მეტი, ვიდრე იყო აქამდე. იქნება ყოველდღიურად რამდენიმე ათეული, მაქსიმუმ ასეული შემთხვევა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ, როგორც შემთხვევათა რაოდენობით ისე გარდაცვლილთა რაოდენობით პროპორციას, რომლითაც საქართველო იკავებს ევროპაში ერთერთ საპატიო ბოლო ადგილს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2020, 10:15

სამართალი

საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

07 ივნისი 2020, 10:06

მსოფლიო

ლიბანში ანტისამთავრობო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა

ცრემლსადენი გაზი, ქვების სროლა და მაღაზიების ფანჯრების მსხვრევა - ასეთი სურათია ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, სადაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელიც დასაწყისში მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ძალადობაში გადაიზარდა. მოსახლეობა მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად რეფორმებს ნელი ტემპით ატარებს.

ფოტო: Facebook

07 ივნისი 2020, 09:53

მსოფლიო

ჩინეთმა და ინდოეთმა სადავო საზღვრის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყეს

ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში დავის საგნად ქცეული საზღვრის პრობლემის გადასაჭრელად ჩინელმა და ინდოელმა გენერლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ვითარება მაისში დაიძაბა. როგორც ოფიციალური დელი აცხადებს, ჩინეთი მათ ქვეყანაში შეიჭრა, თუმცა იმავე ტერიტორიას პეკინი საკუთარს უწოდებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

07 ივნისი 2020, 09:47

COVID19

„აი, ასეთ პედაგოგებსა და მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს ასაჯაროებს

იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბათუმელი პედაგოგის წერილი, სადაც მასწავლებელი იმუნოლოგს უყვება, რომ მოსწავლეებს საკუთარ სახლში უტარებს გაკვეთილებს და კითხულობს, ზედმიწევნით იცავს თუ არა ბავშვების უსაფრთხოების ზომებს.

07 ივნისი 2020, 09:38

ტაბლოიდი

ელტონ ჯონმა ყოფილ საცოლეს ოპერაციის ფული გადაუხადა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავის ყოფილ საცოლეს ოპერაციის ხარჯები დაუფარა. გავრცელებული ინფორმაციით, ლინდა ჰენონს ელტონ ჯონი 50 წლის წინ ხვდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი მომღერალი იყო. მეგობარი გოგო მას ფინანსურადაც ეხმარებოდა. 21 წლის მომღერალი ლინდაზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა ქორწინება არ შედგა.

07 ივნისი 2020, 09:32

რეგიონი

ქვემო ქართლის რწმუნებული და დმანისის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ისეთ ლოკაციებზე ეწყობა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ათეული წლების განმავლობაში არ ყოფილა. ამ ეტაპზე, 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება სოფელ დაგარახლოში, ბაზაქლოში, კამიშლოში, პანტიანში, ტნუსში, მაშავერაში, კიზილაჯლოში, კაკლიანში, ამამლოსა და კამიშლოში.

07 ივნისი 2020, 09:16

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ოფიცერი: ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ კვინტინ დოლი შეხვდა.

ილონ მასკი

07 ივნისი 2020, 09:04

მსოფლიო

ილონ მასკი: მარიხუანის გაყიდვა თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს

„ამის თქმა, ალბათ, უსიამოვნებებს მომიტანს, მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა: პანდემიის დროს მარიხუანის რეალიაზცია ამერიკის დიდი ნაწილისთვის ძირითად ბიზნესად იქცა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი ამისთვის ციხეში ზის, რაც უაზრობაა და არასწორია,“- წერს მასკი.

07 ივნისი 2020, 09:00

საზოგადოება

ნათია თურნავა კახეთში გაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ენრიკე ალფარო

07 ივნისი 2020, 08:59

მსოფლიო

მექსიკაში პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო გუბერნატორმა მოსახლეობას მოუბოდიშა

მექსიკის დასავლეთ რეგიონის, ხალისკოს შტატის გუბერნატორმა, ენრიკე ალფარომ მოსახლეობას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო მოუბოდიშა და პირობა დადო, რომ მიაკვლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების შემდეგ გაუჩინარდგენ.

07 ივნისი 2020, 08:51

მსოფლიო

ლონდონში არეულობისას 23 პოლიციელი დაშავდა

ლონდონში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ 23 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციის პრეს-სპიკერმა ჯო ედვარდსმა განაცხადა. „სხეულის დაზიანება მიიღო 23 პოლიციელმა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და საზოგადოებრივ წესებს იცავდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია,“-აღნიშნა ედვარდსმა.

07 ივნისი 2020, 08:43

COVID19

მეცნიერები: კორონავირუსი არაა უკანასკნელი პანდემია

ჩვენ შევქმენით „შესანიშნავი შტორმი“ იმ დაავადებებისთვის, რომელიც ველური ბუნებიდან ადამიანებზე გადადის და სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიში. ადამიანის შეჭრა ბუნებრივ გარემოში ამ პროცესს აჩქარებს, - აცხადებენ გლობალური ჯანდაცვის ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ, თუ საიდან ჩნდება ახალი დაავადებები.

07 ივნისი 2020, 08:31

მსოფლიო

ვაშინგტონში რასიზმის გასაპროტესტებლად გამართულ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა

აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში ათასობით ადამიანი რასიზმის გასაპროტესტებლად ქუჩაში გავიდა. აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობასთან, ლინკოლნის მემორიალთან და ლაფაიეტის პარკთან შეიკრიბნენ, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათ თეთრ სახლამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაუკეტეს.

დონალდ ტრამპი

07 ივნისი 2020, 08:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში დემონსტრანტების რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მანიფესტანტთა რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია და ძალოვან სტრუქტურებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის. „კოლუმბიის ოლქში გაცილებით ნაკლები ხალხია გამოსული. ეროვნულმა გვარდიამ, უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ ფანტასტიკურად იმუშავეს. მადლობა!“-წერს ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

რამადან შალაჰი

07 ივნისი 2020, 08:11

მსოფლიო

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი რამადან შალაჰი გარდაიცვალა

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი, რამადან შალაჰი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 62 წლისა გარდაიცვალა. შალაჰი ისლამურ ჯიჰადს 1995 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ისრაელის მთავრობების მიერ.

წმინდა პეტრეს ტაძარი

07 ივნისი 2020, 08:00

მსოფლიო

რომის პაპის საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაფლანგვისთვის იტალიელი კაცი დააკავეს

დააკავეს იტალიელი კაცი, რომელიც ვატიკანის წარმომადგენლებს ლონდონში ძვირადღირებული ქონების შეძენაში ეხმარებოდა. ჯანლუიჯი ტორზის ბრალად გამოძალვა, გაფლანგვა, თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. ის ასრულებდა შუამავლის როლს, რომელიც ვატიკანის $200 მილიონიან გარიგებებში იყო ჩართული.

სულთმოფენობა

07 ივნისი 2020, 05:04

საზოგადოება

დღეს სულთმოფენობაა

დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია, წმინდა სამების დღე. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე, დაიწყებს.

07 ივნისი 2020, 01:05

ტაბლოიდი

ვიეტნამში კაცმა სახლის ღობე Iphone-ების კორპუსებით მორთო

კორპუსები ნამდვილია და არა სტიკერები. უბრალოდ კაცი სერვის-ცენტრში მუშაობს და სწორედ აქედან აქვს ამდენი კორპუსი, რომელიც აღარავის სჭირდება. ღობეში ძირითადად მეექვსე და მეშვიდე Iphone-ების ნაწილებია გამოყენებული.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2020, 00:42

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჰუმანიტარული კატასტროფისთვის ჯერ არ მიგვიღწევია

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მოწოდებების მიუხედავად, ისევ გაჩნდებოდა მოარული ჭორები, რომ კორონავირუსი არ არსებობს და არ ვრცელდება. ჩვენ ამ მოარული ჭორების შედეგების ნაყოფს ვიმკით“, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩინეთი მსუქანი ბიჭი

07 ივნისი 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჩინეთში კარანტინის შემდეგ ბიჭს ფორმის შეკვრა გაუჭირდა და ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. ვიდეო

ჩინეთში სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის გამო კარანტინში 4 თვე გაატარეს და ამ დროის განმავლობაში ბევრ მათგანს ტანსაცმლის ზომა შეეცვალა. ერთი ბიჭი ადგილობრივი სოცქსელების გმირი გახდა, მას შემდეგ რაც Weibo-ზე (Twitter-ის ჩინური ანალოგი) აიტვირთა ვიდეო, რომელზეც ის სასკოლო ფორმის ჩაცმას ცდილობს.