IMEDI /  07 აპრილი 2020, 23:57 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: გვესაჭიროება მხოლოდ თავდაცვის ეკიპირებები და სოციალური დისტანცირების რეგულირება

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

რა მიმართულებით საჭიროებს ჯანდაცვის სიტემა თანხების მობილიზებას? - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დღეს მთავარ პრობლემას სოციალური დისტანცირების დაცვა და სამედიცინო პერსონალის პირადი ეკიპირება წარმოადგენს.

„პირადი აზრია რომ საწოლები საკმარისზე მეტია საჭიროა მხოლოდ მათი მობილიზაცია. დღეისთვის ის მობილიზებულია, 9 კლინიკა მუშაობს. 200მდე ავადმყოფია და 500მდე საწოლია მობილიზებული. არსებობს გეგმა ბ და გეგმა ც დამატებითი საწოლებისა და მედპერსონალის მობილიზების, მათ ნაწილს გადამზადება უკვე გავლილი აქვს და ნაწილი კიდევ გაივლის. მობილიზებულია სასუნთქი აპარატები. ბევრს ჰქონია, რომ ეს დიდი პრობლემაა და არ არის დიდი პრობლემა. 200მდე სასუნთქი აპარატია საქართველოში და მათგან ნახევარიც რომ ვარგისი იყოს, არ მგონია საქართველოს მეტი დასჭირდეს. მე მხედველობაში მაქვს კრიტიკული და სარეანიმაციო ავადმყოფი. ყველაზე დიდი პრობლემა ახლა არის ეკიპირების, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ექიმებისთვისა და მომვლელი პერსონალისთვის. შემდეგია მედიკამენტები, რომელტა პრობლემაც არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა მე მგონია, რომ არის უზრუნველყოფა სოციალური დისტანცირების, კარანტინის დაცვის, საგანგებო მდგომარეობის დაცვის, რომელსაც დღესაც არღვევენ. ყოველ დღე გვესმის 100-200 შემთხვევა დარღვევის. უნდა შევიძინოთ დაჩქარებული ტესტები და არა მხოლოდ, ასევე ოქროს სტანდარტიც ანუ პისიერი, საკმარისზე მეტიც. ორივეს თავისი ნიშა აქვს და ისინი ერთმანეთს ვერ ცვლიან“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე ისაუბრა სწრაფ ტესტებზე და სხვა ქვეყნების პრაქტიკაზე ამ მიმართულებით. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მასიურმა ტესტირებამ დადებითი შედეგი არსად აჩვენა და საქართველოს შესამოწმებელი პაციენტების უნიკალური ალგორითმი აქვს შემუშავებული.

„საზოგადოებას ტყუილად ჰქონია, რომ სწრაფი ტესტების შეძენა ერთბაშად გადაწყვეტს პრობლემას. მნიშვნელობა ბევრი ადამიანის გატესტვას კი არა საჭირო ადამიანების გატესტვას აქვს. მთავარია სწორად გამოარჩიო ვის სჭირდება ტესტირება. ამაზე მუშაობს დღეს სახელმწიფო და შეიქმნა კვლევის ახალი ალგორითმი. დღე სამი კატეგორია ექვემდებარება ტესტირებას. შეიქმნა უნიკალური სიტემა ტესტირების“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2020, 10:32

მსოფლიო

შვეიცარიაში ანტირასისტული აქცია გაიმართა

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, რომელიც მასობრივ თავშეყრას კრძალავს, პროტესტი დაახლოებით 5000-მა ადამიანმა გამოხატა. ადგილზე პოლიცია იყო შეკრებილი, თუმცა ღონისძიების მიმდინარეობაში არ ჩარეულა.

07 ივნისი 2020, 10:24

COVID19

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. თამარ არჩუაძის განმარტებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.

07 ივნისი 2020, 10:15

სამართალი

მობილური ტელეფონის წართმევისა და მუქარისთვის, პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

07 ივნისი 2020, 10:06

მსოფლიო

ლიბანში ანტისამთავრობო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა

ცრემლსადენი გაზი, ქვების სროლა და მაღაზიების ფანჯრების მსხვრევა - ასეთი სურათია ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, სადაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელიც დასაწყისში მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ძალადობაში გადაიზარდა. მოსახლეობა მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად რეფორმებს ნელი ტემპით ატარებს.

ფოტო: Facebook

07 ივნისი 2020, 09:53

მსოფლიო

ჩინეთმა და ინდოეთმა სადავო საზღვრის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყეს

ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში დავის საგნად ქცეული საზღვრის პრობლემის გადასაჭრელად ჩინელმა და ინდოელმა გენერლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ვითარება მაისში დაიძაბა. როგორც ოფიციალური დელი აცხადებს, ჩინეთი მათ ქვეყანაში შეიჭრა, თუმცა იმავე ტერიტორიას პეკინი საკუთარს უწოდებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

07 ივნისი 2020, 09:47

COVID19

„აი, ასეთ პედაგოგებსა და მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს ასაჯაროებს

იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბათუმელი პედაგოგის წერილი, სადაც მასწავლებელი იმუნოლოგს უყვება, რომ მოსწავლეებს საკუთარ სახლში უტარებს გაკვეთილებს და კითხულობს, ზედმიწევნით იცავს თუ არა ბავშვების უსაფრთხოების ზომებს.

07 ივნისი 2020, 09:38

ტაბლოიდი

ელტონ ჯონმა ყოფილ საცოლეს ოპერაციის ფული გადაუხადა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავის ყოფილ საცოლეს ოპერაციის ხარჯები დაუფარა. გავრცელებული ინფორმაციით, ლინდა ჰენონს ელტონ ჯონი 50 წლის წინ ხვდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი მომღერალი იყო. მეგობარი გოგო მას ფინანსურადაც ეხმარებოდა. 21 წლის მომღერალი ლინდაზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა ქორწინება არ შედგა.

07 ივნისი 2020, 09:32

რეგიონი

ქვემო ქართლის რწმუნებული და დმანისის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ისეთ ლოკაციებზე ეწყობა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ათეული წლების განმავლობაში არ ყოფილა. ამ ეტაპზე, 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება სოფელ დაგარახლოში, ბაზაქლოში, კამიშლოში, პანტიანში, ტნუსში, მაშავერაში, კიზილაჯლოში, კაკლიანში, ამამლოსა და კამიშლოში.

07 ივნისი 2020, 09:16

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ოფიცერი: ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ კვინტინ დოლი შეხვდა.

ილონ მასკი

07 ივნისი 2020, 09:04

მსოფლიო

ილონ მასკი: მარიხუანის გაყიდვა თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს

„ამის თქმა, ალბათ, უსიამოვნებებს მომიტანს, მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა: პანდემიის დროს მარიხუანის რეალიაზცია ამერიკის დიდი ნაწილისთვის ძირითად ბიზნესად იქცა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი ამისთვის ციხეში ზის, რაც უაზრობაა და არასწორია,“- წერს მასკი.

07 ივნისი 2020, 09:00

საზოგადოება

ნათია თურნავა კახეთში გაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ენრიკე ალფარო

07 ივნისი 2020, 08:59

მსოფლიო

მექსიკაში პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო გუბერნატორმა მოსახლეობას მოუბოდიშა

მექსიკის დასავლეთ რეგიონის, ხალისკოს შტატის გუბერნატორმა, ენრიკე ალფარომ მოსახლეობას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო მოუბოდიშა და პირობა დადო, რომ მიაკვლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების შემდეგ გაუჩინარდგენ.

07 ივნისი 2020, 08:51

მსოფლიო

ლონდონში არეულობისას 23 პოლიციელი დაშავდა

ლონდონში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ 23 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციის პრეს-სპიკერმა ჯო ედვარდსმა განაცხადა. „სხეულის დაზიანება მიიღო 23 პოლიციელმა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და საზოგადოებრივ წესებს იცავდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია,“-აღნიშნა ედვარდსმა.

07 ივნისი 2020, 08:43

COVID19

მეცნიერები: კორონავირუსი არაა უკანასკნელი პანდემია

ჩვენ შევქმენით „შესანიშნავი შტორმი“ იმ დაავადებებისთვის, რომელიც ველური ბუნებიდან ადამიანებზე გადადის და სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიში. ადამიანის შეჭრა ბუნებრივ გარემოში ამ პროცესს აჩქარებს, - აცხადებენ გლობალური ჯანდაცვის ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ, თუ საიდან ჩნდება ახალი დაავადებები.

07 ივნისი 2020, 08:31

მსოფლიო

ვაშინგტონში რასიზმის გასაპროტესტებლად გამართულ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა

აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში ათასობით ადამიანი რასიზმის გასაპროტესტებლად ქუჩაში გავიდა. აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობასთან, ლინკოლნის მემორიალთან და ლაფაიეტის პარკთან შეიკრიბნენ, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათ თეთრ სახლამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაუკეტეს.

დონალდ ტრამპი

07 ივნისი 2020, 08:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში დემონსტრანტების რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მანიფესტანტთა რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია და ძალოვან სტრუქტურებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის. „კოლუმბიის ოლქში გაცილებით ნაკლები ხალხია გამოსული. ეროვნულმა გვარდიამ, უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ ფანტასტიკურად იმუშავეს. მადლობა!“-წერს ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

რამადან შალაჰი

07 ივნისი 2020, 08:11

მსოფლიო

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი რამადან შალაჰი გარდაიცვალა

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი, რამადან შალაჰი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 62 წლისა გარდაიცვალა. შალაჰი ისლამურ ჯიჰადს 1995 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ისრაელის მთავრობების მიერ.

წმინდა პეტრეს ტაძარი

07 ივნისი 2020, 08:00

მსოფლიო

რომის პაპის საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაფლანგვისთვის იტალიელი კაცი დააკავეს

დააკავეს იტალიელი კაცი, რომელიც ვატიკანის წარმომადგენლებს ლონდონში ძვირადღირებული ქონების შეძენაში ეხმარებოდა. ჯანლუიჯი ტორზის ბრალად გამოძალვა, გაფლანგვა, თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. ის ასრულებდა შუამავლის როლს, რომელიც ვატიკანის $200 მილიონიან გარიგებებში იყო ჩართული.

სულთმოფენობა

07 ივნისი 2020, 05:04

საზოგადოება

დღეს სულთმოფენობაა

დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია, წმინდა სამების დღე. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე, დაიწყებს.

07 ივნისი 2020, 01:05

ტაბლოიდი

ვიეტნამში კაცმა სახლის ღობე Iphone-ების კორპუსებით მორთო

კორპუსები ნამდვილია და არა სტიკერები. უბრალოდ კაცი სერვის-ცენტრში მუშაობს და სწორედ აქედან აქვს ამდენი კორპუსი, რომელიც აღარავის სჭირდება. ღობეში ძირითადად მეექვსე და მეშვიდე Iphone-ების ნაწილებია გამოყენებული.